რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

844
VIEWS

16-17 ივნისს ფეისბუქ-პროფილებმა ლილუ ლილუ, ლაშა მენთეშაშვილი და ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში ჩანს, რომ დიდი რაოდენობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მიწაზე გაუნძრევლად წევს. პოსტებში წერენ, რომ კანზასის შტატში ათასობით ცხოველი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიხოცა, ფერმერები კი ახსნას ვერ პოულობენ. 2 პოსტში აღნიშნულია, რომ პირუტყვის დახოცვის მიზანი სასურსათო კრიზისისა და შიმშილის ხელოვნურად გამოწვევაა. 

ლილუ ლილუ საკუთარი პოსტის კომენტარებში წერს: “ხელოვნური ხორცის დასამზადებელი ფაბრიკები უნდათ აამუშაონ სრული დატვირთვით”.

Screenshot 28 2 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

იგივე ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ-პროფილებმაც გაავრცელეს. მათი ნაწილი (1, 2, 3) წერს, რომ პირუტყვის სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, ერთ-ერთი კი ამტკიცებს, რომ ცხოველებს განზრახ კლავენ.  

Screenshot 29 2 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

მტკიცება, თითქოს კანზასის შტატში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს და მომხდარი ხელოვნური ხორცის ქარხნების ამუშავებას ან სასურსათო კრიზისის ხელოვნურად შექმნას უკავშირდება, დეზინფორმაციაა. რეალურად, პირუტყვის დახოცვა უკიდურესმა სიცხემ და ტენიანობამ გამოიწვია.

კანზასის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ ლარამ 15 ივნისს განაცხადა, რომ მინიმუმ 2000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის მიზეზი მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა გახდა.

Screenshot 30 1 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

გარდა ამისა, პოსტის ავტორი პირუტყვის დახოცვას ხელოვნური ხორცის ქარხნების ამუშავებას მანიპულაციურად უკავშირებს, კომენტარების ველში ასევე ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პირუტყვი განზრახ დახოცეს, რათა ხელოვნური კრიზისი შექმნან.

Screenshot 31 2 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

ჩრდილო-დასავლეთ კანზასში ორშაბათს, 13 ივნისს ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია. კანზასის მეცხოველეობის ასოციაციის სპიკერმა სკარლეტ საგინსმა განაცხადა, რომ ტემპერატურამ და ტენიანობამ სწრაფად მოიმატა, ხოლო გრილი ქარები შეწყდა და მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა ამ ცვლილებასთან აკლიმატიზაცია ვერ მოახერხა.

Screenshot 32 2 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

აღსანიშნავია, რომ  აშშ-ში კანზასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობით მესამე შტატია ტეხასისა და ნებრასკას შემდეგ, ათასობით პირუტყვის სიკვდილმა კი აშშ-ს მესაქონლეობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მარცვლეულის მარაგი საგრძნობლად შემცირდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მაღალი სიცხის გამო კვდება. 2017 წლის ივნისში განსაკუთრებულად მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ კალიფორნიის შტატში 4000-6000 ფერმის ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

Screenshot 33 1 რეალურად რატომ დაიხოცა კანზასში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

2022 წლის აპრილში საპირველაპრილო ხუმრობა აშშ-ში ხორცის აკრძალვასთან დაკავშირებით რეალურ ინფორმაციად გაავრცელეს და ელიტების მიერ გლობალური კონტროლის დამყარების კონსპირაციას დაუკავშირეს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist