რეალურად რომელ მემორიალთან მოიყარა მუხლი პოლონეთის პრეზიდენტმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

693
VIEWS

15 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეიბუქ მომხმარებლებმა (1,2,3) პოლონეთის პრეზიდენტის ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ჩანს, როგორ იჩოქებს ანჯეი დუდა მემორიალის წინ. თანდართული აღწერის მიხედვით, ანჯეი დუდამ ვარშავის სასაფლაოზე მდებარე  “უკრაინის მეამბოხეთა არმიის” (UPA) მემორიალთან მუხლი მოიყარა და პოლონეთის ხელმძღვანელობას UPA-ს მიერ გასულ საუკუნეში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება არ აინტერესებს.

იდენტური შინაარსის პოსტი ასევე გავრცელდა უკრაინულ ჯგუფში ПОГОВОРИМО? СВІТ. УКРАЇНА. МИ.

Screenshot 8 5 რეალურად რომელ მემორიალთან მოიყარა მუხლი პოლონეთის პრეზიდენტმა? Screenshot 9 4 რეალურად რომელ მემორიალთან მოიყარა მუხლი პოლონეთის პრეზიდენტმა?

მტკიცება, რომ ანჯეი დუდამ მუხლი “უკრაინის მეამბოხეთა არმიის” მემორიალთან მოიყარა, მცდარია. რეალურად, გავრცელებულ ვიდეოში ასახულია როგორ იჩოქებს პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების მემორიალთან, რომლებიც 1920 წელს ბოლშევიკების წინააღმდეგ პოლონეთის არმიის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ.  

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ნამდვილად ასახავს ანჯეი დუდას ვიზიტს ვარშავის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი პატივს არა “უკრაინის მეამბოხეთა არმიის”, არამედ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცებს მიაგებს. ვიზიტის ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიამაც გამოაქვეყნა

Screenshot 10 3 რეალურად რომელ მემორიალთან მოიყარა მუხლი პოლონეთის პრეზიდენტმა?

მემორიალის მაღალი ხარისხით გადაღებულ ფოტოებში გარკვევით ჩანს წარწერა “უკრაინის არმიის მემორიალი” და წლები 1918-1920. ამ პერიოდში “უკრაინის მეამბოხეთა არმია” საერთოდ არ არსებობდა. 

Screenshot 11 4 რეალურად რომელ მემორიალთან მოიყარა მუხლი პოლონეთის პრეზიდენტმა?
ფოტო: ipn.gov.pl

1943 და 1945 წლებში “უკრაინის მეამბოხეთა არმიის” (UPA) წევრებმა ათასობით პოლონელი დახოცეს ვოლინის რეგიონში, რომელიც დღეს თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის ნაწილია. მხარეები ისტორიის ამ მონაკვეთის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. პოლონური მხარის მტკიცებით, UPA-ს წევრებმა 100,000 პოლონელი დახოცეს.  პოლონეთის პარლამენტმა აღნიშნულ ტრაგედიას გენოციდიც უწოდა, რასაც უკრაინული მხარე არ ეთანხმება. უკრაინის მონაცემებით, UPA-ს წევრების ქმედებებს 20-დან 30 ათასამდე პოლონელი ემსხვერპლა.

ასევე მცდარია მტკიცება, რომ პოლონეთის ხელმძღვანელობას მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ პოლონელი მოსახლეობის დახოცვა არ აინტერესებს. ამ თემაზე ბოლო განცხადება დუდამ 11 ივლისს, ვოლინის ტრაგედიის 79-ე წლისთავზე გააკეთა. მან მოუწოდა უკრაინას აღიაროს სიმართლე, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 1943-45 წლებში 100,000 პოლონელი დახოცეს.

ანჯეი დუდას შესახებ ადრე გავრცელებული დეზინფორმაციები ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist