როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

4.4k
VIEWS

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელა უკრაინის რუკა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველი უკრაინის ტერიტორია საკმაოდ მცირე იყო, ხოლო ტერიტორიების დიდი ნაწილი მას რუსეთის იმპერიამ და შემდგომში საბჭოთა კავშირმა აჩუქა. აღნიშნული პოსტი Facebook ჯგუფში Russian Canada-Русская Канада გამოქვეყნდა, ასევე ინდივიდუალურ ანგარიშზეც გავრცელდა. 

იდენტურ რუკებს მსგავსი შინაარსით რუსული გამოცემები (“კომსომოლსკაია პრავდა”, novoross.info და pulse.mail.ru) 2019 და 2021 წლებშიც ავრცელებდნენ და ყურადღებას რუსეთის მიერ უკრაინელებისთვის ნაჩუქარ ტერიტორიებზე ამახვილებდნენ. 

Screenshot 11 13 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?

Screenshot 12 11 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული რუკა

აღსანიშნავია, რომ რუკის მთავარი იდეის მსგავსი შინაარსი იყო ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში, სადაც მან რუს ხალხს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიმართა და თქვა, რომ თანამედროვე უკრაინა რუსეთის და ძირითადად ლენინის მიერ არის შექმნილი.

ვლადიმირ პუტინი: „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა, უფრო სწორად, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ეს გააკეთეს ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა რუსეთის მიმართ ძალიან უხეში გზით – მისთვის ისტორიული ტერიტორიების ნაწილის ჩამორთმევით“.    

კრემლის ეს მტკიცება მანიპულაციურია და ისტორიული რეალობის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. უკრაინის საფუძვლები კიევის რუსის სახით ჯერ კიდევ იქამდე შეგვიძლია ვიპოვოთ, სანამ რუსეთი წარმოიქმნებოდა. რაც შეეხება ლენინის შექმნილ უკრაინას, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნამდე, უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ის თანამედროვე უკრაინასთან შედარებით საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფლობდა. 

  • უკრაინის ისტორიული საფუძვლები

თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოს ისტორიულ საფუძვლად მე-9 საუკუნეში შექმნილი აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფო კიევის რუსი მიიჩნევა, რომელიც მე-13 საუკუნის შუა ხანებამდე არსებობდა. კიევის რუსის საზღვრები არ იყო თანამედროვე უკრაინის საზღვრების იდენტური, თუმცა ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, დაწყებული უკრაინის ღია სტეპის კიდიდან ჩრდილოეთით ლადოგას ტბამდე და ზემო ვოლგის აუზამდე დამთავრებული, მათ შორის ქალაქ კიევს. 

Screenshot 13 10 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
კიევის რუსის რუკა

კიევის რუსი ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა (განსაკუთრებით მე-11 საუკუნეში). მას მნიშვნელოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ის ფაქტი, რომ კიევის რუსი ვლადიმირ I დიდის (980-1015) მიერ ქრისტიანული სახელმწიფო გახდა. ვლადიმირის დროს კიევის რუსმა მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო, რაც ვაჭრობის განვითარებაში, სკოლების ჩამოყალიბებაში, ეკონომიკის განვითარებასა და ახალი ქალაქების დაარსებაში გამოიხატებოდა. 

Screenshot 14 9 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
ვლადიმირ I დიდის ქრისტიანად მონათლვა, ვიქტორ ვასნეცოვის ნახატი

აღსანიშნავია, რომ კიევის რუსის მოსაზღვრე რეგიონში (დღევანდელი მოსკოვი, რუსეთი) არსებობდა სავაჭრო დასახლება, რომელიც მოსკოვის სახელით იყო ცნობილი. მოსკოვი ფინო-უნგრულ ენაზე “ჭაობიან და მუქ წყლებს” ნიშნავს. ნაცვლად სლავებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ კიევის რუსში, მოსკოვის ტერიტორიაზე ძირითადად ფინო-უნგრული ტომები სახლობდნენ. მათი კულტურა და განვითარება საგრძნობლად ჩამორჩებოდა კიევის რუსის დონეს

Screenshot 15 7 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
მე-9 საუკუნის ეთნო-ლინგვისტური რუკა, სადაც ჩანს, რომ უკრაინისგან განსხვავებით მოსკოვი არასლავური ტომებით იყო დასახლებული

კიევის რუსმა არსებობა მე-13 საუკუნეში შეწყვიტა. შემდგომში ეს ტერიტორია ძირითადად მონღოლეთის ოქროს ურდოს, პოლონეთის სამეფოსა და ლიეტუვის დიდი საჰერცოგოს დომინაციის ქვეშ იყო. ასევე ოქროს ურდოს ნაწილი გახდა მოსკოვიც, რომლის ფინო-უნგრული კულტურაც მონღოლურს შეერწყა და დღემდე აღნიშნულ ტერიტორიაზე გეოგრაფიულ ტოპონიმებს არა სლავური არამედ მონღოლური სახელწოდებები აქვს

შემდგომ წლებში მოსკოვის და ზოგადად რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებას იწყებს ჯერ რუსეთის სამეფო, შემდგომ კი რუსეთის იმპერია. ორივე მათგანი კი ექსპანსიით იკავებს მეზობელ ტერიტორიებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში რუსეთის სამეფო და შემდგომში იმპერია ეძებს ისტორიულ საფუძველს, რაზეც დაეფუძნებოდა, როგორც ძლიერი სახელმწიფო. ამ მიზნით მოსკოვი მოიპარავს უკრაინის საფუძვლის კიევის რუსის ისტორიულ სახელწოდებას “რუსს” და 1721 წელს თავს რუსეთის იმპერიად, ხოლო მოსკოველებს რუსებად გამოაცხადებს

აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმპერიის გამოცხადებამდე პეტრე I-ის ინიციატივით განადგურდა დაპყრობილ ხალხებში არსებული ყველანაირი ქრონიკები, ქრონოგრაფიები, არქივები და საეკლესიო დოკუმენტები, რათა კიევის რუსში, როგორც “რუსეთის წინამორბედში” ეჭვი არავის შეეტანა და იმპერიას მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძვლები ჰქონოდა. საგულისხმოა, რომ ისტორიის გაყალბების ამგვარი გზა პრეზიდენტმა პუტინმაც განაგრძო, როდესაც 2016 წელს კრემლის გვერდით ვლადიმირ I დიდის ძეგლი აღმართა. 

Screenshot 16 7 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
ვლადიმირ I დიდის ძეგლი კრემლის გვერდით

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საფუძვლები ჯერ კიდევ რუსეთის ჩამოყალიბებამდე არსებობდა, არასწორია მტკიცება, თითქოს უკრაინა რუსეთმა შექმნა და მას სახელმწიფოებრიობის ნიშნები არასდროს არ გააჩნდა. 

  • მითი ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე

აღნიშნული რუქა ამტკიცებს, რომ რუსეთის იმპერიის გარდა უკრაინას საკმაოდ დიდი ტერიტორია ვლადიმერ ლენინმა შემატა და ფაქტობრივად თანამედროვე სახით უკრაინა მან ჩამოაყალიბა. იგივე მოსაზრებას ავითარებს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინი: “ვლადიმერ ლენინის უკრაინა.” ის იყო მისი შემოქმედი და არქიტექტორი.”

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა თითქმის თანამედროვე საზღვრებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნამდე მოიპოვა და ამის წინააღმდეგი სწორედ ვლადიმერ ლენინი იყო.

1917 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდგომ უკრაინაში ცენტრალურმა რადამ (რევოლუციურმა პარლამენტმა), რომელშიც ძირითადად მემარცხენე და სოციალისტური პარტიები იყვნენ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნება გამოაცხადა. ამ სახელმწიფოს საზღვარი თანამედროვე უკრაინის საზღვრებს მოიცავდა. ის რუსეთის იმპერიას ესაზღვრებოდა და მის შემადგენლობაში ასევე იყო დონბასი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ცდილობდა, რუსეთთან ფედერალური ბმა შეენარჩუნებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკები 1918 წლის იანვარში უკრაინაში შეიჭრნენ, სახელმწიფომ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

Screenshot 17 7 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
დემონსტრაცია კიევში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებით. 1917 წლის 20 ნოემბერი ფოტო: www.memory.gov.ua

უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო ის ტერიტორიები, რომელთაც ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფო მოიცავდა, მათ შორის: კიევი, პოდილია, ვოლინი, ჩერნიგოვი, პოლტავა, ხარკოვი, კატერინოსლავი, ხერსონი, ტავრია. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქების ძირითადი მოსახლეობა ეთნიკურად უკრაინელი იყო. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიებში ასევე შედიოდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელზეც კრემლისტური აქტორები ამტკიცებენ, რომ ეს ტერიტორია უკრაინისთვის ლენინის საჩუქარი იყო და მას “ნოვორასიას” უწოდებენ.

Screenshot 18 6 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
ღია ვარდისფრად აღნიშნულია ის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც უკრაინის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა. ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს დღეს ვლადიმერ პუტინი ნოვორასიად მოიხსენიებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ეთნიკურ-ლინგვისტური არგუმენტით პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე კიდევ უფრო დიდ ტერიტორიას ითხოვდა, რომელშიც ყირიმის ნახევარკუნძული და ყუბანის სახალხო რესპუბლიკა შედიოდა. თავად ყუბანიც ამ პერიოდში უკრაინასთან ერთიანობას ცდილობდა, თუმცა ბოლშევიკების გაძლიერების ფონზე აღნიშნული გეგმა ვერ განხორციელდა და პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზეც ტერიტორიების ამგვარი აღიარება არ მოხდა.

Screenshot 19 6 როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
პარიზის კონფერენციაზე წარდგენილი რუკა

ბოლშევიკები, რა თქმა უნდა, დაუპირისპირდნენ ამ მოცემულობას და ისინი კიევში შეიჭრნენ, დაარბიეს მოსახლეობა და ახალი წესრიგი დაამყარეს. ცენტრალურ რადას კიევის დატოვება მოუწია, თუმცა დროებით, რადგან მათ გააფორმეს ხელშეკრულება გერმანელებთან და ავსტრია-უნგრეთთან, რისი ძალითაც ბოლშევიკებმა ტერიტორია დატოვეს და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აღდგა. რა თქმა უნდა, რესპუბლიკის არსებობამ დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან ბოლშევიკებმა უკრაინა კვლავ დაიპყრეს და ის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist