როგორ გავრცელდა ყალბი ამბავი, თითქოს კამალა ჰარისი შობის აღნიშვნის წინააღმდეგია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1
VIEWS

Usatoday-ის თანახმად, შობის შესახებ აშშ-ს არჩეული ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის გაყალბებული ციტატა ფეისბუკში რამდენიმე მომხარებელმა გამოაქვეყნა. მათი თქმით, კამალა ჰარისი შობის დღესასწაულის ფედერალურ დონეზე ოფიციალურად აღნიშვნას ეწინააღმდეგებოდა და ის დიდ შეცდომად მიაჩნდა.

კამალა ჰარისის ყალბი ციტატა

გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, კამალა ჰარისს შობასთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას მიაერდნენ:

 “რატომ აყენებენ შობას ჰანუკასა (ებრაული დღესასწაული) და კვანზაზე(აფრო-ამერიკული დღესასწაული)  წინ? ეს არის ხანგრძლივი, სამწუხარო შეცდომა, რომ ქრისტიანებს დღესასწაულში უპირატესობა მივანიჭოთ, რაც სხვებისთვის ძალისმიერად არის  თავსმოხვეული. ეს ქრისტიანი ერი არ არის”

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მსგავსი პოსტების  ავტორები კამალა ჰარისს “სამარცხვინოს” უწოდებდნენ.

ციტატა სატირული ვებ-გვერდის სტატიიდან

სინამდვილეში, აღნიშნული ცოტატა სატირული ვებ-გვერდის “America’s Last Line of Defense” (“ამერიკის თავდაცვის უკანასკნელი ხაზი”) სტატიიდან არის. 21 ნოემბერს ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “კამალა: ”შობა ფედერალური დღესასწაული არ უნდა იყოს”, რომელიც ზუსტად იმ ციტატას შეიცავდა, რასაც ფეისბუკში სხვადასხვა მომხმარებლები აზიარებდნენ.  სტატია ასევე ამტკიცებდა, თითქოს კამალა ჰარისის აზრით, შობის აღნიშვნა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის შეურაცხყოფა იყო და თავად კამალას სატანასთან აკავშირებდა.

სატირული ვებ-გვერდის შესახებ

America’s Last Line of Defense (ამერიკის თავდაცვის უკანასკნელი ხაზი) სატირული გამოცემაა და საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის  თანახმად, გამოგონილ სტატიებს აქვეყნებს.

America’s Last Line of Defense-ის “შესახებ” სექციაში ვკითხულობთ: “ამ ვებ-გვერდზე ყველაფერი  გამოგონილია. ის არ არის ტყუილი და  ყალბი ამბავი, რადგან არ არის რეალური. თუ ფიქრობ, რომ ეს რეალურია, თავი უნდა გაისინჯო.  ნებისმიერი დამთხვევა ამ საიტის წმინდა წყლის  ფანტაზიასა და რეალურ ადამიანებს, ადგილებსა და მოვლენებს შორის მხოლოდ შემთხვევითობაა”

ჰარისი საკუთარ თავს ბაპტისტად მიიჩნევს და როგორც შობას, ასევე ჰანუკას აღნიშნავს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეისბუკ პოსტები  ჰარისს ქრისტიანობის საწინააღმდეგო ციტატას მცდარად მიაწერენ.  ოქტომბერში, ზოგიერთი პოსტი უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, თითქოს მან ეკლესიას “პროპაგანდის ცენტრი” უწოდა.

კამალა ჰარისის მამა- ქრისტიანი, დედა კი ინდუისტი იყო. ჰარისი ღვთისმსახურებას როგორც შავ ბაპტისურ ეკლესიაში, ასევე, ინდუისტურ ტაძარში  ესწრებოდა. მისი მეუღლე, დაგ ემჰოფი კი ებრაელია.

შესაბამისად, ჰარისი აღნიშნავს როგორც შობას, ასევე ჰანუკას. . 1-ელ დეკმბერს ჰარისმა და მისმა მეუღლემ ტვიტერში ჰანუკას მისალოცად ვიდეო გამოაქვეყნეს. ემჰოფის თქმით, ჰანუკა “ ჩვენი დიდი და თანამედროვე ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია”

ჰარისსს სოციალურ ქსელში შობის შესახებაც დაუპოსტავს. 2019 წელს მან ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი მეუღლესთან ერთად, სადაც ეწერა, რომ “ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანეთან დროის გატარებაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს.”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist