რატომ შეექმნათ ამერიკელ ფერმერებს პრობლემები და რას წერს Комсомо́льская пра́вда?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

151
VIEWS

22 აგვისტოს რუსულ საიტ Комсомо́льская пра́вда-მ გამოქვეყნდა სტატია სათაურით “გვალვისა და ანტირუსული სანქციების გამო ამერიკელი ფერმერები ანადგურებენ პირუტყვს”. სტატიაში მიხედვით, ამერიკის ფერმერთა ბიუროს ფედერაციის გამოკითხვებით დადგინდა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში ფერმერთა ¾ გვალვების შედეგად დაზარალდა და მაღალი სიცხეებისა და წყლის ნაკლებობის გამო, ფერმერები იძულებულნი არიან გაანადგურონ ადრეული მარცვლეულის კულტურები და მრავალწლიანი ხილის ხეები. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ტენიანობის ნაკლებობაზე მოქმედებს საწვავის მაღალი ფასიც, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით არის განპირობებული.

Комсомо́льская пра́вда-ს სტატია ნაწილობრივ მცდარია. აშშ-ის გარკვეულ რეგიონებში გვალვის პრობლემაა და ფერმერებს მართლაც უწევთ მოსავლისა და ხეხილის ნაწილის განადგურება, თუმცა მცდარია იმის მტკიცება, რომ ამის მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციება. ეს საკითხი არ არის ნახსენები არც ამერიკის ფერმერთა ბიუროს ფედერაციის კვლევაში, რომელსაც რუსული გამოცემა ეყრდნობა, და არც რომელიმე სხვა წყაროში.

14 აგვისტოს ამერიკის ფერმერთა ბიუროს ფედერაციამ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელიც ქვეყნის  დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში არსებულ იმ პრობლემებს ასახავს, რაც დიდი გვალვებისა და შესაბამისად წყლის მოცულობის მკეთრი შემცირების შედეგად ფერმერებს შეექმნათ. მათ დიდი რაოდენობით მარცვლეულისა და ხეხილის განადგურება და პირუტყვის გაყიდვა უწევთ, რაც მომდევნო წლებში მომხმარებლებსაც შეუქმნის პრობლემებს, რადგან ეს რეგიონი ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. თუმცა, დოკუმენტში არსად არ არის ნახსნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენა ფერმერების პრობლემებზე. მსგავსი ინფორმაცია, არამხოლოდ აღნიშნულ კვლევაში, არამედ არც სხვა წყაროებში მოიძებნება. გარდა ამისა,  აღნიშნული პრობლემები ამერიკელ ფერმერებს 2021 წელსაც აწუხებდათ და ეს მათთვის ახალი არ არის, რაც გამოკითხვის შედეგების ანალიზშიც არის ნაჩვენები. 

Комсомо́льская пра́вда-ს სტატიაში გარკვევით არ არის ახსნილი, თუ როგორ მოქმედებს საწვავის მაღალი ფასი ტენიანობის მაჩვენებლის კლებაზე, თუმცა, საწვავის ფასების ზრდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდეც მიმდინარეობდა. პანდემიის დაწყებამდე  ნავთობმწარმოებლებმა შეამცირეს გარკვეული პროექტების დაფინანსება, რამაც ფასი გაზარდა,  მაგრამ კოვიდის გავრცელების გამო მოთხოვნა იმდენად შემცირდა, რომ საწვავი ძალიან გაიაფდა. პანდემიის დასრულებასთან ერთად, მოთხოვნა კვლავ გაიზარდა რამაც ხელი შეუწყო ფასების მკვეთრ ზრდას, რასაც მიმდინარე წელს უკვე რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც დაემატა.

Комсомо́льская пра́вда-ს სტატიის სათაური ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკაში ფერმერები პირუტყვს ხოცავენ, რეალურად კი ამერიკის ფერმერთა ბიუროს ფედერაციის გამოკითხვაში ასახულია საქონლის რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც არა მათი დახოცვის, არამედ გაყიდვის გამო მოხდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist