რეალური ვაქცინაცია თუ სიმულაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

44
VIEWS

8 თებერვალს ანტი-ვაქსერმა აქტივისტმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვაქცინაციის პროცესია ასახული, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ შპრიცს, რომელიც მამაკაცის მხარზეა მიდებული, დამცავი თავი უკეთია. პოსტს ერთვის ავტორის შემდეგი კომენტარი: “კომედიააა რააააა…. ????????”. ვიდეო 16-წამიანია და სხვა დამატებითი ინფორმაცია არც ვიდეოში და არც თანმხლებ კომენტარშია მოცემული.

;

გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვაქცინაციის სიმულირება ხდება. რეალურად, ვიდეო ქალაქ ბილზენშია გადაღებული და რეალური ვაქცინაციის დაწყებამდე აცრის სიმულაციის პროცესს ასახავს. 

რეალურად რას ასახავს ვიდეო?

აღნიშნული ვიდეო შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ბელგიაშიც გავრცელდა, ამასთან დაკავშირებით ბელგიური გამოცემა Knack-იც წერდა. ვიდეოს ბელგიელი მინისტრი ბარტ სომერსიც გამოეხმაურა. სომერსი ფლამანდური მთავრობის ვიცე-პრემიერი და ქალაქ მეხელენის მერია, სწორედ ის არის ასახული გავრცელებულ ვიდეოშიც.

;

სომერსმა ტვიტერზე აღნიშნა, რომ მას ვაქცინა არ გაუკეთებია და ეს მხოლოდ ტესტირება ე.წ. dry run იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ვაქცინაციის დაწყებამდე, იმისათვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და არსებული შეფერხებები დროულად გამოიკვეთოს, სიმულაცია ტარდება. მსგავსი სიმულაციები არა მარტო ბელგიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ტარდება.

ბარტ სომერსის ვიდეოკადრები 1 თებერვალს ბელგიურმა ტელევიზიამ VRT-მ გაუშვა, სადაც ჟურნალისტი კადრების ჩვენებამდე აღნიშნავს, რომ ბელგიის ქალაქ ბილზენში “თეორიული ვაქცინაცია” ჩატარდა.

;

;

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ვიდეოები, რომელიც ანტი-ვაქსერების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ სხვადასხვა საჯარო პირებს, რომლებიც ვაქცინაციის პოპულარიზაციას ახდენენ, რეალურად არ ცრიან და ვაქცინაცია დადგმულია. სხვა ვიდეოების შემთხვევებში ვაქცინაცია რეალურად მიმდინარეობდა, თუმცა უსაფრთხო შპრიცების გამოყენებით, რაც მანიპულაციურად გავრცელდა და მცდარი შთაბეჭდილება შექმნა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist