როგორ გავრცელდა უკრაინელი მუსიკოსის კომენტარი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინელი მუსიკოსი
73
VIEWS

27 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, აღნიშნულია, რომ კონცერტზე უკრაინელი მუსიკოსი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უცენზურო ლექსიკით მოიხსენიებს, მღვდლებს “მსუქან ფეესბეშნიკებს” ეძახის და მაყურებელს მათი დახოცვისკენ მოუწოდებს. 

იგივე ინფორმაცია და ვიდეო რუსულენოვანმა, პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2), მათ შორის Ren.tv-მ და მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმაც გააშუქეს.

rogor gavrtselda ukraineli musikosis komentari ukrainis marthlmadidebel eklesiaze როგორ გავრცელდა უკრაინელი მუსიკოსის კომენტარი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე? rogor gavrtselda ukraineli musikosis komentari ukrainis marthlmadidebel eklesiaze1 როგორ გავრცელდა უკრაინელი მუსიკოსის კომენტარი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე?

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. უკრაინელმა ვოკალისტმა დმიტრი ოდნოროჟენკომ სცენიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მღვდლებს მიაყენა, თუმცა მაყურებლისთვის სასულიერო პირების მოკვლისკენ არ მოუწოდებია.

ვიდეოზე უკრაინული ჯგუფის “ჰეითსფიჩის” ვოკალისტი დმიტრი ოდნოროჟენკოა ასახული. ოდნოროჟენკო სიტყვიერ შეურაცხყოფას მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მღვდლებს აყენებს და არა ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიასა და სასულიერო პირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსი მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს ФСБ-სთან, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან აკავშირებს, თუმცა ის მაყურებელს მათი მოკვლისკენ არ მოუწოდებს. ვოკალისტი ამბობს, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მღვდელმსახურები უნდა დააკავონ და უკრაინამ ისინი სამხედრო ტყვეებში გადაცვალოს, ხოლო თუ ეს ვერ მოხდება, უკეთესი იქნება, ეს მღვდლები “სარდაფებში ისხნენ” და არა ეკლესიებში და მტერს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას.

როგორც უკრაინული მედია Apostrophe წერს, უკრაინული როკ-ჯგუფი “ჰეითსფიჩი” 2022 წლის აპრილში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჯგუფის შემოქმედება თავისი თემატიკით რუსულ აგრესიაზე რეაქციაა. ჯგუფი სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე არაერთხელ დაუბლოკავთ.

აღსანიშნავია, რომ რომ უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს. მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა შემცირდა და მათი სამრევლოს ნაწილი უკრაინის დამოუკიდებელ, ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიაში გადავიდა. ასევე ომის მიმდინარეობისას გამოვლენილა შემთხვევები, როცა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ძალებს ეხმარებოდნენ და ავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ და ანტიუკრაინულ ლიტერატურას. უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაწყებული სხვადასხვა საგამოძიებო სამუშაოები მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კრემლის გავლენის შემცირებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ “ჰეიტსფიჩის” ვოკალისტის ვიდეო 24 ივლისს გავრცელდა, მანამდე 23 ივლისს კი რადაში დაგეგმილი იყო მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის კანონპროექტის მეორე მოსმენა, თუმცა საპარლამენტო ლიდერებმა კანონპროექტი მეორედ მოსმენაზე არ წარადგინეს და საპარლამენტო საქმიანობაში 4 კვირიანი შესვენება გამოაცხადეს.

მას შემდეგ რაც ომის ფონზე უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის გავლენების შემცირებაზე დაიწყო მუშაობა, უკრაინაში მართლმადიდებლობასთან ბრძოლის შესახებ არაერთი მანიპულაციურ და კონსპირაციული მტკიცებები ვრცელდება. ვრცლად გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალებს:

წყაროს შესახებ:

ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” 2022 წლის აპრილიდან გამოჩნდა. მისი პირველი პოსტი 2022 წლის 12 აპრილს იძებნება. ანგარიში, ძირითადად, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება, СПЖ, ZOV Бердянск, Ren.tv, Mediana


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist