როგორ იქცა ძაღლის მოსაძებნი მიკროჩიპი ანტივაქსერების შთაგონების წყაროდ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

254
VIEWS

25 ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა ლაზარე ქართულია გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელიც რამდენიმე ვიდეოკადრსა და ფოტოს აერთიანებს. ვიდეოს პირველ ნაწილში ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება მიკროჩიპის ქსოვილში ინტეგრაცია და როგორ იზიდავს მაგნიტი ქსოვილიდან ჩიპს; მეორე ვიდეოში კი ვაქცინირებული ქალის მკლავთან სკანერის მიტანისას მრავალნიშნა კოდი ჩნდება, რაც მნახველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინირებული ადამიანის მკლავზე ჩიპის ამოცნობაა შესაძლებელი. ვიდეოში ჩიპირების პროცესი ვაქცინაციის გარდა “მხეცის ნიშანთან” არის დაკავშირებული, რომელიც ადამიანებს შუბლზე და მარჯვენა ხელზე გამოესახებათ. 28 ივლისის მდგომარეობით, ვიდეოს 4 500 გაზიარება აქვს.
;
გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია და მასში შინაური ცხოველის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილი ჩიპი ხელოვნურად არის დაკავშირებული როგორც ვაქცინაციასთან, ასევე “მხეცის ნიშანთან”. ვიდეოში ნაჩვენები მიკროჩიპით დაკარგული ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონთან დაკავშირება ხდება, TikTok-ის ვიდეო კი ხუმრობით არის გადაღებული და მასში დაკარგული ცხოველების ამოცნობისა და პოვნისთვის განკუთვნილი სკანერია გამოყენებული.

ვიდეო, რომელიც ვეტერინარულ კლინიკაშია გადაღებული, თავდაპირველად 15 ივნისს TikTok-ის მომხმარებელმა jasmine_0708 გამოქვეყნა. გავრცელებულ ვიდეოში ჩიპის წამკითხველი მოწყობილობის ქალის მარცხენა მკლავთან მიტანისას საიდენტიფიკაციო ნომერი (985141003154180) ჩნდება,  მარჯვენა მკლავის “დასკანერებისას” კი  ჩიპის წამკითხველ მოწყობილობაზე  “ID არ მოიძებნა” იწერება, რაც ერთი შეხედვით, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სკანერი ვაქცინირების საშუალებით ინტეგრირებულ ჩიპს აფიქსირებს.
;
ანტივაქსერების მიერ ვიდეოს ფართოდ გავრცელების შემდეგ პოსტის ავტორმა კომენტარებში აღნიშნა, რომ  სინამდვილეში, შინაური ცხოველის მიკროჩიპი იყო ნაჩვენები და რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. ”თქვენ რა,  ყველაფერის გჯერათ, რასაც ინტერნეტში ხედავთ?!”, – დაამატა მან მეორე კომენტარში.

;
ვიდეოკოლაჟის დასაწყისში ნაჩვენები შპრიცი, რომელიც ჩიპის ინტეგრირებისთვის გამოიყენება და ასევე Tik-tok-ის ვიდეოში გამოყენებული სკანერი HomeAgain ფირმისაა. HomeAgain შინაური ცხოველების უსაფრთხოების მიზნით, მომხმარებლებს სთავაზობს ჩიპებს და მათ წამკითხველ ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებითაც დაკარგული ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონთან დაკავშირება ხდება. მიკროჩიპის შინაური ცხოველის კანში ინტეგრირების შემდეგ, ცხოველს უნიკალური მრავალნიშნა კოდი ენიჭება, რომლის საშუალებითაც, დაკარგულ ცხოველებს პატრონთან დაბრუნების შანსი ეძლევათ.

ფაქტების გადამმოწმებელმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Lead Stories იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნოდა სკანერზე დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი,  Pet Microchip Lookup Tool-ს მიმართა. პროგრამა მომხმარებელს იმ კომპანიების იდენტიფიცირებაში ეხმარება, რომლებშიც კონკრეტული მიკროჩიპია რეგისტრირებული. ვიდეოში ნაჩვენები ნომრის შემოწმებისას (985141003154180) აღმოჩნდა, რომ ჩიპი HomeAgain-ს ეკუთვნის, თუმცა იგი რეგისტრირებული არ არის.
;

ვიდეოში ნაჩვენებ პროცესს ვაქცინასთან კავშირი არ აქვს

მიკროჩიპის ინტეგრირებისთვის გამოყენებული ნემსის გარე დიამეტრი დაახლოებით 1,83 მილიმეტრს შეადგენს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ინექციისას გამოყენებული ყველაზე სქელი ნემსის დიამეტრი კი 1,11 მილიმეტრიით თხელი, 0,72 მილიმეტრია. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესში ჩიპის შეყვანა ვერ მოხდება,  რამდენადაც ცხოველების ჩიპირებისთვის გამოყენებული ნემსის სისქე ბევრად მეტია იმ ნემსის დიამეტრზე, რომელსაც  COVID-19-ის ვაქცინაციისას იყენებენ.
ამსათან, Routers-თან Microchip ID-ის წარმომადგენელის განცხადებით, შპრიცს მასში სითხის შენახვის უნარი არ აქვს, რაც საჭირო იქნება. COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ავტორიზებული ყველა ვაქცინა კი თხევადია.

უფრო ვრცლად ჩიპიზაციის თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist