როგორ გახდა ტრამპის “აბრაამის შეთანხმება” კონსპირაციის წყარო და Რა არის Temple Coins?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.2k
VIEWS

14 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, მასში იუდეველების მიერ არაებრაელი ერების სრულად დამონების და მოსპობის გეგმაა მოცემული. პოსტს თან ერთვის “ტაძრის მონეტის” ფოტო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, კაბალისტი იუდაისტების იგივე სატანის სინაგოგის მიერაა გამოცემული და არაბულ სამყაროსთან დადებულ გარიგებას მიეძღვნა.

ბოლო ჟამის ქრისტიანები მონეტაზე გამოსახულ სიმბოლოებს შემდეგნაირად განმარტავენ, მახვილი – კაცობრიობის წინააღმდეგ აღმართული დიდი მახვილია, მახვილის ტარზე მოთავსებულია ანტიქრისტეს გვირგვინი იგივე კაბალისტური კეტერი, კორონა; ხოლო მონეტაზე –  კომპიუტერის სქემა (ხელოვნური ინტელექტი, სამედიცინო “გარღვევები”) ელექტროსადგურები, ფიჭური ანტენები (5G და 6G); პულსირებული გული, სატელიტური თეფში, შპრიცები: დეენემის შემცვლელი მატრიცული რიბონუკლეინის მჟავის, ნანოტექნოლოგიური ვაქცინები; ნანონაწილაკები, სხვადასხვა ვირუსები და ბაქტერიები, პალმის ხე (გარიგება არაბულ სამყაროსთან), ერთიანი კრიპტოვალუტა და ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი – პენტაგრამა დაცემული ქერუბიმის – ლუციფერის სიმბოლოა გამოსახული.

“ბოლო ჟამის ქრისტიანემა” იდენტური პოსტი 2020 წლის 22 დეკემბერსაც გამოაქვეყნეს.

ორივე პოსტს თან ერთვის temple-coins.com-ის ბმული, სადაც მონეტის ფოტო და მოკლე ისტორიაა მოცემული.

;;
“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებული პოსტი დეზინფორმაციულია. რეალურად მონეტა არა სატანის სინაგოგის, არამედ Temple Coins-ის მიერაა გამოცემული და ე.წ “აბრაამის შეთანხმების” ხელმოწერას ეძღვნება.  “აბრაამის შეთანხმება” ახლო აღმოსავლეთში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებაა და ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ახდენს. მონეტაზე არა სატანისტური სიმბოლოები, არამედ წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვებით შთაგონებული მახვილია გამოსახული.

რეალურად, მონეტა 2020 წლის 15 სექტემბერს  “აბრაამის შეთანხმების” ხელმოწერას ეძღვნება.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს “აბრაამის შეთანხმების” ხელმოწერას უმასპინძლა. “აბრაამის შეთანხმება” ახლო აღმოსავლეთში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებაა, რომელიც ისრაელთან არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის ურთიერთობების ნორმალიზებას ახდენს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი ეგვიპტეს და იორდანიას შეუერთდნენ, ისრაელის სახელმწიფო ცნეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

ამ ისტორიული შემთხვევის აღსანიშნავად, Temple Coins– მა  სამახსოვრო მონეტები შექმნა და შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა. მონეტის ავტორი ნუმიზმატიკური ხელოვნების ოსტატი აარონ შევოა. მონეტაზე გამოსახული ყველა სიმბოლოს განმარტება Temple Coins-ის ვებ-გვერდზევეა მოცემული.
;
მედლის წინა მხარეს  ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშები და იერუსალიმის და აბუ დაბის სილუეტებია გამოსახული. მედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სიტყვები „აბრაამის შეთანხმება“, არაბულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ქვედა შუა ნაწილში გამოსახულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბეჭედი – არწივი, რომელსაც ზეთისხილის ტოტი და ისრები უჭირავს.

ვებ-გვერდზე განთავსებული განმარტების მიხედვით, აბრაამი სამივე დიდ მონოთეისტურ რელიგიაშია მოხსენიებული –  ქრისტიანობაში ის არის ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც მოიხსენიება როგორც “აბრაამი”, ისლამში როგორც “იბრაჰიმი”, ხოლო იუდაიზმში როგორც “ავრაჰამი” და სწორედ ამიტომ არის გამოყენებული მისი სახელი, როგორც პოტენციალი ამ სამივე დიდი სარწმუნოების ერთიანობისა.

;
მედლის უკანა მხარეს გამოსახულია მახვილი, რომელიც წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვებითაა შთაგონებული:

 ”ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.” (ესაია 2:4).

სწორედ ამიტომ ხმალი თანდათანობით მშვიდობის, კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური წინსვლის სიმბოლოებად ტრანსფორმირდება, როგორებიცაა მტრედი ზეთისხილის რტოთი, WI-FI-ს სიმბოლო, შპრიცი და ა.შ.

მედლის უკანა მხარეს ასევე  მოყვანილია ნაწყვეტი ყურანიდან – “და თუ მშვიდობისკენ გადაიხრებიან, მაშ, მისკენ გადაიხარე შენც” (სურა VIII, 61) – და სიტყვები – “მტკიცე მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილზე” (იერემია, 14:13)

მახვილის ქვედა მარცხენა მხარეს მოცემულია დონალდ ჯონ ტრამპის ხელმოწერა, რომლიც “აბრაამის შეთანხმების” ინიციატორია.  ამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების რეალობად ქცევაში შეტანილი წვლილისთვის ტრამპი 2021 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგშია ნომინირებული.

Რა არის Temple Coins?

Temple Coins არის ვებ-გვერდი, რომელზეც  ანტიკური და თანამედროვე მონეტების შეძენაა შესაძლებლი. მათი კოლექცია მოიცავს მონეტებს ბიბლიური დროიდან დღემდე, რომლებიც მსოფლიო მშვიდობაში, კულტურაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში ისრაელის გამორჩეულ მიღწევებს აღნიშნავს. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა მონეტა ისრაელშია შექმნილი და თითოეული მათგანის შეძენისას, მონეტის საფასურის გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.

;
ვებ-გვერდზე “აბრაამის შეთანხმების” მონეტის მსგავსად უამრავი მონეტა გვხვდება, რომელიც ისრაელისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან ისტორიულ პროცესს ეძღვნება, მაგალითად, ოპერაცია ენტებესადმი მიძღვნილი მონეტა, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის თავსისადმი მიძღვნილი მონეტა, რომელზეც დონალდ ტრამპიცაა გამოსახული, რადგან მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო და ა.შ.


ბოლო ჟამის ქრისტიანების პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.


თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist