რითი რეცხავს მერია თბილისის ქუჩებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

2021 წლის 15 აგვისტოს, ფეისბუქ მომხმარებელმა Mamuka Kobaladze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრალურ გზებზე ღამღამობით ნივთიერება პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს ასხამენ, რომელიც ხილული წვიმის შედეგად ხდება. ავტორის მტკიცებით, მთავრობას ხალხის მოკვლა აქვს განზრახული, ვინაიდან ნივთიერება მავნებელია და ფილტვების შეშუპებასა და  ქიმიურ პნევმონიას იწვევს.

“ესე იგი, ესენი ჩვენ გვხოცავენ, ეს სატანოიდები. შეხედეთ, შეხედეთ როგორაა ეს თეთრი იმით დაფარული ტრასა, შეხედეთ ხალხო. წვიმამ გამოააშკარავა… ესენი ღამღამობით ასხავენ ნივთიერებას, პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს, რომელიც იწვევს ფილტვების შეშუპებას, ქიმიურ პნევმონიას…”

17 აგვისტოს მონაცემებით, ვიდეოს 4800 გაზიარება და 45 000 ნახვა აქვს. 16 აგვისტოს ანალოგიური ვიდეო გამოაქვეყნა გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები,” სადაც ვიდეოს 12 000 ნახვა და 862 გაზიარებას აქვს.

1

მტკიცება, რომ თბილისის ცენტრალურ გზებზე ღამღამობით პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს ასხამენ, დეზინფორმაციაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინი ნამდვილად ტოქსიკური ნივთიერებაა, იგი თბილისის ქუჩების მოსარეხცად არ გამოიყენება. თბილისის მერიისა და შპს “თბილსერვის ჯგუფის” წარმოამდგენლების განმარტებით, ამ ეტაპზე ქუჩების დასუფთავება მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლით, დამატებით ქიმიური ნივთიერებების გარეშე ხდება.

“მითების დეტექტორი” თბილისის მერიისა და შპს “თბილსერვისის” პრეს-ცენტრებს დაუკავშირდა. ორივე მათგანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ შპს “თბილსერვისმა” 2021 წლის აპრილში დაიწყო გზების მორეცხვის სეზონური გეგმიური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის ბოლომდე, 5:00 დან 8:00 საათამდე თბილისის ყველა უბანში ძირითადი გზების, გამზირების და მოედნების მორეცხვა ხდებოდა. თუმცა, გეგმიური სამუშაოებისათვის მხოლოდ წყლის ჭავლი გამოიყენებოდა.

2
წყარო: თბილისის მერიის Facebook გვერდი

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კოვიდ-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერიამ თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და მეტრო სადგურების მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო ხსნარებით, საპნიანი წყლებითა და წყლის ჭავლით ერთჯერადად მორეცხა. თავის დროზე, მოცემული პრაქტიკის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგა, თუმცა, Მერიის იმდროინდელი კომენტარის მიხედვით, სამუშაოებისათვის საჭირო ხსნარებში მერიას თანხა არ გადაუხდია, ვინაიდან მათი უმრავლესობა იმპორტიორი კომპანიებისგან შემოწირულობის სახით იქნა მიღებული, ხოლო დანარჩენი კი მერიამ თავის დროზე შეისყიდა.

მათივე განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდა. პროცესში ასევე ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. Რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარებს, ისინი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იყო რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელი იყო მოსახლეობისთვის. აგრეთვე, 2020 წლის 13 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ყველა ის ნივთიერება, რომლითაც ქუჩები ირეცხება შესწავლილია და არცერთი მათგანი ადამიანებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს:

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: “ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ბევრი მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი თუ რა საშუალებბეით მიმდინარეობს მორეცხვა. შედგენია გრაფიკი და ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ, რა მასალით მოირეცხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებით არ შეიცავს.”

3
წყარო: თბილისის მერია

“მითების დეტექტორმა” აგრეთვე შპს “თბილსერვის ჯგუფის” ბოლო პერიოდის შესყიდვებიც გადაამოწმა, სადაც არათუ პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინი, არამედ სხვა ტიპის ქიმიური საშუალების შესყიდვა არ ფიქსირდება. კომპანიამ ქიმიკატები ბოლოს 2017 წელს შეისყიდა, თუმცა არა ზემოთხსენებული ნივთიერება, არამედ 660 ლიტრი ნატრიუმის ჰიპოქლორიდი.

4

პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინის შესახებ

პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინი (PHMG) ტოქსიკური ნაერთია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მარილის ფორმით გვხვდება და ფუნფიციდურ და ბაქტერიოციდულ ფუნქციას ასრულებს. კვლევებით დგინდება, რომ შესუნთქვისას PHMG ფილტვებს აზიანებს და ბრონქიოლებისა და ალვეოლების უჯრედების კვდომას იწვევს. Საბოლოო ჯამში კი, შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ლეტალური დაავადება, როგორიც ალვეოლების შეკუმშვა და ფიბროზი.

2014 წლიდან PHMG-ის 1%-ზე მაღალი კონცეტრაციის შემცველი ნაერთები ტოქსიკური ნივთიერებების ჯფუფში შედიან. ცვლილება სამხრეთ კორეაში მომხდარმა სკანდალმა გამოიწვია, სადაც ნაერთის 25%იანი კონცენტრატი კონდენცირების სისტემებში გამოიყენებოდა. Შედეგად, დაახლოებით 200-მდე ადამიანს ფილტვის მძიმე დაავადება დაუდგინდა და მათი უმეტესობა გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინის გაიგივება მის პოლიმერ პოლი-ჰექსა-მეთილინ-ბიგუანიდთან (PHMB) არ შეიძლება. ეს უკანასკნელი საკმაოდ გავრცელებული სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებაა. მას მაღალიტოქსიკური თვისებები არ ახასიათებს და სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარებში ფართოდ გამოიყენება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist