როგორ აღმოჩნდა ანტივაქსერების ბილბორდი დუბლინში და რას ამბობს ბენზინგასამართი სადგური?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

79
VIEWS

20 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც დუბლინში გამოკრული ბანერი მოსახლეობას ნიღბების გადაყრისკენ მოგვიწოდებს, ტესტების უმრავლესობას – ყალბს, კორონავირუსს კი აფიორას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მეცნიერები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. პოსტს ვიდეოც ახლავს თან, სადაც ბანერზე აღნიშნული შინაარსის ინგლისურენოვანი წარწერები ჩანს.

;

 

პოსტი, რომელსაც 20 იანვრის 22:00 საათის მონაცემებით, 156 გაზიარება აქვს, შემდეგ ჯგუფებში გაზიარდა: კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, COVID 19 – თამაში დამთავრებულია, “”!!!დედათა ლაშქარი!!!”, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA, Photo-Fact GEORGIA, კორონა მაფია, დედათა საერთაშორისო გაერთიანება, თავისუფლება & ადამიანობა & დებატები & Freedom & Humanity & Debate & Live, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ, GEORGIA-ქართველები საბერძნეთში, სიცოცხლის დაცვისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ალიანსი, უშუალო დემოკრატიული მოძრაობა

;
;;

Nina Marji-ის პოსტი დუბლინში განთავსებული ბილბორდის შესახებ,  რომელიც კორონავირუსის პანდემიას არასერიოზულად მოიაზრებს და მოსახლეობას პირბადეების გადაყრისა და ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია. პორტატული ბანერი ბენზინგასამართი სადგურის წინ დროებით, უნებართვოდ იყო აღმართული და მას არაფერი აქვს საერთო კომპანიის, ქალაქის ან ქვეყნის პოზიციასთან და შესაბამისად უკონტექსტოდ არის მიწოდებული. 

ბენზინგასამართი სადგური Maxol Templeogue, სადაც ბილბორდი იყო განთავსებული, ინციდენტს ინსტაგრამზე განცხადებით გამოეხმაურა. კომპანიამ მომხდარი ფაქტი დაგმო და პირბადის მოწინააღმდეგები არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა:

”ჩვენ გვინდა განვმარტოთ, რომ ამ ვიდეოში ნაჩვენები არც ერთი  მოსაზრება Maxol Templeogue-ის მენეჯმენტის ან პერსონალის შეხედულებებს არ წარმოადგენს. ტრაილერი ნებართვის გარეშე დაპარკინგდა და როგორც კი ამის შესახებ ხელმძღვანელობამ შეიტყო, სასწრაფოდ დაატოვებინეს ტერიტორია.” განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ დადგენილ წესებს ყოველთვის პატივს სცემდა და იცავდა.”

;

IrishCentral-ის მიხედვით, აღნიშნული ბანერი პორტატულია და უნებართვოდ იყო აღმართული. ის სხვა დროს დუბლინის ჩრდილოეთით, მალაჰაიდშიც ნახეს.

პოლ მერფიმ, დუბლინის სამხრეთ-დასავლეთის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელმა ინციდენტი და მასზე პასუხისმგებელი ჯგუფი გააკრიტიკა.

”უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ  ხალხს აშკარად ყალბი და საშიში დეზინფორმაცია გადაეცემა. საზოგადოებას მოვუწოდებ, სიფხიზლე გამოიჩინოს და  დეზინფორმაციას არ წამოეგოს. კოვიდ-19,  სამწუხაროდ, ის რეალობაა, რომლის შედეგადაც ირლანდიაში 2500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ნიღბები ატარონ, დაიცვან ფიზიკური დისტანცია და ჩატარდეს ვაქცინაცია.”

ინციდენტს ადგილობრივი პოლიტიკოსი შონ კროუც გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიები ირლანდიის მცდელობებს, შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება, ხელს უშლის.


არქივის ბმული: https://archive.ph/YTlAQ 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირლანდია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist