რეალურად გააორმაგა თუ არა აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

154
VIEWS

9 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა  ფეისბუქზე გამოქვეყნა პოსტი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპა მოატყუა და აიძულა უარი ეთქვა რუსულ ნავთობზე, რის პარარელურადაც, თავად აშშ იმაზე ორჯერ მეტ ნავთობს ყიდულობს რუსეთისგან, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომამდე ყიდულობდა.

Screenshot 28 რეალურად გააორმაგა თუ არა აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვები?

მტკიცება იმის შესახებ, თითქოს აშშ-მა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა გააორმაგა, მცდარია. აშშ-მა რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ხოლო აშშ-ში მესამე ქვეყნიდან მოხვედრილი შესაძლო რუსული ნავთობი, რომელზეც სხვადასხვა წყაროები საუბრობენ, ემბარგოს პირობებში გაორმაგებულ რაოდენობას არ წარმოადგენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, 8 მარტს აშშ-მა რუსულ ნავთობზე, თხევად ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე ემბარგო დააწესა. მას შეუერთდნენ კანადა, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალიაც. 30 მაისს, ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, 6 თვის ვადაში ეტაპობრივად დაადოს ემბარგო საზღვაო გზით მიღებულ რუსულ ნავთობს, რომელიც ამ ქვეყნიდან ნაყიდი ნავთობის 90%-ს შეადგენს. აღსანიშნია, რომ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამდეც გარკვეულმა ქვეყნებმა და კომპანიებმა საკუთარი ნებით შეზღუდეს რუსული რესურსების შესყიდვა. 

Screenshot 29 რეალურად გააორმაგა თუ არა აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვები?
წყარო: Statista

2022 წლის იანვართან შედარებით, აშშ-მა თებერვალში ორჯერ მეტი ნავთობის იმპორტი განახორციელა რუსეთიდან (16400000 ბარელი). საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაწესებული ემბარგოს მიუხედავად მარტშიც მაღალი იყო (17825000 ბარელი). თუმცა, ამას თავისი ახსნა აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნავთობის ეს პარტია სანქციების დაწესებამდე და სავარაუდოდ ომის დაწყებამდეც იყო შესყიდული, ხოლო რუსული ნავთობის ამერიკაში გემებით ჩატანა დიდ დროს საჭიროებს. რუსული პროდუქტის ჩანაცვლების მიზნით, აპრილში აშშ-მა ლათინური ამერიკიდან ბოლო 7 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ოდენობის ნავთობი შეისყიდა.

დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აპრილის თვეში ევროპაში გაყიდული რუსული ნავთობის რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ცნობილმა გამოცემა Wall Street Journal-მა გამოქვეყნებულ სტატიებში გამოააშკარავა ის გზები, რისი საშუალებითაც რუსეთი დამატებითი რაოდენობის ნავთობის გაყიდვას ახერხებს. პირველი ეს არის დანიშნულების ადგილის დაფარვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული აქვთ შემდეგი რამ: “დანიშნულების ადგილი უცნობია”. შემდგომში აღნიშნულ ნავთობს შუაგულ ზღვაში ტვირთავენ დიდ გემებზე, სადაც ის ერევა სხვა ტვირთში და შედეგად იმალება მისი წარმომავლობა. საგულისხმოა, რომ ამგვარი გზით მხოლოდ აპრილის თვეში 11მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი იქნა ჩატვირთული რუსული პორტებიდან გასულ გემებში. ამ გზით შემსყიდველი კომპანიები ცდილობენ რეპუტაციის შენარჩუნებას და სამომავლოდ გარკვეული სანქციების თავიდან არიდებას. ამგვარი მაქინაციური გზის გამოყენება არ არის ინოვაცია და მას იყენებდნენ ირანსა და ვენესუელაზე დაწესებული ემბარგოების დროსაც. 

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი კი რაც პირდაპირ უკავშირდება აშშ-ს , არის ინდური კომპანიების მიერ რუსულ ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნა. აღნიშნული, პირველ რიგში, განპირობებულია რუსული პროდუქტის დაბალი ფასით. შედეგად, ომის დაწყებიდან ინდოეთი რუსეთისგან  ახორციელებს ნავთობის იმპორტის 20%-ს, რაც შეადგენს 800 000 ბარელს დღიურად, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი ომამდე პერიოდში იყო 30 000 ბარელი დღეში. შედეგად, ინდური კომპანიები ამუშავებენ რუსულ ნედლ ნავთობს, ურევენ სხვა ქვეყნებიდან შეძენილ პროდუქტში, გადაამუშავებენ მას ბენზინად და დიზელად, რაც შემდგომში იყიდება და რომლის ნაწილიც სავაურაუდოდ ამერიკაშიც ხვდება. როგორც ნავთობის საკითხების ანალიტიკოსმა მეტ სმიტმა განაცხადა, ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა თუ ინდოეთისგან ნაყიდი რომელი პროდუქტი შეიცავს რუსულ ნავთობს. 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინდოეთი ამჟამად რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 20%-ს ახორციელებს, ხოლო იმ რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი გააქვს ექსპორტზე აშშ-ში, რასაც რუსეთი ყიდდა ამერიკაში ომის დაწყებამდე, შეუძლებელია, რომ ამ გზით  ამერიკულ ბაზარზე დიდი ოდენობით რუსული პროდუქტი შევიდეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist