როგორ “აყვავდა” ჩეჩნეთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

127
VIEWS

2020 წლის 17 ნოემბერს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა ვალერი კვარაცხელიას გადაცემა “ოქროს კვეთის” საგაზეთო ვერსია, სადაც ტვ ობიექტივის წამყვანმა კავკასიის რეგიონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ძალისხმევით ეკონომიკურად, ფინანსურად და კულტურულად წარმატებული რესპუბლიკაა:

ვალერი კვარაცხელია, ტვ ობიექტივის წამყვანი: “რუსეთი როგორც კი მოღონიერდა და ფეხზე დადგა, ფეხზე დადგნენ კავკასიური რესპუბლიკებიც. ჩეჩნეთი, სადაც დასავლეთიდან იმპორტირებულმა საერთაშორისო ტერორიზმმა ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი, დღეს არათუ ტერორისტებისგან თავისუფალი, არამედ ეკონომიკურად, ფინანსურად, კულტურულად აყვავებული რესპუბლიკაა”.

ვალერი კვარაცხელია მტკიცება რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან ჩეჩნეთი კორუფციის მაღალი დონით გამოირჩევა, ფინანსურ საკითხებში კი ხშირად აწყდება მნიშვნელოვან პრობლემებს. ჩეჩნეთს ასევე სავალალო მდგომარეობა აქვს ადამიანის უფლებათა კუთხით, რაც მრავალი ადამიანის დევნაში, გატაცებაში, წამებასა და შევიწროებაში გამოიხატება.

  • ჩეჩნეთის ეკონომიკა 

ჩეჩნეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სუბსიდიებზეა დამოკიდებული. ომის შემდგომი წლებიდან (2001-2012), როდესაც ჩეჩნეთის ეკონომიკა თითქმის ჩამოშლილი იყო, ჩეჩნეთს სპეციალური დახმარება გამოეყო ფედერალური ბიუჯეტიდან, რომელმაც ომის წინანდელი ჩეჩნეთის ეკონომიკის 6-7 პროცენტი აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს აღნიშნული პროგრამა შეჩერდა და ჩეჩნეთი ჩვეულებრივ დაფინანსებაზე გადავიდა, თუმცა მთავრობა უკმაყოფილო იყო ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჩეჩნეთს ახალი სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების მშენებლობა კვლავ სჭირდებოდა.

ჩეჩნეთის ცალკეულ ეკონომიკურ პრობლემებში ასევე რუსეთთან არსებული გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის ვალიც შედის, რის გამოც 2015 წელს ჩეჩნეთმა რუსეთს ვალის (16.23 მილიარდი რუბლი) ჩამოწერა სთხოვა. ასევე პრობლემურია ეკონომიკის საბაზისო სექტორების არსებობა და ასევე სკოლების საკმარისი რაოდენობით ფუნქციონირება.

ევროპის კრიზის ჯგუფის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩეჩნეთში ღარიბ მოსახლეთა რაოდენობა კვლავ დიდია და ამის მიზეზი კლანური მმართველობაა. აღსანიშნავია, რომ ინდივიდის ეკონომიკურად განვითარებას ხელს სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესზე განხორციელებული დარტყმა და კონტროლი უშლის. დიდი ბიზნესები კი ძირითადად სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზებული. ევროპის კრიზის ჯგუფის ანგარიშში ვკითხულობთ:

“მათ [სახელმწიფომ] ხელში ჩაიგდეს მთელი მსხვილი ბიზნესი და აკონტროლებენ მცირე ბიზნესს. წარმოება ქრება ან, თუ მომგებიანი ხდება, ის მონოპოლიზდება. ისინი … ახრჩობენ კონკურენტებს” – აცხადებს ადგილობრივი ექსპერტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთს კადიროვის პერიოდში მრავალ ეკონომიკურ პრობლემასთან მოუწია გამკლავება, მმართველი ფიგურების ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მაღალია. მაგალითისთვის რამზან კადიროვის 2019 წლის შემოსავალმა 2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ასევე ხშირია ბიზნესმენთა მოსყიდვები და ქრთამის აღების შემთხვევები სახელმწიფო ჩინოვნიკების სარგებლობისთვის.

მიუხედავად ვალერი კვარაცხელიას მტკიცებისა, რომ ჩეჩნეთში ეკონომიკა აყვავებულია, აღსანიშნავია, რომ იქ კორუფცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის რომ სამსახური მიიღო, მაგალითად პოლიციელის, საჭიროა ქრთამის გადახდა, რომელიც 3500-5300 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. საგულისხმოა ისიც, რომ ქრთამის აღების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ ხდება და მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ თუ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, ხალხი ქრთამს დახმარებების მიღების მიზნით იყენებს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს:

”ადამიანები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რომ მათ შვილებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭოს. ეს შეიძლება გაკეთდეს ქრთამის საშუალებითაც; შედეგად ისინი 5000 რუბლის (150 დოლარი) ოდენობის პენსიას იღებენ.”

  • ადამიანის უფლებებათა მდგომარეობა ჩეჩნეთში

ადამიანის უფლების მხრივ ჩეჩნეთში სავალალო მდგომარეობაა და გახმაურებული ფაქტები ინდივიდების დევნაზე, გატაცებაზე, შევიწროებასა და წამებაზე ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გახშირდა. პოლიტიკური სტაბილურობის მოტივით რამზან კადიროვის ხელისუფლება უკვე წლებია ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ლგბპ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მასობრივად დევნის. კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2017-2019 წლებში ჩეჩნეთის პოლიციამ მიზანმიმართულად 100-ზე მეტი ლგბტ პირი დააკავა და აწამა.

ასევე, ჩეჩნეთში ხშირია ადამიანის უფლებათა დამცველთა დაკავებები, რაც ყალბი მტკიცებულებებით მართლდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს უკავშირდება, რომელიც 2018 წელს მარიხუანის შენახვის ბრალდებით დააკავეს. აშშ-ის მისია ეუთოში განცხადებით, ტიტიევის დაკავების არგუმენტი “ცხადად ფაბრიკაციული” იყო. მისიამ ჩეჩნეთს მოუწოდა, ტიტიევი გაეთავისუფლებინათ და მისთვის სამართლიანად მოპყრობის უფლება აღსრულებულიყო. ჩეჩნეთი მსგავსი მოტივებით სხვა უფლებათა დამცველებსაც სჯის, რაც რესპუბლიკის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ასევე ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უკავშირდება სხვადასხვა ოპონენტების მკვლელობა როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

edtphhd როგორ “აყვავდა” ჩეჩნეთი

ბოლო პერიოდში ასევე ჩეჩნეთმა დაიწყო იმ ადამიანების დევნა, რომლებიც ხელისუფლებას ონლაინ აკრიტიკებენ. 2020 წლის თებერვალში მსგავსი მიზეზით გაუჩინარდა 3 დაღესტნელი, რომელთაგან ერთ-ერთმა კადიროვის დამცინავი ვიდეო ონლაინ გამოაქვეყნა. მანამდე 2019 წელს ჩეჩნეთის ლიდერი ყველა იმ დაღესტნელს დაემუქრა “თითების დამტვრევითა და ენის ამოგლეჯით”, რომლებიც ჩეჩნეთს ონლაინ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ.

drtgjhn როგორ “აყვავდა” ჩეჩნეთი

დიდი გამოხმაურება ჰპოვა ასევე ვიდეომ, რომელშიც ჩეჩნეთის მთავრობის იძულებით ახალგაზრდა ბიჭი თავს იწამებდა. აღნიშნული შემთხვევაც სწორედ მთავრობის კრიტიკას მოჰყვა, რადგან ეს ადამიანი იმ მედიასთან თანამშრომლობდა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist