“რეზონანსმა” მითი იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში ქმრების მიერ ცოლების ჭამა ნებადართულია, გააცოცხლა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rezonansi shARE
1.1k
VIEWS

22 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით „თუ ქმარს მოშივდა და საჭმელს ვერ ნახავს, უფლება აქვს ცოლს რამე მოაჭრას და შეჭამოს“. რეზონანსის სტატიის მიხედვით, საუდის არაბეთის მთავარმა მუფტმა (უმაღლესმა სასულიერო პირმა) აბდულ-აზიზ ალ აშ-შეიხმა განაცხადა, რომ შიმშილის შემთხვევაში, ქმარს უფლება აქვს, საკუთარი ცოლი შეჭამოს. რეზონანსის მტკიცებით ამ განცხადებას უკვე მოჰყვა სკანდალი საუდის არაბეთსა და სოციალურ ქსელებში. გაზეთი წყაროდ თავად მუფტის განცხადებას უთითებს, თუმცა არ აზუსტებს, სად და როდის გააკეთა მუფტმა მსგავსი განცხადება.

გაზეთ “რეზონანსის” გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა, რომელიც  2015 წელს რუსთავი 2-ის ეთერში “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ გაახმოვანა.   საუდის არაბეთის მუფტმა აბდულ-აზიზ ალ აშ-შეიხმა პროირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მის მიერ მიღებული ფატვა შიმშილის დროს მამაკაცს ცოლის შეჭმის უფლებას აძლევდა, 2015 წელსვე უარყო.

 

"

2015 წელს საუდის არაბეთის  მთავარმა მუფტმა ქმრების მიერ ცოლების ჭამის შესახებ საუდის არაბეთში  ფატვის (რელიგიური კანონის) არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და არაბულ პრესას ოფიციალური განცხადება მიაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ სახის ინფორმაციას მტრული ძალები ავრცელებდნენ. “ეს ასევე არის მცდელობა, შებღალონ ისლამი, როგორც რელიგია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანს და არ ახდენს ქალისა და კაცის დისკრიმინაციას,” – აღნიშნული იყო განცხადებაში.

ლიბანში საუდის არაბეთის ელჩმა ლიბანის ტელევიზია და მედია საშუალებები გააკრიტიკა და მათ არაბთა საემიროს შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთის მუფტმა აბდულ-აზიზ ალ აშ-შეიხმა მიიღო რელიგიური კანონი (ფატვა), რომლის მიხედვითაც მშიერ მამაკაცს უფლება აქვს საკუთარი ცოლი, ან ცოლის სხეულის ნაწილი შეჭამოს, 2015 წლის აპრილის დასაწყისში პროირანულმა მედიამ (ონლაინ პორტალმა Al Alam და ლიბანურმა ვებოგვერდმა Tayyar.org) გაავრცელეს. მსგავსი ინფორმაცია  გადაუმოწმებლად და წყაროს მითითების გარეშე სხვა მედია საშუალებებითაც  ვრცელდებოდა.

ამ ცრუ ფატვას შესახებ ინფორმაციის საწყისად მაროკოელ ბლოგერს მიიჩნევენ. CNN-ის არაბულ გამოცემასთან ინტერვიუში ინტერნეტ სააგენტოს რედაქტორმა განმარტა, რომ ბლოგერი, სახელად “მაროკოელი ისრაფელი” (Israfel Moroccan) სარკაზმით დასცინის მთავარ მუფტს, რომელიც ცნობილია თავისი წინააღმდეგობრივი განცხადებებით. მაგალითად, მან განაცხადა, რომ Twitter ბოროტების წყაროა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ეკლესია უნდა დაინგრეს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სვეტის სახელია “Akhbar al-Tanz”, რაც მაროკოულ დიალექტზე “სარკასტულ ინფორმაციას” ნიშნავს, ბევრმა მედია საშუალებამ, მათ შორის პრო-ირანულმა, ეს ხუმრობა როგორც უტყუარი, რეალური ფაქტი გააშუქა.

ამ ცრუ ფატვას გარშემო დიპლომატიური გაურკვევლობა არაბულ სახელმწიფოებში აპრილის თვეშივე მოგვარდა და ადგილობრივმა საზოგადოებებმაც გაიგეს, თუ რა სახის გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ჰქონდათ საქმე.

მსგავსი დეზინფორმაცია ქართულ მედიაში პირველად 2015 წლის ნოემბერში გაჩნდა, როდესაც რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა “კურიერი P.S” ეთერში „ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე საუდის არაბეთში ქმრის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლა და ჭამა ნებადართულია, რაზეც აშშ-ს რეაქცია არ აქვს. მის მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანს აშშ-ს დისკრედიტაცია წარმოადგენდა.  2015 წელს მითების დეტექტორმა აღნიშნულ დეზინფორმაციაზე მასალა მოამზადა.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საუდის არაბეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist