რეალურად რას ასახავს ფოტო, რომელსაც სპორტსმენების ვაქცინაციას უკავშირებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

120
VIEWS

26 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა „ლელა პრაგამ“ საკუთარ ანგარიშზე გააზიარა ფოტო საფეხბურთო მატჩიდან, რომელზეც შეუძლოდ მყოფ ფეხბურთელსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით პოსტის ავტორი წერს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ სპორტსმენებში 779 გულის გაჩერებისა და 500 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

Screenshot 6 რეალურად რას ასახავს ფოტო, რომელსაც სპორტსმენების ვაქცინაციას უკავშირებენ?

გავრცელებული ფოტო ვაქცინაციას არ უკავშირდება, ხოლო მოყვანილი სტატისტიკა სპორტსმენების გულის გაჩერებასა და ინფარქტზე ვაქცინების მიმართ შიშის დათესვას ისახავს მიზნად. არ არსებობს მტიცებულება, რომ ვაქცინაცია სპორტსმენებში გულის შეტევის გაზრდილ რისკს უკავშირდება.

რეალურად, ფოტო კოვიდ-19ის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეულ შესაძლო გულის შეტევას არ უკავშირდება. ფოტო 2012 წელს იტალიური სერია B-ს გუნდების პესკარა-ლივორნოს დაპირისპირებას ასახავს. მატჩის 31-ე წუთზე კლუბ „ლივორნოს“ ნახევარმცველ პიერმარიო მოროსინის გულის შეტევა დაეწყო და საავადმყოფოში  მისვლამდე გარდაიცვალა. ფოტოზე გულის შეტევის პირველი წუთებია დაფიქსირებული.

სტატისტიკას, რომელიც პოსტშია მოყვანილი, წყარო არ ახლავს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია სპორტსმენების გარდაცვალებას იწვევს. საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) განმარტავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სპორტსმენებში გულის დაავადებების ზრდასთან დაკავშირებით და არ ჰქონიათ შემთხვევები, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით იყო გამოწვეული. ამას გარდა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის განყოფილების უფროსი დოქტორი ჯეფრი მორისი Reuters-თან კომენტარში აცხადებს, რომ თუკი გვინდა, რომ დადასტურდეს კავშირი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრასა და გულის პრობლემების გაზრდილ რიცხვს შორის, პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა, რომ დაგროვდეს მონაცემები, რომელთა თანახმადაც აცრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მსგავსი ფაქტები სპორტსმენებში, თუმცაღა ასეთი რამ ჯერ არ შეინიშნება და ამიტომ მიზეზშედეგობრივ კავშირებზე საუბარი საკმაოდ ადრეა. 

გავრცელებული დეზინფორმაცია Politfact-მაც გადაამოწმა. მათთან კომენტარში, მეთიუ მარტინეზმა, კარდიოლოგმა, რომელიც საფეხბურთო, საკალათბურთო და ჰოკეის ამერიკის ეროვნულ ასოციაცებში მუშაობს და მორისტაუნის სამედიცინო ცენტრში წამყვანი სპორტული კარდიოლოგია, განაცხადა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული არცერთი მსგავსი შემთხვევა იმ სპორტის სახეობებში, როგორიცაა ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი და ჰოკეი არ ფიქსირდება. 

ექიმები აღნიშნავენ, რომ სპორტსმენების გულის გაჩერების ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ არც უჩვეულოა, ის შეიძლება სხვადასხვა მიზეზებთან იყოს დაკავშირებული, როგორიცაა დეჰიდრატაცია, გენეტიკური გულის დაავადება და სხვა ფაქტორები. რაც შეეხება კოვიდ19-ის ვაქცინას, მან ძალიან იშვიათ შემთხვევებში პოტენციურად შესაძლოა გამოიწვიოს გულის ანთება – მიოკარდიტი და პერიკარდიტი, თუმცა შემთხვევები ძირითადად მსუბუქია და მალე იკურნება. როგორც წამლებისა და ვაქცინების ბრიტანული მარეგულირებელი აღნიშნავს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სპორტული აქტივობა ვაქცინირებულებში მიოკარდიტის და პერიკარდიტის რისკს ზრდის.

“მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა სპორტსმენების შეუძლოდ გახდომის რამდენიმე შემთხვევა, რომლებსაც ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებდნენ:


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist