რის გამო გაუქმდა ავიამიმოსვლა რუსეთთან და ვინ უკავშირებს ტურიზმის შემცირებას გიორგი გაბუნიას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

254
VIEWS

პირველ თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუ” გიორგი გაბუნიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. კარდჰუს მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ეროვნული ტურიზმის განვითარებისკენ და არდადაგების უკრაინისგან ანექსირებულ ყირიმში გატარებისკენ მოუწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ პუტინს რუსულად აგინა, რუსეთის პრეზიდენტმა ეს საბაბად გამოიყენა და საქართველოს მიმართულებით ფრენები გააუქმა, რამაც საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა და ეკონომიკური კრიზისი გააღრმავა. 

Screenshot 18 რის გამო გაუქმდა ავიამიმოსვლა რუსეთთან და ვინ უკავშირებს ტურიზმის შემცირებას გიორგი გაბუნიას?

მტკიცება იმის შესახებ, რომ პუტინმა რუსეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენები გიორგი გაბუნიას მხრიდან მისი გინების გამო გააუქმა, მცდარია. რეალურად, პუტინმა ეს გადაწყვეტილება საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, გიორგი გაბუნიას გადაცემამდე 2 კვირით ადრე მიიღო. ხოლო რუსეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსული შემოსავალი გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთი-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეწყვეტის ბრძანება 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ბრძანება ძალაში 2019 წლის 8 ივლისს შევიდოდა. პუტინმა ეს განდაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ივნისს რუსი პარლამენტარის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს მოსაქალეობის მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც გავრილოვს ქვეყანის ნაადრევად დატოვება მოუწია. პირდაპირი ფრენების შეწყვეტასთან ერთად პუტინმა მთავრობას საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების რუსეთში დაბრუნება დაავალა, ხოლო ტურისტული კომპანიები საქართველოს მიმართულებით ტურისტულ საგზურებს აღარ გასცემდნენ. 

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, მან “რუსთავი ორის” ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე 2019 წლის 7 ივლისს აგინა. ამ დროს რუსეთი-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებიდან უკვე 2 კვირაზე მეტი იყო გასული. 

  • რუსეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსული შემოსავალი გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებული შემოსავალი 3 051 424 548 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 მილიონი დოლარით მეტი იყო. ამასთანავე, 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურობიდან 5 მილიონი ტურისტული მიზნით განხორციელდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტი იყო.

ამას გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით,  რუსეთის მოქალაქეები ევროპის, ამერიკისა და აზიის მოქალაქეებთან შედარებით საქართველოში გაცილებით ნაკლებს ხარჯავდნენ. ვიზიტზე საშუალო ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ს (3 813 ლარი) მოქალაქეებს ჰქონდათ. რუსეთის მოქალაქეების საშუალო დანახარჯი კი 1 282 ლარს შეადგენდა. 

“მითების დეტექტორმა” საქართველოს ტურიზმში რუსეთის როლის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist