რეალურად რა (არ) თქვა ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში და რას ამტკიცებს ალტ-ინფო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

238
VIEWS

20 სექტემბერს  პრორუსული პროპაგანდისტული ტელევიზია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა და გადაცემის წამყვანმა გიორგი ქარდავამ რუსეთ-უკრაინის ომის სამომავლო განვითარების შესახებ ისაუბრა და კონკრეტულად  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივას შეეხო. ქარდავას თქმით, ბაიდენმა 19 სექტემბრს განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე “ქიმიურ ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს” გამოუყენებს, აშშ-ის პასუხი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გარიყვა იქნება.  

გიორგი ქარდავა, “კონსერვატიული მოძრაობა:” ბაიდენის გუშინდელ განცხადებაში ჩანს, რომ ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს უკრაინის ტერიტორიაზე ან ქიმიურ, ან ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას, ამერიკელების პასუხი ამაზე იქნება უბრალოდ რუსეთის გარიყვა. არა საპასუხო ბირთვული დარტყმის მიყენება, არამედ არ ვიცი ალბათ, კიდევ უფრო უპრეცედენტო, ორჯერ გამორთავენ SWIFT-დან  და ალბათ გაებუტებიან, ხო, არ ვიცი, როგორ გამოიყურება გარიყვა რუსეთის, მაგრამ ანუ რუსეთმა პირდაპირ მიიღო სიგნალი, რომ ამერიკა არ აპირებს ბირთვულ დაპირისპირებაში შესვლას რუსეთთან, თუ რუსეთი დაარტყამს ბირთვულ იარაღს უკრაინას”.

მტკიცება, თითქოს ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი მხოლოდ “გაირიყება,” ყალბია. რეალურად, ბაიდენმა ჟურნალისტს უთხრა, რომ რუსეთის ქმედებას შედეგები მოჰყვებოდა, თუმცა ამ შედეგებზე შეგნებულად არ ისაუბრებდა, ხოლო ზუსტ შედეგებს ქმედების მასშტაბი განსაზღვრავდა. 

ქარდავა ჯო ბაიდენის 18 სექტემბრის ინტერვიუს ეხმაურება. ბაიდენი ტელეკომპანია CBS-ის გადაცემის  “60 წუთის” წამყვანს სკოტ პელის ესაუბრა. 

ბაიდენი სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს. პელიმ პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას ეტყვის პუტინს, თუკი ის უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გეგმავს. შეკითხვაზე ბაიდენმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, ეს არ ექნა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა, შესაბამის შედეგებს მიიღებდა. ბაიდენმა ჟურნალისტს უთხრა, რომ რა თქმა უნდა, ზუსტად არ იტყოდა, რა იქნებოდა ეს შედეგები, თუმცა რუსეთი იმაზე მეტად გარიყული იქნებოდა, ვიდრე ოდესმე, ხოლო ამერიკის მხირდან გაცემულ პასუხს რუსეთის ქმედების მასშტაბი განსაზღვრავდა. 

  • სკოტ პელი: რას ეტყოდით პუტინს, თუ ის ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს?
  • ჯო ბაიდენი: არა, არა, არა, ეს ომის სახეს შეცვლის იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ რამეს შეუცვლია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
  • სკოტ პელი: და ამ ქმედების შედეგები რა იქნება? რა იქნება აშშ-ის პასუხი?
  • ჯო ბაიდენი: გგონია, გეტყოდი ზუსტად რომ ვიცოდე, რა იქნება პასუხი? რა თქმა უნდა, არ გეტყოდი, მაგრამ შედეგები იქნება. რუსეთი იმაზე მეტად იქნება გარიყული, ვიდრე ოდესმე, და მათი ქმედების მასშტაბი შესაბამის პასუხს განსაზღვრავს.

ჯო ბაიდენმა ინტერვიუში უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და არ უთქვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევგაში ამერიკის პასუხი რუსეთის მიმართ მხოლოდ მისი “გარიყვა” ან ეკონომიკური სანქციები იქნებოდა. 

“მითების დეტექტორმა” ჯო ბაიდენთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული დეზიფორნმაციები წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist