რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

11.1k
VIEWS

17 ოქტომბერს კრემლის მედიებმა, მათ შორის Правда-მ და Общественная служба новостей-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის ერთ-ერთმა ტელეარხმა INN-მა უკრაინელ გოჭზე ანიმაცია გადაიღო. Правда-ს სტატიას თანდართული აქვს ტელეგრამზე გამოქვეყნებული შესაბამისი ანიმაციის ვიდეოც. ანიმაცია რუსულენოვანმა (1,2,3,4,5) და ქართულენოვამა (1,2) ფეისბუკ-ანგარიშებმაც გაავრცელეს. ვიდეო რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებშიც (1,2,3) გამოქვეყნდა.

gotchebi რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

gotchebi1 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

ანიმაციაში უკრაინის დროშიანი და ნაცისტურ სიმბოლიკიანი გოჭი რუსეთის დროშიან დათვს გაურბის და ევროკავშირში შეშვებას ითხოვს. კარიბჭის გაღების შემდეგ ევროკავშირში გოჭი ანგელოზს შეჰყავს, თუმცა მალევე ცუდი ქცევის გამო გოჭს უკან გამოაგდებენ. გამოგდებულ გოჭს ხელში დათვი იყვანს და ევროკავშირში აბრუნებს, რის შემდეგაც კარიბჭე იხურება და რუსულ და ინგლისურ ენებზე ჩნდება წარწერა: “ის რასაც ევროპა მხარს უჭერს, ევროპაში უნდა დარჩეს”. ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში წითელი ლოგო INN ჩანს, ფეისბუკ-ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოს ვერსიაში ანიმაციის შემდეგ INN Channel-ის ლოგო მთელ ეკრანზე ჩნდება.

gotchebi2 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

ინფორმაცია, თითქოს გავრცელებული ანიმაცია ისრაელის არხმა INN-მა გადაიღო, მცდარია. ანიმაციის სრული ვერსია რუსულ ტელეგრამზე არხზე გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინული დროშის და ნაცისტური სიმბოლიკის მქონე გოჭის შესახებ მოკლე ანიმაციებს სერიალის სახით აქვეყნებს. ტელეგრამ-არხის აღწერის მიხედვით მას რუსეთში მცხოვრები ადმინისტრატორი მართავს.

ანიმაცია პირველად 11 ოქტომბერს რუსულ ტელეგრამ-არხზე СВО – Свинка В Обмороке (გონებადაკარგული ღორუკა) გამოქვეყნდა. ეპიზოდის ქუდის მიხედვით ანიმაცია სერიის “არა რუსოფობიას” მეათე თავია და მას “Хлевропа и Бешенцы” (ევრობოსელი/ბოსელი ევროპა და ცოფიანები) ჰქვია.

gotchebi3 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

ანიმაციის პირველი ნაწილი 1 სექტემბერს გამოქვეყნდა. ტელეგრამ არხის აღწერის მიხედვით, ის რუსეთში მცხოვრებ, რუსეთის მოქალქეს “ჟენკას” ეკუთვნის. ხოლო გონებადაკარგული გოჭი უკრაინის მხოლოდ ‘არანორმალური’ ნაწილის სიმბოლოა.

gotchebi4 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს ვერსიას ორიგინალი ვიდეოს დასაწყისი ქუდი და ბოლო ტიტრები “დასასრული”/“ევროპის დასასრული?” მოჭრილი აქვს და INN-ის ლოგო აქვს დამატებული. აღნიშნული ლოგო ზედა მარჯვენა კუთხეში ასევე გასდევს მთლიან ვიდეოს, რაც ორიგინალ ვერსიაში არ გვხვდება.

gotchebi5 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?
მოჭრილი ნაწილები
gotchebi6 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?
დამატებული ნაწილი

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ამ ინიციალებს, შესაძლოა, ორი არხი შეესაბამებოდეს: Arutz Sheva (მე-7 არხი), რომელიც ინგლისურად სახელწოდებას Israeli International News-ის იყენებს და Israeli Now News-ი. თუმცა არც ერთი არხის ლოგო არ შეესაბამება ვიდეოში გამოყენებულ სიმბოლოს. აღნიშნულ არხებს რუსული ანიმაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

gotchebi7 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

განახლება: СВО – Свинка В Обмороке-ს მიერ გამოქვეყნებული ანიმაცია მოგვიანებით ებრაულენოვანმა ტელეგრამ-არხმა (და არა ტელევიზიამ) INN-მა დამუშავებული სახით გამოაქვეყნა. 

12 ოქტომბერს СВО – Свинка В Обмороке-ს მიერ შექმნილი ანიმაცია ებრაულენოვამა ტელეგრამ-არხმა INN: אוּקרוֹנַאצים-მა დამუშავებული სახით გამოაქვეყნა და თავისი ლოგო დაადო. ანიმაციური ვიდეოს სწორედ ეს ვერსია გაავრცელა კრემლის მედიამ და ტელეგრამ-არხი ისრაელის ერთ-ერთ ტელევიზიად წარმოაჩინა. ტელეგრამ-არხი INN: אוּקרוֹנַאצים-ი პოსტებს უმეტესწილად ებრაულ ენაზე აქვეყნებს, თუმცა პერიოდულად გვხვდება რუსულენოვანი პოსტებიც. არხი პრორუსული ხასიათისაა. რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში მცხოვრები გამომწერების მისასალმებელ პოსტში, აღნიშნულია რომ არხი “ანტიფაშისტ ებრაელებს” ეკუთვნის, რომლებსაც ისტორია ახსოვთ და “სპეცოპერაცია Z-ს” მხარს უჭერენ.

Screenshot 18 4 რეალურად ვინ შექმნა ისრაელის არხის სახელით გავრცელებული ანიმაცია უკრაინელ გოჭზე?

რუსული პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე სხვა სახელმწიფო არხები/კომპანიები ანიმაციებს ქმნიან და უკრაინას ნეგატიურ კონტექსტში აჩვენებენ, რაც უკრაინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იხილეთ ამავე თემაზე გავრცელებული სხვა დეზინფორმაციაც, რომელიც ფრანგული ანიმაციური სტუდიის მიერ შექმნილ ვიდეოს ეხება:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist