როგორ ებრძოდნენ ლიბერალებს სხვადასხვა დროში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Capture_4
116
VIEWS

ლიბერალიზმის წინააღმდეგ შეტევა ერთი მხრივ ღიად პრო-რუსული, მეორე მხრივ კი ეთნონაციონალისტური ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში განაკუთრებით გაძლიერდა და რიგ შემთხვევებში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც კი იქცა. ამის მაგალითია საარჩევნო ბლოკის  “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის წინასაარჩევნო კლიპი, რომელშიც ის პროპაგანდის მცდარი დილემის ტექნიკას იყენებს და ლიბერალიზმის ეროვნული ღირებულებების საფრთხედ წარმოაჩენს. 

ღიად პრო-რუსული გამოცემა Politicano კი, რომელიც მეტწილად საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებით არის დაკავებული, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ბოლშევიკური პარტიის გაზეთ Правда-ს 1936 წლის სტატიის სათაურს  “ჩამპალი ლიბერალები – მტრების თანამრახველები” აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სათაური დღესაც აქტუალურია.

politicano.JPG

Правда-ს აღნიშნული სტატია 1936 წელს არის გამოქვეყნებული, რომელიც საბჭოთა კავშირში დიდი წმენდის დაწყების წელია, რაც კომუნისტური პარტიის წევრების, ასევე საზოგადოების ყველა ფენის ფიზიკურ და პოლიტიკურ განადგურებას გულისხმობდა. კონკრეტულად სტატია კი  ერთდროულად “ლიბერალობისა” და “ფაშიზმის აგენტობის” ბრალდებით 16 პირის დახვრეტას ეხება. ტერმინი “ლიბერალი” როგორც “ქვეყნის გამყიდველის” და “ხალხის მტრის” სინონიმი საბჭოთა პრესაში სწორედ იმ პირების აღსანიშნად გამოიყენებოდა, რომელთა თავიდან მოშორებასაც სტალინი გადაწყვეტდა.

პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული Правда-ს სტატია კამენევის, ზინოვიევის და სხვა პირების სასამართლო პროცესსა და მათ დახვრეტას ეხება, რომლებსაც საბჭოთა გაზეთი “ფაშიზმის აგენტებს” და “ნაძირალა ბანდიტებს” უწოდებს და მათ “ტროცკისტთა დაჯგუფების” წევრებად მოიხსენიებს. Правда ლიბერალობას ფაშიზმთან აკავშირებს და მკითხველს ლიბერალების გამოვლენას “სტალინური მეთოდებით” მოუწოდებს.

Правда: “სამწუხაროდ ჩვენს პარტიაში კიდევ არა ერთი დამპალი ლიბერალია, უქნარა მეოცნებეები… იქ, სადაც ორგანიზაციების ხელმძღვანელები სტალინური სიფხიზლის მქონე კომუნისტები არიან, იქ ქრება მტრული დანაშაულებრივი ქმედებების ნაყოფი… ხოლო პირიქით, სადაც ხელმძღვანელი ლიბერალი, шляпа-ა, იქ ფაშისტი აგენტების შავი ძალა მოქმედებს…დამპალი ლიბერალები სტალინური მეთოდებით უნდა გამოვავლინოთ. უნდა გამოვააშკარავოთ ყველა ვისაც გაუბლაგვდა რევოლუციური ყნოსვა და აკლია ბოლშევიკური სიფხიზლე.”

501438_original_1.png

როგორც Правда-ს მაგალითიდან ჩანს, საბჭოთა პერიოდში დისიდენტების, ხელოვანებისა და სხვა “ხალხის მტრების” შესახებ საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად პრესა აქტიურად გამოიყენებოდა. ამის კიდევ ერთი მაგალითია საბჭოთა პრესის ბრძოლა ცნობილ პოეტის, იოსიფ ბროდსკის წინააღმდეგ.

1963 წლის 28 ნოემბრის ნომერში გაზეთ Вечерний Ленинград გამოქვეყნდა სტატია “თითქმის ლიტერატურული უქნარა”  იოსიფ ბროდსკის შესახებ, რომელშიც ბროდსკის პოეზია პორნოგრაფიად, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებად და ღალატად არის შეფასებული. 1964 წლის 13 მარტს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბროდკის საქმიანობა და შემოქმედება საბჭოთა საზოგადოების განვითარებისთვის არასერიოზული იყო და მას არხანგელსკის რეგიონში 18 თვით მძიმე სამუშაოების შესრულება დაევალა. ამის შესახებ კვლავ Вечерний Ленинград სტატიაში “პარაზიტი ბროდსკის სასამართლო” გადაწყვეტილების მიმართ აღტაცებას ვერ მალავდა და ბროდსკის ბიოგრაფიას ირონიულად აღწერდა.

71598.jpg

_brodsky01.jpg

კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ საბჭოთა პრესის მობილიზება ბორის პასტერნაკის წინააღმდეგ. პასტერნაკისთვის ნობელის პრემიის მინიჭიების შემდეგ, 1958 წლის 25 ოქტომბერს Литератуная Газета სტატიაში “საერთაშორისო რეაქციის პროვოკაციული თავდასხმა” წერდა, რომ პასტერნაკმა “ანტისაბჭოთა პროპაგანდის ჟანგიან კაუჭზე სატყუარას როლი მოირგო, რასაც დასავლეთი ახორციელებს”. ხოლო მოსკოვის რადიომ კომენტარი გააკეთა, რომ “ისეთი საშუალო ხარისხის შემოქმედები გამო, როგორიც “ექიმი ჟივაგოა” ნობელის პრემიის მინიჭიება პოლიტიკური აქტია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.”

ლიბერალებისა და პროგრესის მომხრეთა წინააღმდეგ შეტევის მაგალითები XIX-XX საუკუნის საქართველოდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ. პროგრესულ ახალგაზრდებსა და “მამებს” შორის ქართული ენის რეფორმირების საკითხის გარშემო დებატები ისტორიაში “მამებისა და შვილთა ბრძოლის” სახელით არ შესული, რომლის პროცესშიც ტერმინი “ლიბერალი” აქაც სალანძღავ სიტყვად გვევლინება.

გრიგოლ ორბელიანის  “პასუხი შვილთა” ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიმართ, 1872.

“კოღო, ბუზებო, ლიბერალებო,
ჭკუით გლახებო, პატრიოტებო
გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო,
კატის კნუტებო, სიდგანა კნავით?

ვირი წავიდა ვირი მოვიდა,
კაცად ვერ იქცა თვით ქების მადლით
გოგრა ცარიელ ჯიბე ცარიელ
ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი,

თქვე ჯაგლაგებო, ჟურნალისტებო!
არც რუს ფრანგები, არც ინგლისლები,
არც ქართველები, მაშ ვინა ჰყრიხართ?
თქვე ქაჩუებო ჭიანველებო

კოღო ბუზები, ლიბერალები,
ცრუ პოეტები, პატრიოტები,
აკაკიები, ბაკაკიები,
რიონელები, გოგიტელები”

 

რა არის ლიბერალიზმი?

მერიამ-ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით, ლიბერალიზმი არის პოლიტიკის ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება პროგრესის, ადამიანის ბუნების სიკეთისა და პიროვნების ავტონომიის რწმენას. ინდივიდი და ინდივიდის თავისუფლება ამ იდეოლოგიისთვის ცენტრალური პრობლემაა. მე-20 საუკუნის ბოლოდან ევროპასა და აშშ-ში ლიბერალებს შორის სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს. აშშ-ში ლიბერალიზმი ასოცირდება კეთილდღეობის სახელმწიფო პოლიტიკასთან, როდესაც ევროპაში ლიბერალიზმი უფრო მეტად გაიგივებულია შეზღუდულ სახელმწიფოსთან და ჩაურეველი ეკონომიკის პრინციპებთან. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist