როდის გაჩნდა პირველად “ნოვიჩოკი”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

15 სექტემბერს “ნიუს-ფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ნოვიჩოკი” აშშ-ს შეიარაღებაზე ერიცხებოდა, თუმცა მათი თქმით, მასზე მხოლოდ რუსეთს მიუწვდება ხელი.“ მასალაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ “ნოვიჩოკზე” და მის მსგავს მომწამვლელ ნივთიერებებზე 70-იანი წლებიდან მუშაობდა, ამერიკული მხარე საკუთარ არსენალში მის არსებობას უარყოფს, „განსაკუთრებით კი, ნავალნის შესაძლო მოწამვლის  ფაქტის რუსეთზე გადაბრალების კონტექსტში“.

მასალაში ასევე არგუმენტადაა მოყვანილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის 2018 წლის განცხადება. ლავროვის თქმით, იმის შემდეგ, რაც ნოვიჩოკის შემქმნელი ვილ მირზაიანოვი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და იქ ნოვიჩოკის ფორმულა გამოაქვეყნა, აშშ-ში აღნიშნული ფორმულა დააპატენტეს და ნოვიჩოკი სხვადასხვა უწყების, მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ გამოიყენებოდა.

განცხადება, თითქოს აშშ-ს არსენალში ნოვიჩოკი ირიცხება, მტკიცებულების  გარეშეა. ნოვიჩოკის არსებობას, რომელიც 1970-90-იანი წლებიდან გამოჩნდა, რუსეთი არ აღიარებდა და “ქიმიური იარაღის აკრძალვის” კონვენციაში მხოლოდ, დასავლური სახელმწიფოების ინიციატივით, 2019 წელს, სკრიპალის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ შეიტანეს. ნოვიჩოკის არსებობა პირველად 1992 წელს გახდა ცნობილი, როდესაც რუსი მეცნიერი “მოსკოვსკიე ნოვოსტიში” ქიმიურ ნივთიერებაზე სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის გამო დააპატიმრეს.

   1. 2019 წლამდე “ნოვიჩოკი” აკრძალული ქიმიური  ნივთიერებების სიაში არ იყო, რადგან რუსეთი მის არსებობას არ ადასტურებდა და ის სიას აშშ-ს, ნიდერლანდებისა და კანადის ინიციატივით 2019 წელს, სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, დაემატა

ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ხელმომწერი 189 სახელმწიფო, მათ შორის აშშ და რუსეთია. “ქიმიური იარაღის კონვენცია” 12 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 1992 წელს  ჟენევაში გაეროს ფარგლებში გამართული “განიარაღების კონფერენციაზე” შემუშავდა და 1997 წელს  ძალაში შევიდა. აღნიშნული კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფოები მათ არსენალში არსებული ქიმიური იარაღის განადგურებაზე შეთანხმდნენ, რაც ისტორიის მანძილზე პირველი შემთხვევა იყო, რადგან მანამდე ეს საკითხი 1925 წლის ჟენევის კონვენციით რეგულირდებოდა, რომელიც მხოლოდ მათ გამოყენებას კრძალავდა. ქიმიური იარაღის კონტროლის მიზნით გაეროს ფარგლებში “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია”  დაარსდა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით 2019 წლამდე  ნოვიჩოკი აკრძალულ ნივთიერებათა სიაში შეყვანილი არ იყო. 2019 წლის ნოემბერში აშშ-ს, ნიდერლანდებისა და კანადის ინიციატივით ნოვიჩოკი აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიას დაემატა. ეს პირველი ცვლილება იყო 1993 წელს შემუშავებული კონვენციის ფარგლებში და ის ძალაში მირებიდან 180 დღის შემდეგ შევიდა. ნოვიჩოკის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში ამ ქიმიული ნივთიერებით რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. მოწამვლის დადასტურების შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოებმა და აშშ-მა რუსი დიპლომატები გააძევეს.

ნოვიჩოკი აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიაში არ იყო, რადგან ამ სიის შედგენისას 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა მისი არსებობა არ დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ  საბჭოთა კავშირის მიერ ქიმიური ნივთიერებების დამალვის შესახებ ეჭვები ადრეც  არსებობდა.

2. რუსი მეცნიერი “მოსკოვსკიე ნოვოსტიში” ქიმიურ ნივთიერებაზე სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის გამო დააპატიმრეს

სერგეი ლავროვის თქმით, მას შემდეგ რაც ნოვიჩოკის შემქმნელი ვილ მირზაიანოვი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მან იქ ნოვიჩოკის ფორმულა გამოაქვეყნა, ამან კი შესაძლებელი გახადა აშშ-ში ფორმულის დაპატენტება.

ჯერ კიდევ 1992 წელს გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტიში“ რუსმა ქიმიკოსებმა, ლევ ფიოდოროვმა და ვილ მირზაიანოვმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბრობდნენ 1970-დან 1990-იან წლებამდე საბჭოთა კავშირში და რუსეთში შემუშავებულ მძლავრ მეოთხე თაობის ქიმიურ იარაღზე.

"

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნული სტატია გახდა მირზაიანოვის დაპატიმრებისა და სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში დადანაშაულების საბაბი. 1994 წელს მოსკოვის მუნიციპალურმა სასამართლომ მირზაიანოვის საქმეზე დახურული სასამართლო სხდომის ჩატარება სცადა, რის შემდეგაც ბრალდების დადასტურების არასაკმარისი საფუძვლის მიზეზით, საქმე პროკურატურაში დააბრუნეს. უკვე აშშ-ში ცხოვრებისას, 2008 წელს ვილ მირზაიანოვმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „სახელმწიფო საიდუმლოებები: რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამის შიდა ქრონიკა“, რომელშიც მან ნოვიჩოკის ფორმულა განიხილა.

"

რა არის ნოვიჩოკი?

სასიკვდილო ნივთიერება ნოვიჩოკი საბჭოთა კავშირში 1970-1980 წლებში შეიქმნა. ის 5-8-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე საბრძოლო საწამლავი VX. ნოვიჩოკი არსებობს როგორც თხევადი, ისე მყარი ფორმით. ნოვიჩოკის ნერვულ აგენტებს შორის ორმაგი ნივთიერებებიც არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ნივთიერება სხვადასხვა ორი, შედარებით უსაფრთხო ნივთიერების ერთმანეთში შერევით მიიღება.

2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს. იმავე ნივთიერებით 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლზბერიში მოწამლეს ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი.

ამავე თემაზე იხილეთ „მითების დეტექტორის“ მასალები:

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist