როგორ იქცნენ ცნობილი პორნოვარსკვლავები წარმატებულ ქართველ აბიტურიენტებად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

527
VIEWS

2022 წლის 30 აგვისტო – 2 სექტემბრის პერიოდში ონლაინ მედიები და სოციალურ ქსელის მომხმარებლები წარმატებული ქართველი გოგონების ია და მაია ასაძეების ფოტოებსა და ისტორიებს აქტიურად ავრცელებდნენ. თავდაპირველად, 30 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Mzhavanadze-მ ახალგაზრდა ქალის ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე ქართველი გოგონა ია ასაძე იყო გამოსახული, მან ერთ-ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საგამოცდო ცენტრი passion hd-ის ცნობით, 70 ქულიდან 69.9 ქულა აიღო, რის გამოც წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები “ჰარვარდი, პრინსტონი, ბრაზერსი, და სხვები” მის მისაღებად ერთმანეთს ეცილებოდნენ. 2 სექტემბერს იდენტური ტექსტის მქონე პოსტი ამჯერად სხვა ქალის ფოტოს გამოყენებით ფეისბუქ გვერდმა Imperator გამოაქვეყნა. 

ია ასაძის წარმატების შესახებ პოსტი ონლაინ მედიაში ფეისბუქ მომხმარებელ ლევან მჟავანაძეზე დაყრდნობით გაშუქდა. ინფორმაცია  Resonancedaily.com-ზე, fbesport.com-სა და Newscom.ge-ზე ამჟამადაც იძებენება. 

ამ შინაარსის 1-ლ სექტემებრს გამოქვეყნებული მასალა წაშლილია Ambebi.ge-სა და Exclusivetv.ge-ს საიტიდანაც, თუმცა URL მისამართის ტექსტში მასალის სათაური კვლავ შემორჩენილია.

განსხვავებული ფოტოთი, თუმცა იდენტური ტექსტით, ია ასაძის წარმატების შესახებ პოსტები 2 სექტემბერს სხვადასხვა გვერდსა და ჯგუფბშიც (1, 2, 3, 4, 5, 6,) გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი My Personal Page სხვებისგან განსხვავებით წერდა, რომ ამ წარმატებას მაია ასაძემ მიაღწია. 

ია ასაძის აკადემიური წარმატების შესახებ  მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული პოსტები მცდარია. რეალურად, თავდაპირველი პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა სატირული შინაარსით გამოაქვეყნა. ტექსტის თანხმლებ ფოტოებზე კი არა წარმატებული ქართველი აბიტურიენტები, არამედ ცნობილი პორნოვარსკვლავები არიან გამოსახული.   

Levan Mzhavanadze-ის  მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე არა ქართველი ია ასაძე, არამედ ცნობილი პორნოვარსკვლავი სტოიაა (Stoya) გამოსახული. ხოლო Imperator-ის ფოტოზე ასევე პორნოვარსკვლავ Mia Khalifa-ს ვხედავთ. 

პოსტში ნახსენები “საგამოცდო ცენტრი” Passion HD კი რეალურად, პორნოსაიტის სახელწოდებაა ისევე, როგორც “უნივერსიტეტების” ჩამონათვალში მოხსენიებული ბრაზერსი და მოფოსი.  

2022 წლის 30 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, შესაბამისად, სოციალური მედიის მომხმარებლები და ონლაინ გამოცემები სხვადასხვა წარმატებული აბიტურიენტის შესახებ ინფორმაციას აქტიურად აქვეყნებდნენ.  ავტორის პოსტიც სწორედ ამ ტიპის სიახლეების გაშარჟებისკენ იყო მიმართული. 

რამდენიმე მედიასაშუალებამ ფეისბუქ მომხმარებლის გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად გამოაქვეყნა. მაგალითად, Resonancedaily.com-ზე 31 აგვისტოს გამოქვეყნებული მასალა ლევან მჟავანაძის პოსტის პერიფრაზს წარმოადგენს და მომხმარებლის რამდენიმე ციტატასაც შეიცავს. ამ ინფორმაციის წყაროდ ონლაინ გამოცემა tia.ge-ია მითითებული.

ინფორმაციის წყაროდ Tia.ge-ია მითითებული fbesport.com-ის იდენტურ მასალაშიც.  Tia.ge-ს საიტზე “ია ასაძის წარმატების” შესახებ ინფორმაცია ამჟამად აღარ იძებნება. 

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც “ია ასაძის” შესახებ Levan Mzhavanadze-ს მიერ გამოქვეყნებული სატირული პოსტი ambebi.ge-ზე რეალური ინფორმაციის სახით გავრცელდა, ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა Dato Abzianidze-მ ამ შემთხვევის შესახებ განმარტებითი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახსნა, რომ მისი ფეისბუქ მეგობარის გავრცელებული ეს ამბავი რეალური არ იყო და ფოტოზე პორნოვარსკვლავი იყო აღბეჭდილი. რამდენიმე მედიასაშუალებამ ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალები სწორედ ამ პოსტის შემდეგ წაშალა. 

თუმცა 31 აგვისტოს fbesport.com-დან გაზიარებული ეს ინფორმაცია 15 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში დღემდე შესრორების გარეშე იძებნება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist