როგორ გახდა “დასაკეცი შპრიცი”  “დაჩიპვის” შესახებ კონპირაციის წყარო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

161
VIEWS

განახლება: “მითების დეტექტორის” მიერ ფეისბუკზე მასალის მონიშვნის შემდეგ, Palitravideo.ge-მ თავდაპირველი ვერსია ჩაასწორა და დამატებით მკითხველს დასაკეცი შპრიცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


2021 წლის 8 თებერვალს Palitravideo.ge-მ აშშ-ში კოვიდ-19-ის წინაღმდეგ ჩატარებული ვაქცინაციის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი ფეიბუკ მომხმარებლის “უბატონოს” პოსტს ეყრდნობოდა და შემდგნაირად იყო დასათაურებული:  “მარ­თლა და­ჩიპ­ვაა, ნემ­სი რი­თაც ჩა­არ­ჭო, შიგ კუნთში და­ტო­ვა” – ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა “ფეისბუქ ლაივში” გაიკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა”.  მასალაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ფეისბუკ მომხმარებელმა ვაქცინა ფეისბუკში პირდაპირი ჩართვისას გაიკეთა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მასალას თანდართული აქვს ვიდეოც, რომელიც ფეისბუკ მომხმარებლის “ლაივის” ერთ-ერთი მონაკვეთის  დამონტაჟებული ვერსიაა და palitravideo-ს მიერ მასზე ფეისბუკ მომხმარებლების მხოლოდ ანტივაქსერული კომენტარებია დატანილი, რომლებიც ვაქცინის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ვაქცინაციისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ და სხვადასხვა კონსპირაციებს ახმოვანებენ. ვიდეოზე დატანილი ერთ-ერთი კომენტარი წამლის შეყვანის შემდეგ ნემსის გაქრობას დაჩიპვასთან აკავშირებს. სწორედ ეს კომენტარია მასალის სათაურად შერჩეული, რითაც რედაქცია ანტივაქსერული კონსპირაციის ტირაჟირებას უწყობს ხელს.

;

იდენტური მასალა ქლიქბეიტ საიტმა sport365.ge-მაც გამოაქვეყნა. მართალია, palitravideo-სგან განსხვავებით, მასალას ავთენტური ვიდეო ერთვის, მაგრამ სათაური აქაც კონსპირაციულია და ვაქცინაციის მეშვეობით ჩიპიზაციის კონსპირაციის დამკვიდრებას უწყობს ხელს (სათაური: “მარ­თლა და­ჩიპ­ვაა, ნემ­სი რი­თაც ჩა­არ­ჭო, შიგ კუნთში და­ტო­ვა” – აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა “ფეისბუქ ლაივში” გაიკეთა (ვიდეო)”.

ფეისბუკ მომხმარებლის “უბა­ტო­ნოს” ვაქცინაციის ვიდეომ, სადაც ჩანს როგორ იკეთებს ვაქცინას შპრიცით, რომლის ნემსიც წამლის შეშვების შემდეგ უჩინარდება, ზოგიერთი მომხარებლის დაბნეულობა გამოიწვია და ამ ფაქტს დაჩიპვასთანაც აკავშირებდნენ.

;

 ქართველი ფეისბუკ მომხმარებლის მიერ აშშ-ში ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ Palitravideo-ს მასალა მანიპულაციურია. დამონტაჟებულ ვიდეოში მხოლოდ ანტივაქსერული კომენტარებია გამოტანილი და ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც ვაცინაციას დაჩიპვასთან აკავშირებს სათაურად არის შერჩეული. 

ვაქცინაციის კადრების,  სადაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ მხოლოდ შპრიცი ჩანს და ნემსი არა დაჩიპვასთად დაკავშირება, კონსპირაციაა.  სინამდვილეში, 1.კადრები ე.წ უსაფრთხო შპრიცის ერთ-ერთ სახეობის დასაკეცი შპრიცის  გამოყენებას ასახავს. 2. აშშ-ში  კოვიდ-19-ი ვაქცინაციისათვის დასაკეცი შპრიცი გამოიყენება. 3.უსაფრთხო შპრიცები ახალი გამოგონება არ არის, ის მსოფლიოს მასშტაბით წლებია გამოიყენება, უფრო მეტიც, აშშ და ევროკავშირი  რეკომენდაციას სწორედ ასეთი შპრიცების გამოყენებას უწევენ და ის ყველასათვის ხელმისაწვდომია.

1.კადრები, რომელშიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ მხოლოდ შპრიცი ჩანს და ნემსი არა, ე.წ უსაფრთხო შპრიცის ერთ-ერთ სახეობის დასაკეცი შპრიცის  გამოყენებას ასახავს.

ვიდეოში სამედიცინო პერსონალი უსაფრთხო შპრიცის ერთ-ერთ სახეობას დასაკეც შპრიცს(Retractable syringe)  იყენებს. აღნიშნული შპრიცის გამოყენების შემდეგ მისი ნემსი მოწყობილობის კორპუსში ბრუნდება.

;
წყარო: www.medonthego.com; www.ciamedical.com

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/VyDY-mA-pJM.jpg?itok=GjrV35vI”,”video_url”:”https://youtu.be/VyDY-mA-pJM?t=84 “,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

2. აშშ-ში  კოვიდ-19-ი ვაქცინაციისათვის დასაკეცი შპრიცი გამოიყენება.

აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტს სტრუქტურული ერთეულის BARDA-ს (Biomedical Advanced Research and Development Authority)  2020 წლის 10 ივნისს ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს უწყება კოვიდ-19-ის ვაქცინებისათვის დასაკეცი შპრიცების წარმოების გაზრდის პროცესში ჩაერთო. გამოქვეყნებული ფოტო და ვაქცინაციის ვიდეოში ნაჩვენები შპრიცები იდენტურია.

;

 3. უსაფრთხო შპრიცები ახალი გამოგონება არ არის, ის მსოფლიოს მასშტაბით წლებია გამოიყენება და სამედიცინო პერსონალს დაზიანებებისგან იცავს. უფრო მეტიც, აშშ და ევროკავშირი  რეკომენდაციას სწორედ ასეთი შპრიცების გამოყენებას უწევენ და მისი შეძენა ყველასათვის ხელმისაწვდომია

უსაფრთხო შპრიცები ახალი გამოგონება არ არის. Google-ის პატენტების საძიებო სისტემაში უსაფრთხო შპრიცის პატენტი ნომრით US6626863B1 არის დარეგისტრირებული. უსაფრთხო შპრიცის პატენტის მოსაპოვებლად 2000 წელს მიმართვა გაკეთდა, ხოლო ამ გამოგონებამ პატენტი 2003 წელს მიიღო.

უსაფრთხო შპრიცები, რომელთა საშუალებითაც სამედიცინო პერსონალს ნემსთან შეხება არ აქვს, პრევენციის მიზნით გამოიყენება. სამედიცინო პერსონალისათვის შპრიცისაგან მიღებული დაზიანება შესაძლოა ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავდეს და სისხლით გადამდები დაავადების გამოწვევის მიზეზი გახდეს, როგორიცაა C და B ჰეპატიტი ან შიდსი.

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 385 000 ადამიანი სამედიცინო პერსონალიდან შპრიცისაგან დაზიანებას იღებს, ევროკავშირის მასშტაბით კი 2018 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 1 მილიონს აღწევს. ზიანის შესამცირებლად საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA)  რეკომენდაცია უსაფრთხო შპრიცების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას უწევს. ევროკავშირის 2013 წლის დირექტივა 2010/32/EU  ასევე უწევს რეკომენდაციას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით უსაფრთხო შპრიცების გამოყენებას.   ხოლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წელს უსაფრთხო შპრიცების მოხმარების შესახებ გაიდლაინი გამოაქვეყნა.

დასაკეცი შპრიცების ონლაინ შეძენა ყველასათვის ხელმისაწვდომია, მისი ყიდვა  Alibaba-ზეც არის შესაძლებელი

;

უსაფრთხო ნემსები და კონსპირაციის თეორიები

კოვიდ-19-ის ვაქციინაციის ფარგლებში უსაფრთხო  ნემსების გამოყენება კონსპირაციის წყარო ადრეც გამხდარა. საქართველოსა და ბრიტანეთში დასაკეცი ნემსებით ვაქცინაციის ვიდეობის შესახებ ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საზოგადოების მოსატყუებლად “ყალბ შპრიცებს” იყენებენ და სიანმდვილეშ ვაქცინა არ არსებობს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist