რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

184
VIEWS

სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი თამარ ივერი, ანტივაქსერი შორე შანიძე და ფეისბუკ გვერდი “სტალინი” ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ადამიანის დნმ-ის ცვლილებას იწვევს. ამათანავე, “სტალინისთვის” პირველწყაროს თამარ ივერი წარმოადგენს, ხოლო თამარ ივერი კი ეყრდნობა შვეიცარიის გერმანულენოვანი ტელევიზიას Kla.tv-ის, რომელიც ყალბი ინფორმაციისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებით ცნობილი ტელევიზიაა.

;;

;

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ DNA-სა და RNA-ზე დამყარებული ვაქცინები, მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანის გენეტიკის ცვლილებას იწვევს, ყალბია. კორონავირუსები, რნმ ვირუსია, შესაბამისად, მის საწინააღმდეოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. ვაქცინაციისას რნმ-ის ან დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია. 

  • კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა შეიქმნა

ვირუსების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, მათ შორის რნმ-სა და დნმ-ზე დაფუძნებული. ყველა ტიპის ვაქცინის ფუნქციაა, ორგანიზმში წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსს შეებრძოლებიან.

ვაქცინის ტიპს ვირუსის სახეობა განსზაღვრავს. Covid-19 ისევე, როგორც  სხვა კორონავირუსები, რნმ ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია რნმ-ში. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, უკუტრანსკრიპციის მეთოდით, შეიქმნას მისი შესაბამისი დნმ-ც, რომელიც გამოყენებული იქნება ვაქცინაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ განხორციელებულა და Covid-19-ის წინააღმდეგ მხოლოდ RNA-ზე დამყარებული ვაქცინა არსებობს.  როდესაც ვამბობთ, სიტყვებს “რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა,” იგულისხმება ვირუსის და არა ადამიანის რნმ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რნმ განსხვავდება დნმ-სგან ქიმიური შემადგენლობით, კონკრეტულად, რნმ  შედეგება რიბონუკლეინის, დნმ კი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავებისაგან, ამასთანავე რნმ შეიცავს ურაცილის ნუკლეოტიდს, ხოლო დნმ მის ნაცვალად არის თიმინი. ამიტომ შეუძლებელია რნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და შესაბამისად, გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა.

  • mRNA (mრნმ) ვაქცინები ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ

იმუნური რეაქციის გამოსაწვევად ორგანიზმში ვაქცინების სახით ვირუსის მკვდარი ან დასუსტებული უჯრედი შეჰყავთ. თუმცა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში მეცნიერებმა ინოვაციური მიდგომა შეიმუშავეს. ესაა mRNA ვაქცინები, ანუ messenger RNA, რაც გულისხმობს, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმს “ასწავლიან”, როგორ შექმნან პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს. სწორედ ეს იმუნური რეაქცია წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსის უჯრედებს ებრძვიან, RNA-ის მოლეკულა კი უჯრედში დეგრადირდება და ნადგურდება.

mRNA ტიპის ვაქცინები ახალი არაა, ის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მკურნალობისას. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ mRNA ტიპის ვაქცინები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ახალია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გამოკვლევული არ არის, სწორედ წლების განმავლობაში კვლევის შედეგად, მომავალში შესაძლებელი იქნება mRNA ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში ერთდროულად წარმოიქმნას დაცვა იმ სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ, რომლებისგან პრევენციაც ვაქცინაციით შესაძლებელია.

  • უცხოური პირველწყაროთა და ადგილობრივ წყაროთა შესახებ

თამარ ივერი ეყრდნობა ტელევიზია kla.tv-ის, რომელიც შვეიცარიის გერმანულენოვანი მედიაა. newsguardtech.com-ის მიერ Kla.tv-ის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტელევიზია ხშირად ავრცელებს დამაზიანებენ ინფორმაციას, ასევე დეზინფორმაციებს კორონავირუსის შესახებ და არასდროს ასწორებს შეცდომებს. მისი მფლობელია ქრისტიანული ფუნდამენტალისტური სექტის ლიდერი ივო სასესკი, რომელიც გამოსცემს ორ გაზეთსაც (Stimme und Gegenstimme, Anti-Zensur-Zeitung), სადაც კონსპირაციის თეორიებს ტერორისტული აქტების, ჰომოსექსუალობის, ევროკრიზისისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ავრცელებს.

რაც შეეხება შორე შანიძის პირველწყარო იტალიელ ექიმ სტეფანო მონტანარის, ფაქტების გადამოწმების იტალიური პოსტალიდან Facta-დან ვიგებთ, რომ პანდემიის დასაწყისში ის კორონავირუსის საფრთხეს უაროყოფთა, ამჟამად კი ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის. თავად შორე შანიძე ანტივაქსერია, რომლის მიერ გავრცელებული კონსპირაცის თეორიები და დეზინფორმაციები მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა.

  • ინფორმაციის გავრცელება

9 დეკემბრის 23:00 საათის მონაცემებით, თამარ ივერის პოსტს 125 გაზიარება, “სტალინის” იდენტურ ტექსტს – 4, შორე შაინიძის ინფორმაცია კი 403  აქვს. თამარ ივერის პოსტი საკუთარ პლატფორმებზე განათავსეს ისეთმა მედია საშუალებებმა, როგორებიცაა Hotnews.ge და 2020news.ge.

;

;

მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა hotnews.ge-სა და 2020news.ge-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები ღორის გრიპისა და კორონავირუსის შესახებ.


თამარ ივერის პოსტის არქივის ბმული
hotnews.ge არქივის ბმული
2020news.ge არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

სტა
"სტალინი"

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist