როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ტტე
9.4k
VIEWS

კრემლთან და ჰესბოლასთან დაკავშირებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგი კონსპირაციული მასალა მოამზადა. 2 მაისს გაიტანჯიევამ თავის ბლოგზე dilyana.bg გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პროექტი G-2101: პენტაგონის ბიოლოგიურმა ლაბორატორიამ MERS-ის და SARS-ის მსგავსი კორონავირუსები ღამურებში აღმოაჩინეს”. სტატიის ორიგინალი ვერსია პლატფორმა Arms Watch-ზე 30 აპრილს გამოქვეყნდა, ქართულ მედია სივრცეში კი გაიტანჯიევას კონსპირაციული მასალა Tvalsazrisi.ge-მ სათაურით “სკანდალი: ამერიკელების დაფინანსებით ქართველი სამხედრო ბიოლოგები კორონავირუსს 2012 წლიდან იკვლევდნენ – დილიანა გაიტანჯიევა” 6 მაისს გამოაქვეყნა. “თვალსაზრისზე” დაყრდნობით ამ მასალიდან ციტატები ასევე News Front Georgia-მაც გამოიყენა.

'"

""

სხვადასხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით გაიტანჯიევა ამტკიცებს, რომ NCDC და ლუგარის ლაბორატორია 2014 წელს ღამურებში კორონავირუსების კვლევაში იყო ჩართული, რასაც აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იაღარის შექმნას უკავშირებს. ამ კონსპირაციის განსამტკიცებლად გაიტანჯიევა იშველიებს ორი ტიპის დოკუმენტაციას – ღია წყაროებში საჯაროდ ხელმისაწვდომ კვლევას და დოკუმენტებს, რომელიც ღია წყაროებში არ იძებნება.

დოკუმენტები, რომლებიც ღია წყაროებში არ იძებნება

დოკუმენტი, რომელსაც გაიტანჯიევა იმ კონსპირაციის გასამყარებლად იყენებს, რომ აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის მომზადებით არის დაინტერესებული, საქართველოში ღამურებში ზოონოზური პათოგენების შესწავლას გულისხმობს. პროექტი საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრის (ISTC) და საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანამშრომლობით ხორციელდებოდა. გაიტანჯიევას ამ პროექტის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული, ასევე კვლევაში ჩართული მეცნიერების სახელები, გვარები, პროექტში მათი კონტრიბუცია და ჰონორარები, რაც პერსონალური მონაცემებია და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

"

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შეთანხმების დოკუმენტი გასაჯაროვებული არ არის, პროექტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია როგორც NCDC-ის, ასევე თავად ISCT-ს წლიურ ანგარიშებში. ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადასტურებს, რომ ეს პროექტი გასაიდუმლოებული არ არის, არ არის კლასიფიცირებული პროექტის შესახებ ინფორმაცია და დაინტერესებული პირისათვის როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ISCT-ს ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომია პერსონალური ხელფასების გარდა. 

'

'

'

ლელა ურუშაძის კვლევა ღამურებში ზოონოზური დაავადებების შესახებ

ღამურებში ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების კვლევის შედეგები დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი სპეციალისტისა და ვირუსოლოგის, ლელა ურუშაძის სადისერტაციო ნაშრომშია გამოქვეყნებული. სწორედ ამ კვლევასა და კვლევის შედეგებს იყენებს გაიტანჯიევა კონსპირაციების საფუძვლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ეს დოკუმენტია ფარული და ლელა ურუშაძის დისერტაცია ილიაუნის ელექტრონულ კატალოგში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

კვლევის ფარგლებში 2012 და 2014 წლის ზაფხულში, სპეციალური აღჭურვილობითა და მეთოდებით, საქართველოს 8 სხვადასხვა წერტილიდან მკვლევრებმა 450 ღამურა შეაგროვეს. ისინი ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაში გადაიტანეს და სხვადასხვა პათოგენებზე შეისწავლეს. დისერტაციას ღამურების შეგროვების ამსახველი ფოტოებიც ახლავს, რაც დისერტაციასთან ერთად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი. ამავე ფოტოებს იყენებს გაიტანჯიევა თავის კონსპირაციულ სტატიაში.

'

"

კვლევის შესახებ “მითების დეტექტორი” ლელა ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ იმ დაავადებებს, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის, ყოველთვის ამ ფორმით იკვლევდნენ.

ლელა ურუშაძე: “ახალი კორონავირუსის წყარო არის ღამურა, ასევე ცნობილია რომ ის არის რეზერვუარი ბევრი სხვა ვირუსის, მათ შორის: ცოფის ვირუსის, ებოლას და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ავიღეთ გამოქვაბულებში ღამურის სინჯები, რომ გვენახა საქართველოს ღამურები არიან თუ არა ამ ვირუსების მტარებლები. ყოველთვის ასე ხდება ზოონოზური (დაავადებები რომელიც გადადის ცხოველიდან ადამიანზე) დაავადებების კვლევისას, მაგალითად, შავ ჭირს იკვლევენ არა მხოლოდ დაავადებულ ადამიანში, არამედ თაგვებში და რწყილებში, ტულარემიას – მღრღნელებში და ტკიპებში, ჯილეხს – რქოსან პირუტყვში და ასე შემდეგ.”

ურუშაძის თქმით, ასეთი კვლევები მთელ მსოფლიოში ტარდება, მათ შორის რუსეთშიც.

რუსი მეცნიერების კვლევები ღამურებში და ჩართულობა ISTC-ში

საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრი (ISTC), რომლის ფარგლებშიც საქართველოში ღამურებზე კვლევა ჩატარდა, გაიტანჯიევას აშშ-ის ფარული ბიოლოგიური პროგრამების თანამონაწილე გამოჰყავს, თუმცა საერთაშორისო ცენტრი მათ შორის რუს მეცნიერებსაც აერთიანებს.

საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრი (ISTC) მოსკოვში, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე 1992 წლის ნოემბერში ბირთვული და სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა. შეთანხმებას ხელს რუსეთის ფედერაცია, ევროკავშირი, იაპონია და აშშ აწერდნენ და რუსეთის დუმის მიერ რატიფიცირების შემდეგ ის ძალაში შევიდა. ორგანიზაციის მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხარდაჭერა იყო. მათ შორის იყო ბირთვული იარაღის ყოფილი მეცნიერებისა და ინჟინრების მხარდაჭერა, რაც მათი ნიჭისა და უნარების მშვიდობიან აქტივობებში გამოყენებას გულისხმობდა. 1994-2018 წლებში ISTC-ს რუსეთში, როგორც ბენეფიციარ ქვეყანაში, 2000-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული.

"

ღამურებში სხვადასხვა პათოგენების კვლევა რუსი და საერთაშორისო მეცნიერების მიერ თავად რუსეთშიც ტარდება. მაგალითად, 2003 წელს მეცნიერებათა ჯგუფმა რუსეთში ღამურებში ახალი ლისავირუსები გამოიკვლია. ასევე, 2006 წელს რუსეთში ღამურებში ცოფის კვლევები ჩატარდა.

დილიანა გაიტანჯიევას ლუგარის ლაბორატორიაში დაშვება ჰქონდა, თუმცა შენობაში არ შესულა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტი ლუგარის ლაბორატორიის შესახე კონსპირაციას ავრცელებს. 2018 წელს მან ჰესბოლასთან დაკავშირებული მედია Al-Mayadeen-სთვის მოამზადა ვიდეო რეპორტაჟი, რომელშიც ლუგარის ლაბორატორიას საშიში ვირუსების გავრცელებაში დაადანაშაულა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ლაბორატორიას გარე ტერიტორიადან იღებდა და აცხადებდა, რომ მას შენობაში არ უშვებდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ლელა ურუშაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადა, რომ მაშინ გაიტანჯიევას ლაბორატორიაში შესვლის დაშვება ჰქონდა, თუმცა იქ შესვლაზე უარი მან თავად განაცხადა, ხოლო რეპორტაჟში აუდიტორიას განსხვავებული ინტერპრეტაცია შესთავაზა.

2018 წელს გაიტანჯიევამ South Front-სა და სხვა კრემლისტურ პლატფორმებზე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა. მის ხელში აღმოჩნდა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს და აშშ-ის საელჩოს შორის კორრესპონდენცია, ასევე სერგეენკოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის სამსახურებრივი მიმოწერა ღონისძიებებზე დასწრების შესახებ, ასევე ჯანდაცვის მინისტრსა და პრესსამსახურის უფროსს შორის მიმოწერა. მაშინ, ჯანდაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ კიბერთავდასხმა არ გამორიცხა, ხოლო დოკუმენტების შესაძლო გაჟონვაზე “მითების დეტექტორის” გამოძიების შემდეგ კომპიუტერში უკანონო შეღწევის საფუძვლით საქმეც აღიძრა, თუმცა MDF-ის საგამოძიებო ორგანოებისადმი მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, გამოძიების შედეგები მესამე წელია ისევ უცნობია.

ვრცლად, დილიანა გაიტანჯიევასა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გავრცელებული შეთქმულებების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist