რატომ შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება კრამატორსკის მოსახლეობას და რას წერს რუსული მედია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

162
VIEWS

2 აგვისტოს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Правда-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქალაქ კრამატორსკიდან კიევის რეჟიმი მოსახლეობას ყრის და მათ წყალი, გაზი და ელექტოროენერგია გაუთიშეს.  “კიევის რეჟიმი მთელ ძალებს იყენებს, რომ ხალხი იმ ტერიტორიებიდან განდევნოს, რომლებიც მალე რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება. კრამატორსკის ხელისუფლება საცხოვრებელ კორპუსებს კომუნიკაციებისგან თიშავს – აღნიშნულია Правда-ს სტატიაში.

იდენტური ინფორმაცია სხვა რუსულენოვან მედიებშიც (xvesti.ru, onenewspage.com) გავრცელდა.

gph რატომ შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება კრამატორსკის მოსახლეობას და რას წერს რუსული მედია? re რატომ შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება კრამატორსკის მოსახლეობას და რას წერს რუსული მედია? reph რატომ შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება კრამატორსკის მოსახლეობას და რას წერს რუსული მედია?

ინფორმაცია, თითქოს კიევის რეჟიმი კრამატორსკიდან  მოსახლეობას დევნის, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია მას შემდეგ გასცა, რაც საომარი მოქმედებების გამო, ოლქის არაოკუპირებული ნაწილი გაზის გარეშე დარჩა. გაზსადენი ოკუპირებულ ნაწილზე ან ფრონტის ხაზზე გადის, რაც მის შეკეთებას ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის.

საომარი მოქმედებების გამო კრამატორსკის არაოკუპირებულ ნაწილში გაზმომარაგების პრობლემები მაისიდანვე დაიწყო. გაზსადენი ოკუპირებულ ნაწილზე გადის, რომლის შეკეთებაც საომარი მოქმედებების გამო შეუძლებელი ხდება.  დიდ ქალაქებში გაზმომარაგების გარეშე მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა ზამთარში გათბობის გარეშე დარჩება, რაც თავის მხრივ წყალმომარაგების და სანიტარიულობის (კანალიზაციის) პრობლემას გამოიწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთარში კრამატორსკში  ტემპერატურა  -8 °C-დან 28 °C-მდე აღწევს და იმ შემთხევაში, თუ მოსახლეობა გასათბობად ელექტრო ტექნიკას გამოიყენებს, ქსელები გადაიტვირთება და ავარიული შემთხვევების შანსი გაიზრდება. სარაკეტო შეტევების გამო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები, ელექტროენერგიისა და წყლის ქვესადგურები ზიანდება, ინფრასტრუქტურული ნგრევა კი საკვებითა და მედიკამენტების უზრუნველყოფის პრობლემასაც ქმნის. სწორედ ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

13 ივლისს კრამატორსკის მერმა, ალექსანდრ გონჩარენკომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მძიმე ზამთრისთვის მომზადებულიყვნენ, რამდენადაც მათ შესაძლოა გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნოდათ. გონჩარენკომ პოსტში აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ იყო, ქალაქში გაზმომარაგება ზამთრის სეზონის დაწყებამდე აღდგებოდა თუ არა, ცივი ამინდის დადგომისთანავე კი ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სისტემა გაიყინებოდა. მერმა ასევე განაცხადა, რომ სარეზერვო არხებზე სიმძლავრეები უკვე დატვირთული იყო, კრამატორსკში კი ახლა 68,000 ადამიანი იმყოფებოდა, რაც ზამთარში ასეთი პირობებისთვის ბევრი იყო და ამიტომ მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

ალექსანდრ გონჩარენკო: „პროგნოზები კი არა, რეალობაა, რომლისთვისაც გაზის არარსებობის პირობებში უნდა მოვემზადოთ. კრამატორსკისა და მეზობელი ქალაქების გაზმომარაგების გარეშე 2 თვე. დამპყრობლების მიერ გაზსადენების და ქვესადგურების დაბომბვა, სარემონტო ჯგუფების დაბომბვა,  უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი რეგიონის სასიცოცხლო მნიშვნელობის  ინფრასტრუქტურის მუდმივი განადგურება – ამაზე უკვე ბევრი ითქვა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი გმირების – უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობაზე. ჩვენ მათი გვჯერა! მაგრამ ციგის მომზადება ზაფხულშია საჭირო, ამიტომ ვსაუბრობ ახლა რთულ ზამთარზე.”

პირველ აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა სამოქალაქო პირს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ევაკუაციისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, რეგიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე უკრაინის არაოკუპირებულ დონეცკის ოლქში 200 000-დან 220 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს.

კრამატორსკის ადმინისტრაციული ცენტრის განცხადებით, 2 აგვისტოს მონაცემებით დონეცკის ოლქის 342 დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მუდმივი დაბომბვა  ქსელებს ანადგურებს და ენერგეტიკული კომპანიების გათიშვას იწვევს. აღდგენითი სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს და 1 აგვისტოს განმავლობაში – სპეციალისტებმა ელექტროენერგიის მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ 17 დასახლებაში  შეძლეს. ამ დროსითვის პოკროვსკის, ბახმუცკის, ვოლნოვასკისა და კრამატორსკის რაიონებში 20 690 ოჯახი ელექტროენერგიით უზრუნველყოფილია.
Screenshot 36 რატომ შეუწყდა კომუნალური სერვისების მიწოდება კრამატორსკის მოსახლეობას და რას წერს რუსული მედია?

აღსანიშნავია, რომ კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელსაც რუსეთი რაკეტებს აპრილის დასაწყისიდან უშენს. ბოლოს, 29 ივლისს საცხოვრებელ კვარტალზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. რუსულმა ძალებმა კრამატორსკის საცხოვრებელი უბნები საავიაციო ბომბებით 19 ივლისსაც დაბომბა.  ძლიერი აფეთქებები მოხდა 13 ივლისის დილითაც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist