როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს ანტიკური ცივილიზაციები

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

17
VIEWS

მომზადებულია History.com-ის მასალის მიხედვით

სულ მცირე 4 ათასწლეულია მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ცივილიზაცია ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. ახალი წლის ყველაზე ძველი აღნიშვნა, რომლის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია, დაახლოებით 4 000 წლის წინ  სწორედ ბაბილონში მოხდა. მათთვის ახალი წელი გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობას დგებოდა. ამ დღეს ისინი მასშტაბური რელიგიური ფესტივალით აღნიშნავდნენ, რომელსაც აკიტუ ეწოდებოდა. სახელი ქერის აღმნიშვნელი შუმერული სიტყვიდან მოდის. დღესასწაული სხვადასხვა რიტუალებს მოიცავდა და 11 დღეს გრძელდებოდა. ახალი წლის გარდა ამ დროს ზეიმობდნენ ბაბილონის ზეცის ღვთაების, მარდუქის მითიურ გამარჯვებას ბოროტ ღვთაება ტიამატზე. ქუჩებში გამოჰქონდათ ღვთაებების ქანდაკებები და ქაოსის ძალებზე მათ გამარჯვებას განასახიერებდნენ. ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ ამ რიტუალებით მსოფლიო სიმბოლურად იწმინდებოდა და ღმერთების ხელით ხელახლა იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ აკიტუს რიტუალები ბაბილონის მეფის ერთგვარ დამცირებასაც მოიცავდა. მეფე მარდუქის ქანდაკებასთან მიჰყავდათ, სამეფო რეგალიებს ხსნიდნენ და აიძულებდნენ დაეფიცა, რომ ქალაქს ღირსეულად მართავდა. უმაღლესი ქურუმი მას სახეში გაარტყამდა და ყურებით ათრევდა, რათა აეტირებინა. თუ მონარქს ცრემლები წამოუვიდოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მარდუქი კმაყოფილი იყო და მისი მმართველობა გახანგრძლივდებოდა. ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ამ რელიგიურ რიტუალს მონარქები ხალხისათვის იმის სადემონსტრაციოდ იყენებდნენ, რომ მეფეს მათზე ღვთისგან ბოძებული ძალაუფლება გააჩნდა.

ანტიკურ ეგვიპტეში ახალი წელი ნილოსის ადიდებასთან ერთად იწყებოდა. ნილოსის ადიდებას ვარსკვლავ სირიუსის გამოჩენით წინასწარმეტყველებდნენ, რადგან, როგორ წესი, მდინარეში წყალი 70-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ცაზე მისი გამოჩენის შემდეგ იმატებდა. შესაბამისად, ეგვიპტური ახალი წელი ივლისის თვეს ემთხვეოდა და ფესტივალით აღინიშნებოდა, რომელსაც ვეპეტ რენპეტი ეწოდებოდა, რაც ახალი წლის გახსნას ნიშნავს. ფესტივალის დღეებში ეგვიპტელები ალკოლოლურ სასმელებსაც იღებდნენ. ლუქსორში, მუტის ტაძრის გათხრებმა გამოავლინა, რომ დედოფალ ჰატშეფსუტის (ძვ.წ. 1479 – 1458 წწ.) მმართველობის დროს “თრობის ფესტივალი” გაიმართა, რომელიც ომის ქალღმერთის, სეხმეტის მითს უკავშირდებოდა. სეხმეტი მთელი კაცობრიობის ამოწყვეტას აპირებდა, მაგრამ მზის ღმერთმა მას მოტყუებით იმდენი დაალევინა, რომ გონება დაკარგა. კაცობრიობის გადარჩენას ეგვიპტელები მუსიკით, სექსით, ნადიმით და რაც მთავარია დიდი ოდენობის ლუდით აღნიშნავდნენ.

ახალი წლის აღნიშვნის ერთ-ერთი უძველეს ტრადიცია ანტიკურ ჩინეთში გვხვდება და ვარაუდობენ, რომ მას საფუძველი 3 000 წლის წინ შანის დინასტის დროს ჩაეყარა. ჩინელები ახალ წელს გაზაფხულზე, თესვის სეზონის დაწყებისას აღნიშნავდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, სისხლისმსმელი არსება ნიანი ყოველ წელს სოფლებს თავს ეხმოდა. იმისათვის, რომ ის დაეფრთხოთ, ჩინელები სახლებს წითელი მოსართავებით ამკობდნენ, ბამბუკს წვავდნენ და ხმაურობდნენ. ფესტივალი 15 დღე გრძელდებოდა და ძირითადად ოჯახურ აქტივობებს მოიცავდა. ჩინელები იღბლის მოსატანად სახლებს ასუფთავებდნენ და ძველ ვალებს ისტუმრებდნენ. ჩინელები ასევე პირველები იყვნენ, ვინც ახალი წლის დადგომის აღნიშვნა ფეიერვერკით დაიწყო. დღესაც ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრით აღინიშნება და ამიტომ იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, ზამთრის ნაბუნიაობის შემდეგ მეორე ახალ მთვარეს ემთხვევა.

ირანში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში დღესაც აღნიშნავენ ნოვრუზს, რომელიც სათავეს ანტიკურ სპარსეთში იღებს. სპარსული ახალი წელი 13-დღიანი ფესტივალით აღინიშნებოდა და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა. ვარაუდობენ, რომ ის ზოროასტრული რელიგიიდან იღებს სათავეს. ყველაზე ადრეული ჩანაწერები მეორე საუკუნით თარიღდება, თუმცა ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ფესტივალი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნიდან, აქემენიდთა იმპერიიდან მოდის. ნოვრუზმა მნიშვნელობა შეინარჩუნა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების და ისლამური მმართველობის პირობებშიც. მონარქები ფესტივალის დღეებში მდიდრულ ბანკეტებს მართავდნენ, საჩუქრებს არიგებდნენ და ქვეშევრდომებს ხვდებოდნენ. ახალი წლის ტრადიციებს შორის იყო ნადიმი, საჩუქრების გაცვლა ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან, კოცონის დანთება, კვერცხების შეღებვა და წყლის პკურება, რაც განახლების სიმბოლოდ აღიქმებოდა. დაახლოებით მეათე საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა რიტუალს, რომლის მიხედვითაც ფესტივალის დასაწყისში “მეფედ” დაბალი სოციალური ფენის ერთ წარმომადგენელს ირჩევდნენ და ფესტივალის ბოლოს “ტახტიდან აგდებდნენ”.

სწორედ გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას თავდაპირველად რომაელებიც, თუმცა იულიუსის კალენდრის შემოღების შემდეგ ამ თარიღმა პირველ იანვარს გადაიწია და ამგვარად დამკვიდრდა. რომაელებისთვის იანვრის თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ორსახიანი ღვთანების, იანუსისგან მომდინარეობდა. იანუსი ცვლილებების ღმერთია და მას ერთდროულად განვლილი და მომავალი წლებისაკენ გახედვის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. პირველ იანვარს, ტრადიციისამებრ, რომაელები იანუსს ძღვენს მიართმევდნენ და ახალ წელს იღბალს ჩაუთქვამდნენ, მეზობლები და მეგობრები ერთმანეთში პოზიტიურ სურვილებს და საჩუქრებს ცვლიდნენ, რაც ძირითადად ლეღვი ან თაფლი იყო. ოვიდიუსის მიხედვით, რომელთა ნაწილი არჩევდა პირველი იანვრის განმავლობაში დღის რომელიმე მონაკვეთში მაინც ემუშავა, რადგან უსაქმურობა ცუდ ნიშნად ითველობდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist