ანტიდასავლური პროპაგანდა, 2016

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

243
VIEWS

2კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში განხორციელდა.

ანგარიში 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის მეთოდები და რუსული წყაროები. ბოლო ნაწილში განხილულია ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის” ფორმატში გამოვლინდა.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი
მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა
მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია, ნათია გოგოლაშვილი

ბმულიანტიდასავლური პროპაგანდა, 2016

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist