როგორ აღვივებენ კლიქბაიტ სიატები არმენოფობიას

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დფდდ
388
VIEWS

2019 წლის დეკემბრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება სტატია, სათაურით “თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე და სტალინი სინამდვილეში სომხები იყვნენ” – ახლახანს ერევნელმა აკადემიკოსმა მწარე სიმართლე გაამხილა”. სტატიაში გამოყენებულია ბორის ბოხუას  წერილი, რომელშიც ის ერევნელ აკადემიკოს სურენ აივაზიანთან დიალოგს აღწერს. დიალოგიდან ირკვევა,რომ აივაზიანის მოსაზრებით, ნიკო ფიროსმანი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე და სტალინი ეთნიკურად სომხები იყვნენ. ბოხუას წერილის თანახმად, ერევნელი აკადემიკოსი იმასაც ამტკიცებდა,რომ იესო ქრისტემ ბოლო სიტყვები სომხურ ენაზე თქვა.

სტატიის წყაროდ გაზეთი “ასავალ-დასავალია” მითითებული და ის სხვადასხვა კლიქბაიტ საიტზე ვირუსულად გავრცელდა. ჯამურად სხვადასხვა კლიქბაიტ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას Facebook-ზე 32,492  გამოხმაურება აქვს, მათ შორის 98,189 კომენტარი – მათი დიდი ნაწილი ნეგატიური და აგრესიულია.

"

""

ვებ-გვერდი, რომელიც სტატიას ავრცელებს კლიქბაიტ საიტია, რომელიც სენსაციური სათაურის ხარჯზე კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობს. ამასთანავე გვერდზე გვხვდება 18+ ტიპის რეკლამები და სხვა სენსაციური სათაურებით.  კლიქბაიტ ვებ-გვერდები თვალშისაცემი სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ და მათზე დაწკაპუნება ხშირად უსაფრთხოც არ არის, ვინაიდან შესაძლოა მოწყობილობის დავირუსება გამოიწვიოს. მსგავსი ტიპის სტატიების გავრცელება 1. ემსახურება ეკნომიკური სარგებლის მიღებას და 2. აღვივებს შუღლს ეთნიკურ ნიადაგზე. თავად ავტორი, რომელსაც გამოცემა ციტირებს, ავტორიტეტულ მეცნიერად სომხურ აკადემიურ წრეებშიც არ ითვლება და მას ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებენ.  

კლიქბაიტ სატები, რომლებმაც სტატია გაავრცელეს 

სტატია გამოქვეყნდა შემდეგ ვებ-გვედებზე: pus.ge, lul.ge, sportery.ge.

ვებ-გვერდები კლიქბაიტ ტიპისაა. ამ ტიპის საიტების მიზანია მკითხველის ყურადღება მიიპყროს მყვირალა სათაურებით და ფოტოებით, ვებ-გვერდზე გადასვლის შემდეგ კი დიდი ალბათობაა იმისა, რომ მკითხველი საიტის ავტორს ფულის გამომუშავებაში ეხმარება: რაც უფრო მეტია საიტზე ვიზიტორებისა და კლიკების რაოდენობა, მით უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს მისი მფლობელი.

არსებობს რამდენიმე გარემოება რაც მიუთითებს, რომ საიტი კლიქბაიტია:

  • საიტზე განთავებულ სტატიას აქვს დამაინტრიგებელი სათაური
  • ვებ-გვერდის გარეგნული  მხარე – ბმულზე გადასვლასთან ერთად საიტზე ჩნდება გაურკვეველი რეკლამები, რომლებსაც სტატიაზე მეტი ადგილი უჭირავს
  • ვებ-გვერდის მასალა მასიურადაა გაზიარებული სოციალურ ქსელებში
  • სტატია არ წარმოადგენს ვებ-საიტის ექსკლუზივს. ის “ასავალ-დასავალიდანაა” აღებული და ზუსტად ანალოგიური სტრუქტურით ის სხვა ვებ-გვერდზებზეც გვხვდება.

ვინ იყო სურენ აივაზიანი

ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, სურენ აივაზიანი თბილისში დაიბადა და 1952 წელს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გარდაცვალებამდე გეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა აივაზიანმა რადენიმე ისტორიული სამეცნიერო ნაშრომი დაწერა. ერთ-ერთი მათგანი “История России. Армянский след” რუსულ ონლაინ ბიბლიოთეკებში იყიდება.

აივაზიანი სომხეთში წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა და  მას ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. სომხეთის მეცნიერაბათა აკდემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი  ამბობდა, რომ აივაზიანის წიგნები სომეხ ერს ჩირქს სცხებდნენ, ხოლო პუბლიცისტი კარენ მიქაელიანის თქმით, სურენ აივაზიანის “ოპუსებს სომხეთში არც ერთი საღად მოაზროვნე ისტორიკოსი, ეთნოლოგი და კულტუროლოგი სერიოზულად არ აღიქვამს”.

სურენ აივაზიანი ამტკიცებდა, რომ ანგლოსაქსები წარმოშობით სომხეთიდან იყვნენ და ბრიტანეთის კუნძულებზე ჩ.წ. აღრიცხვამდე XV-X საუკუნეებში გადასახლდნენ. მეტიც, სომეხი პროფესორი მიიჩნევდა, რომ 1378 წელს კილიკიის მეფე ლევონ მე-6 ქვეყნის ხაზინა შესანახად  ინგლისისი მეფე ედვარდ მე-3 პლანტაგენეტს გადასცა და შემდგომი 600 წელი ინგლისი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უწევდა სომხეთის სახლემწიფოებრიობის აღდგენას, რადგან ხაზინის დაბრუნება არ სურდა. გაზეთ Коммерсантъ-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2001 წელს სურენ აივაზიანი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-სთვის წერილით მიმართვას აპირებდა და სომხეთისათვის თანხის დაბრუნება უნდა მოეთხოვა.


მოამზადეს ნანა რაფავამ და ილია სადღობელაშვილმა
მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist