რისგან შედგება სამედიცინო პირბადე და რატომ დნება ის წვის დროს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

77
VIEWS

23 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა კახა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ წვავს ის სამედიცინო პირბადეს. ვიდეოში კახა კვარაცხელია აღშფოთებას გამოთქვამს სამედიცინო პირბადის დნობის გამო და სვამს შეკითხვას, თუ რამდენად უსაფრთხოა პლასტმასის მსგავსად დამდნარი პირბადე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომელშიც პოსტის ავტორი წერს, რომ პირბადე კი არ იწვის, არამედ “დნება, იწელება და ქვავდება”. კვარაცხელია ქიმიკოსებს მიმართავს კითხვით, თუ რამდენად უსაფრთხოა მსგავსი პირბადე და რა დაავადებების გამომწვევი შესაძლოა იყოს ის.

 

;
გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამედიცინო პირბადე აალების დროს დნება, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, სამედიცინო პირბადეების დნობაში უცნაური არაფერია, რადგან ის უქსოვადი მატერია-სპანბონდისგან (spunbond) მზადდება, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობით და ბაქტერიების წინააღმდეგ კარგი ფილტრაციით გამოირჩევა. მსგავსი სამედიცინო პირბადე საფრთხისშემცველი არ არის და ის კოვიდ19-ის გავრცელებას აფერხებს.

ის ფაქტი, რომ სამედიცინო ნიღაბი დაწვის ნაცვლად ლღვება არც უცნაურია და არც გასაკვირი. ისინი სპეციალური მატერია-სპანბონდისგან(spunbond) მზადდება. ესაა სინთეტიკური არაქსოვილური მატერია, რომელიც გამძლეა მაღალი და დაბალი ტემპერატურების მიმართ, წყალგაუმტარია და ბევრად უკეთსი ფილტრაცია აქვს ბაქტერიების წინააღმდეგ, ვიდრე სხვა ნაჭრისა თუ ქსოვილის პირბადეებს. ყველაზე ხშირად სამედიცინო ნიღბების დასამზადებლად იყენებენ პოლიპროპილენს (polypropylene),  გამოიყენება პოლისტიროლი, პოლიკარბონატი, პოლიეთილენი და პოლიესტერიც.  

სპანბოდი არატოქსიკური მატერიაა და დაწვისას დნება, თუმცა არ გამოყოფობს მავნე ნივთიერებებს. მეტიც, ნიღბების ხარისხიანობა სწორედ ამ არაქსოვილური მატერიის დნობით მოწმდება, ის ადასტურებს რომ ნიღაბი არის უსაფრთხო, ეფექტური და ზემოჩამოთვლილი ნივთიერებებისგან დამზადებული. თუ სამედიცინო ნიღაბი აალდება და იწვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად შეიცავს მინარევებს, რომელიც ხელს უწყობს წვას, ასეთი ნიღაბი გამოუსადეგარი და უსარგებლოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს სამშრიან პირბადეს:

  • შიდა შრე მზადდება ისეთი მასალისგან, რომელიც შეიწოვს სითხეს, როგორიცაა ბამბა
  • შუა შრე მზადდება სინთეტიკური, სუნთქვადი მასალისგან, მაგალითად პოლიპროპილენისაგან
  • გარე შრე მზადდება არაშემწოვი მასალისგან, როგორიცააა პოლიესტერი.

სამედიცინო პირბადეს კოვიდ19-თან გამკლავებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის აფერხებს ვირუსის გავრცელებას, ქმნის ერთგვარ ბარიერს რესპირატორული წვეთების შესაკავებლად.  პირბადის დამცველობითი ფუნქციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:

  • გვიცავს თუ არა  პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?
  • რა რეკომენდაციებს გასცემს ამერიკის CDC  პირბადეებთან დაკავშირებით?

მსგავსი შინაარსის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ყაზახეთში, რასთან დაკავშირებითაც ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა: „პირველ რიგში, ვიდეო გადაღებულია არა ყაზახეთში, არამედ რუსეთში და არავითარი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან  არ აქვს. მეორე, ნიღბების ხარისხი ემთხვევა სანიტარულ ნორმებს და მოთხოვნებს, ის საკმაოდ მაღალია.“ ვიდეოს რუსულ ვერსია ყაზახური მედია Tengrinews ავრცელებს და მის დეზინფორმაციულ ხასიათსაც ხსნის. ვიდეოში ქალი შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფება და დანთებულ კოცონზე სამედიცინო პირბადის დნობის ფონზე, მის საფრთხისშემცველობაში გვარწმუნებს: „ ვნახავთ, რა მოსდის აი, ამ ჩვეულებრივ, ჰიგიენურ, სულელურ, იდიოტურ ნიღაბს“.


მოამზადა თამთა კაპანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist