როგორ დაამონტაჟა “ვაი ბიძიკომ” სააკაშვილის სიტყვები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31
VIEWS

4 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა ,,ვაი ბიძიკო” გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით ,,როგორ მოიხსენიებს ქართველ ერს მიხეილ სააკაშვილი”. ვიდეოს პირველ ნაწილში კადრს TV პირველის ლოგო ადევს და ჩანს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვიდეო ჩართვისას ამბობს: ,,დაივიწყეთ სააკაშვილის სახელი და გვარი… თქვენ ხართ არახალხი, თქვენ ხართ არაქართველები, არაადამიანები”. შემდეგ კადრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არაფორმალურ გარემოში რუსულად საუბრობს  და ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები: ,,პირველ რიგში, ქართველებისგან განსხვავებით, არ ვიცი არც სიმღერა და არც ცეკვა, განსაკუთრებით კი არ ვიცი სადღეგრძელოები ამიტომაც გადავწყვიტე გავხდე უკრაინელი”. ვიდეოს მესამე ნაწილში კი ჩანს ტაშის დაკვრის კადრი, რომელსაც ხშირად მიმებისა და გიფების შექმნისას სარკასტული კონტექსტისთვის იყენებენ.

ფეისბუკ გვერდ ,,ვაი ბიძიკოს” მიერ გაზიარებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ფრაზა კონტექსტის გარეშეა გამოყენებული. რეალურად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეპითეტები ,,არახალხი, არაქართველები და არაადამიანები” არა  ქართველი ხალხის მისამართით, არამედ ,,ივანიშვილის რეჟიმის”  მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატად გამოიყენა. ფეისბუკ გვერდი კი არჩევნების დღეს შეიქმნა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

სააკაშვლმა ,,არახალხი, არაქართველები და არაადამიანები” არა  ქართველი ხალხის მისამართით, არამედ ,,ივანიშვილის რეჟიმის”  მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატად გამოიყენა. 

ფეისბუკ გვერდ ,,ვაი ბიძიკოს” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს პირველი ნაწილში გამოყენებულია მონაკვეთი 3 ნომებერს TV პირველის გადაცემიდან ,,პირველი ხაზი”, სადაც მიხეილ სააკაშვილის ერთვებოდა. სააკაშვილი ამ ჩართვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი დაბრუნების მთავარი მოწინააღმდეგე ,,ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმია”, რომელიც ქართველ ხალხს ეუბნება, ,,რომ თქვენ ხართ არახალხი, თქვენ ხართ არაქართველები, არაადამიანები”.  მონტაჟის დროს “ვაი ბიძიკოს” ვერსიაში გამოტოვებულია სწორედ ის მონაკვეთი, რომელიც სააკაშვილის აღქმით ივანიშვილის ხალხისადმი დამოკიდებულებას ასახავს. საბოლოო ვერსიაში კი ჩნდება აღქმა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “არახალხს, არაქართველებს და არაადამიანებს” ქართველ ხალხს უწოდებს.

“ვაი ბიძიკოს” ვერსია TV პირველის პირდაპირი ეთერში გასული ვერსია
მიხეილ სააკაშვილი: ,,დაივიწყეთ სააკაშვილის სახელი და გვარი… თქვენ ხართ არახალხი, თქვენ ხართ არაქართველები, არაადამიანები” მიხეილ სააკაშვილი: ,,…რაც შეეხება იმას, რომ ჩემი სახელი ფიგურირებს, საერთოდ დაივიწყეთ
სააკაშვილის სახელი და გვარი, რა მნიშვნელობა აქვს ჩემი პიროვნების მიმართ ვინმეს დამოკიდებულებას,მე არ მიშვებს ქვეყანაში არა ვინმე ოპოზიციონერი, ქვეყანაში მე არ მიშვებს ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ანადგურებს ჩვენ ქვეყანას,
ჩვენ ერთობლივ ქვეყანას,გაანადგურა პრაქტიკულად, წაგვართვა ბოლო საშუალება და ბოლომდე გამოგვიცხადა, რომ თქვენ ხართ არახალხი, თქვენ ხართ არაქართველები, არაადამიანები, რომ თქვენ არაფერს არ იმსახურებთ და მოგპარათ 20% ხმების”.

გაზიარება სოციალურ ქსელში

,,ვაი ბიძიკოს”  მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, 5 ნოემბრის მოაცემებით,  400-მდე გაზიარება აქვს. მომხმარებელმა Salome Samushia-მ აღნიშნული პოსტი გააზიარა ჯგუფებში: 1.000.000 ქართველიპოზიტივისაქართველო. აღსანიშნავია, რომ ეს მომხმარებელი ,,ქართული ოცნების” წევრების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, გიორგი სონღულაშვილის და თავად ,,ქართული ოცნების” ოფიციალური გვერდების პოსტებს აზიარებს. ვიდეო ასევე ქართული ოცნების ღიად მხარდამჭერ ჯგუფებშიც გააზიარეს. მომხმარებელმა Nika Sanikidze-მ ,,ვაი ბიძიკოს” ვიდეო შემდეგ ჯგუფებში გააზიარა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე” ოცნების მხარდამჭერები.

svd 1 როგორ დაამონტაჟა “ვაი ბიძიკომ” სააკაშვილის სიტყვები? bds როგორ დაამონტაჟა “ვაი ბიძიკომ” სააკაშვილის სიტყვები?

გვერდის შესახებ

გვერდი ,,ვაი ბიძიკო” ფეისბუკზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს 2020 წლის  31 ოქტომბერს შეიქმნა და მას ამ დრომდე 650-მდე მოწონება აქვს და თითქმის ამდენივე გამომწერი ჰყავს. Page Transparency-ის განყოფილებაში მითითებულია, რომ გვერდი პოსტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ რამდენიმე პოსტს ასპონსორებს. რამდენიმე დღის წინ შექმნილ გვერდზე ძირითადად ზიარდება პოსტები, ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისკენ არის  მიმართული.

sdfgv 2 როგორ დაამონტაჟა “ვაი ბიძიკომ” სააკაშვილის სიტყვები?


არქივის ბმული: https://archive.ph/eRtl7


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist