Ბრაზილიის ჯანმოდან გამოსვლა თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

103
VIEWS

4 ივნისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა საჯარო დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ აქციაზე ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი. ფანტინა ფანტინა ამტკიცებს, რომ ვიდეო ასახავს ბრაზილიის მოქალაქეთა რეაქციას, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

Screenshot 4 4 Ბრაზილიის ჯანმოდან გამოსვლა თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა - რას ასახავს ვიდეო?

გავრცელებული პოსტი, თითქოს ბრაზილიელებმა ქვეყნის ჯანმოდან გასვლა აქციით აღნიშნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო რეალურად 2021 წლის 7 სექტემბერსაა გადაღებული და ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღეს საუ პაულუში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მხარდასაჭერად გამართულ აქციას ასახავს. Გარდა ამისა, მტკიცება თითქოს, ბრაზილიამ ჯანმო დატოვა დეზინფორმაციაა, ქვეყანა ისევ რჩება მოქმედ წევრად.  

  • ვიდეო საუ პაულუში პრეზიდენტ  ჟაირ ბოლსონარუს მხარდასაჭერ აქციას ასახავს

2021 წლის 7 სექტემბერს საუ პაულუში პაულისტას გამზირზე პრეზიდენტის მხარდასაჭერად დაახლოებით 140,000 ადამიანი შეიკრიბა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, უზენაეს სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაში შეიტანა ეჭვი, რასაც ბრაზილიის დიდ ქალაქებში, მათ შორის საუ პაულუშიც, პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანის შეკრება მოჰყვა. გამოსვლების მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტთან დაპირისპირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმპიჩმენტი და ბრაზილიის საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. ფანტინა ფანტინას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ ამ მოვლენას ასახავს.

ფანტინას გამოქვეყნებული ვიდეოს კადრებში ვხედავთ, როგორ უჭირავს ხალხს ყვითელი დროშა, ლურჯი წარწერით, რომელსაც  7 სექტემბრის ვიდეოებშიც ვხვდებით.

Screenshot 5 4 Ბრაზილიის ჯანმოდან გამოსვლა თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა - რას ასახავს ვიდეო?

  • Ბრაზილიას ჯანმო არ დაუტოვებია

ფანტინა ფანტინას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრაზილიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ბრაზილია ისევ არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა.

Screenshot 6 4 Ბრაზილიის ჯანმოდან გამოსვლა თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა - რას ასახავს ვიდეო?
სქრინშოთი: WHO

2020 წლის 5 ივნისს პრეზიდენტი ბოლსონარუ დაიმუქრა, რომ ბრაზილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დატოვებდა, მას შემდეგ, რაც გაეროს სააგენტომ ლათინური ამერიკის მთავრობები გააფრთხილა იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც Lockdown-ის დროზე ადრე მოსხნას შეიძლება გამოეწვია რეგიონში. მიუხედავად დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებისა ბრაზილიაში, ბოლსონარუ ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური ხარჯები გადაწონიდა ჯანდაცვის რისკებს. თუმცა, რეალურად ბრაზილიას ორგანიზაცია არ დაუტოვებია. Აღნიშნული ვიდეო წარსულშიც ვრცელდებოდა და მას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებად წარმოაჩენდნენ. Ამ თემაზე ვრცლად იხილეთ: 


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, ბრაზილია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist