როგორ ეხმარებოდნენ უკრაინელები საქართველოს აფხაზეთის ომში და რა ამოძრავებდა რუსეთის იმპერიას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.7k
VIEWS

2021 წლის 25 იანვარს, ახლადშექმნილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მახარაძემ, ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა,“ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო არ უნდა აქტიურობდეს, ვინაიდან, გეოპოლიტიკური კუთხით, ეს ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება. მახარაძის მტკიცებით, ის ფაქტი რომ აფხაზეთის ომის პერიოდში უკრაინა საქართველოს ეხმარებოდა არარელევანტურია, ვინაიდან დახმარება საკმაოდ ლიმიტირებული იყო, ასევე, ანალოგიურად რუსული ჯარებიც დახმარებია საქართველოს თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში.

ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „არის ასეთი არგუმენტი, რომ აფხაზეთის ომში ჩვენ უკრაინა დაგვეხმარა, ჩვენც უნდა დავეხმაროთ. ჯერ ერთი, უკრაინის დახმარება იყო საკმაოდ ლიმიტირებული. რუსეთის ჯარმა ქართველებთან ერთად ასე დაიბრუნეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიები თურქეთისგან, იყო ასეთი ისტორიული მომენტიც, გაგიკვირდებათ! სადამდე შეიძლება ჩახვიდე და გაიხსენო ასეთი რაღაცეები.“

Screenshot 3 6 როგორ ეხმარებოდნენ უკრაინელები საქართველოს აფხაზეთის ომში და რა ამოძრავებდა რუსეთის იმპერიას?
25 იანვარს, ზურაბ მახარაძის ციტატა უცვლელი ფორმით, ალტ-ინფოს გადაცემის სრულ ვერსიასთან ერთად ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისმაც”
გამოაქვეყნა.

Screenshot 2 7 როგორ ეხმარებოდნენ უკრაინელები საქართველოს აფხაზეთის ომში და რა ამოძრავებდა რუსეთის იმპერიას?

ზურაბ მახარაძის მტკიცება მანიპულაციურია. 1992-1993 წლებში უკრაინელი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მოხალისეობრივად იბრძოდნენ. რუსეთის ჯარების დახმარებით, 1877-1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, აჭარა საქართველოს ნამდვილად დაუბრუნდა, თუმცა ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შესაბამისად რუსული დახმარება რეგიონში იმპერიის გავლენის ინტერესებით აიხსნება.

უკრაინელი ჯარისკაცების მონაწილეობა აფხაზეთის ომში

აფხაზეთის ომის პერიოდში, 1992-93 წლებში, საქართველოს მხარეს ჯამში 300-მდე უკრაინელი მოხალისე მონაწილეობდა. ვინდაიდან იმ პერიოდში უკაინაში ჯარისკაცებს ქვეყნის საზღვრის გარეთ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებოდათ, საქართველოს ტერიტორიაზე მათი განთავსება უკრაინული ნაციონალური ასამბლეისა და უკრაინის ნაციონალური თავდაცვის – იმავე “უნა-უნსოს” საშუალებით ხდებოდა. ჯარისკაცების უმეტესობა მაიორი ოლეგ ბაბროვიჩის ბატალიონში იყო თავმოყრილი, რომელიც სოხუმის დაცვისათვის იბრძოდა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, “უნა-უნსოს” მეთაურმა, იური შუხევიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა.

შუხევიჩმა ასევე ისაუბრა იმ ძირითად მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა უკრაინულმა მხარემ ჩაბმულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ბრძოლაში:

იური შუხევიჩი, „უნო-უნსოს“ ხელმძღვანელი: „ჩვენი მთავარი მიზანი იყო, დაგვემტკიცებინა საქართველოში, ისევე როგორც შემდეგ ჩეჩნეთში, რომ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ხალხის თავისუფლებას, რომელიც რუსეთის უღლიდან გათავისუფლებას ცდილობს. და მეორე: გვეჩვენებინა რუსეთისთვის, რომ თუკი ის ცხვირს შემოყოფდა უკრაინაში, იქ მოიძებნებოდნენ ძალები, კოლაბორანტების და მათი აგენტურის გარდა, რომლებიც მას წინააღმდეგობას, სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.“

რუსული არმიის როლი აჭარის დაბრუნებაში

აჭარის საქართველოსთან მიერთების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალებში ვკითხულობთ, რომ რუსეთ-თურქეთის ომმა ნამდვილად გადამწვეტი როლი ითამაშა აჭარის დაბრუნებაში, ვინაიდან მან საქართველოს მოსახლეობაში აჭარის დაბრუნების განსაკუთრებული იმედი გააჩინა. მასალები განმარტავს, რომ ქართველი მოსახლეობა XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე აქტიურად განიხილავდა აჭარის დაბრუნების საკითხს, რაც ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას განაპირობებდა.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, ზღვისპირეთის (ე.წ. რიონის მხარე) ფრონტზე საბრძოლველად რუსეთის მეფის ბრძანებით  51 000 კაციანი არმია ნამდვილად დაკომპლექტდა, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ოკლობჟიო ხელმძღვანელობდა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე საქართველოში უკვე შედმგარი იყო ე.წ. სახალხო ლაშქარი, რომელიც 38 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქისგან შედგებოდა. სწორედ ამ არმიაში შედიოდა ქართველების მიერ დაკომპლექტებული ე.წ „ქობულეთის რაზმი,“ რომელმაც ბათუმის დაბრუნებაში გადამაწყვეტი როლი ითამაშა. პარალელურ რეჟიმში მზადდებოდა აჯანყება ქობულეთში, რომლის დროსაც აჭარელი ქართველები ხელისუფლების დამხობას და საქართველოსთან შეერთებას გეგმავდნენ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსული ჯარების დახმარების ფონზე, აჭარის დაბრუნებაში ქართველი ჯარისკაცების როლი მნიშვნელოვანი იყო.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საქართველო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შესაბამისად, რუსეთი საკუთარი იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რათა მეზობელი იმპერიის საზღვრებთან თავისი გავლენა და პოზიციები გაეძლებინა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist