კრემლის გავლენის ინდექსი, 2017

0
SHARES
443
VIEWS

1კრემლის გავლენის ინდექსი არის თვისობრივი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რათა გაიზომოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაძლებლობები, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. წინამდებარე ანგარიში უკრაინის, საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს.

ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტები, საჯარო მოხელეები, მედია ექსპერტები, ჟურნალისტები, სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებები და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ჩართული არიან დეზინფორმაციასთან და პროპაგანდის გავლენასთან ბრძოლაში რეგიონში, მონაწილეობდნენ პროცესში.

ანგარიში გამოიცა Black Sea Trust-ის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, რომელიც დეტექტორ მედიამ (უკრაინა) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელა: ევროპული ღირებულებები (ჩეხეთის რესპუბლიკა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და პოლიტიკური კაპიტალი (უნგრეთი). ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ან სხვა პარტნიორების მოსაზრებებს.

ავტორები: 
საქართველო – თამარ კინწურაშვილი, დალი ქურდაძე, სოფო გელავა
ჩეხეთის რესპუბლიკა – იაკუბ იანდა, ვერონიკა ვიჩოვა
უნგრეთი – გიორი ლორანი, პატრიკ ჟიჩერლი
უკრაინა – რომან შუტოვი, დიანა დაციკი
რედაქტორი: რომან შუტოვი, წამყვანი ექსპერტი
დიზაინი:  იანა დობრიანსკა

More Posts
Source

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist