​​​​​​​როგორ გახდა ლუდმილა ფილიპოვა ოდესიდან ნოდარ მელაძის სკოლის “ყალბი დამრიგებელი”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

60
VIEWS

15 აპრილს ფეისბუქ-გვერდმა ნოდარ მეზღაპრე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელზეც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და შუა ხნის ქალი არიან გამოსახული, ფოტოზე გაკეთებულია წარწერა: “ნოდარ მელაძის დამრიგებელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის”. ფოტოსთვის დართული ტექსტი პირველ პირშია დაწერილი და მასში “ნოდარ მელაძის დამრიგებელი” იხსენებს, რომ ნოდარი საყვარელი ბიჭუნა იყო და მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ის დაუნდობელი, ხოლო თუ მისი აღზრდისას რამე შეცდომა დაუშვა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

პოსტში მელაძის მასწავლებლის სახელი ნახსენები არ არის, არც ის წერია, თუ სად და როდის გააკეთა მან ეს განცხადება.

19 აპრილის მდგომარეობით, პოსტს 875 რეაქცია და 88 გაზიარება აქვს, კომენტარების ველში კი უმეტესად ნოდარ მელაძის მისამართით აგრესიული გზავნილები იკვეთება.

;

ფეისბუქ-გვერდ “ნოდარ მეზღაპრის” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახული ადამიანი არა ნოდარ მელაძის დამრიგებელი, არამედ უკრაინაში, ოდესის რეგიონში მცხოვრები მასწავლებელი ლუდმილა ფილიპოვაა. რაც შეეხება ციტატას, მისი ნამდვილობა მტკიცებულებების გარეშეა, ამგვარი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. 

“ნოდარ მეზღაპრის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ნოდარ მელაძის მასწავლებლის სახელი, რომელიც, გვერდის მტკიცებით, საზოგადოებას ბოდიშს უხდის, არ ახლავს. პოსტში არც ისაა აღნიშნული, თუ სად და როდის გააკეთა მელაძის მასწავლებელმა აღნიშნული განცხადება.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ის მე-2 ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, მისი დამრიგებელი კი ლუიზა ხარატიშვილი იყო, მელაძემ მისი ფოტოსურათიც გამოგვიგზავნა, გვერდ “ნოდარ მეზღაპრის” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კი სხვა ადამიანია გამოსახული.

;

გვერდის მიერ გამოქვეყნებული ციტატა ღია წყაროებით, არც რომელიმე მედიასაშუალების ვებ-გვერდზე და არც ფეისბუქზე არ იძებნება.

  • ვინ არის რეალურად ფოტოზე, რომელსაც “ნოდარ მეზღაპრე” ავრცელებს?

“ნოდარ მეზღაპრის” მიხედვით, გავრცელებულ პოსტს თან ნოდარ მელაძის დაწყებითი კლასების დამრიგებლის ფოტო ერთვის. რეალურად, ფოტო ინტერნეტში პირველად 2015 წელს გავრცელდა და იგი რუსული სოციალური ქსელი “ვკონაქტეს” მომხმარებელმა ლუდმილა რეზნიჩენკომ გამოქვეყნა, ფოტოზე ლუდმილა ფილიპოვაა გამოსახული.

;

ფოტო ერთიანდება ალბომში “ჩემი სამსახური.” სოციალურ ქსელ ფეისბუქში ერთი და იგივე ლუდმილა რეზნიჩენკოს ორი ანგარიში არსებობს, ერთ-ერთი მათგანიდან ვიგებთ, რომ ის უკრაინის ოდესის რეგიონის ბელგოროდ-დნეცროვსკის ადმინისტრაციული მხარის სოფელ შაბოს პირველ სკოლაში ასწავლის. ალბომის შინაარსიდან გამომდინარე, ფოტოზე ასახული ლუდმილა ფილიპოვაც სკოლის პერსონალს უნდა მიეკუთვნებოდეს, თუმცა ნოდარ მელაძეს სოფელ შაბოში არასდროს არ უსწავლია.

ლუდმილა რეზნიჩენკოს საკუთარ პროფილზე ლუდმილა ფილიპოვას კიდევ ერთი 2015 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

;

ლუდმილა ფილიპოვას ფოტოები “ვკონტაქტეს” კიდევ ერთ ანგარიშზე გვხვდება. ანგარიშის მფლობელი კიდევ ერთი ლუდმილა ფილიპოვაა, სავარაუდოდ, ის საქართველოში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული ფილიპოვას ახლო ნათესავია, ვინაიდან უფროსი ლუდმილა ფილიპოვასა და მცირეწლოვანი ბავშვის ფოტოზე შემდეგ კომენტარს ურთავს: “ჩემი ოჯახი.”

; ;

;
უფროს ლუდმილა ფილიპოვას საკუთარი “ვკონტაქტეს” და ფეისბუქ ანგარიშებიც აქვს.

;;

თუმცა ჯამში სულ 2 სხვადასხვა ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ფეისბუქზე ლუდმილას სულ 18 მეგობარი ჰყავს, მათგან ერთ-ერთი უკვე ნახსენები ლუდმილა რეზნიჩენკოა, მეორე კი უმცროსი ლუდმილა ფილიპოვა.

ნოდარ მეზღაპრის შესახებ

ფეისბუქ-გვერდი “ნოდარ მეზღაპრე” 9 მარტს ტელეკომპანია პირველის ეთერში ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ შეიქმნა და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
ახლადშექმნილი ფეისბუკ გვერდები და ძველი ტროლები ბერას დასაცავად და ჟურნალისტების წინააღმდეგ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist