რატომ იმყოფება აშშ-ს ელჩი ვაშინგტონში და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას დეგნანის შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

443
VIEWS

20 თებერვალს ონლაინ გამოცემამ Info Analytical საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შესახებ ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “გარყვნილი კელის” ელჩობის დროს, საქართველოში ანტიამერიკული განწყობები უმაღლეს ნიშნულზე ავიდა.” მასალაში ნათქვამია, რომ დეგნანი ქვეყნიდან გაიქცა, რაც “ქართველი ხალხის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.” გამოცემის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ “ელჩის საქართველოდან ევაკუაციის” გადაწყვეტილება გაზრდილი ანტიამერიკული განწყობების გამო მიიღო, ხოლო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის 19 თებერვალს გავრცელებული მიმართვა რიტორიკის შეცვლაზე მიუთითებს და აშკარაა, რომ  “ამერიკელებს ქართველ ხალხთან ურთიერთობისას ვაზელინის ხმარა მოუწევთ.” 

მტკიცება იმის შესახებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კელი დეგნანის ევაკუაცია განახორციელა, ყალბია. რეალუარად, აშშ-ს საელჩოს განცხადებით, კელი დეგნანი ვაშინგტონში დროებით, რეგულარულ შეხვედრეში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. 

19 თებერვალს საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რაიან ჰარისის ქართულენოვანი ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა.

ვიდეოში ჰარისმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეები მიმოიხილა.

კელი დეგნანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოცემამ Accentnews.ge აშშ-ს საელჩოს მიმართა. საელჩოში განმარტეს, რომ კელი დეგნანი ვაშინგტონში აშშ-ს მთავრობის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების გასამართად იმყოფება.

აშშ-ს საელჩო: “ელჩი დეგნანი იმყოფება ვაშინგტონში და რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრებს მართავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან.”

დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, როდესაც ელჩი ქვეყანაში არ იმყოფება, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელჩმა თანამდებობა დატოვა.

დეზინფორმაცია კელი დეგნანის საქართველოდან გაძევების შესახებ ადრეც გავრცეცლდა, ვრცლაც იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროს შესახებ:

InfoAnalityca-ზე “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერისა და პრორუსული გამოცემა “თვალსაზრისის” ერთ-ერთი ავტორის ირაკლი ჯანყარაშვილის მასალები ქვეყნდება. ვებ-გვერდი 2022 წლის 12 თებერვლიდან მოქმედებს. 

კელი დეგნანის ევაკუაციის შესახებ დეზინფორმაცია ვებ-გვერდიდან რამდენიმე ირაკლი ჯანყარაშვილმა საკუთარი სხვადასხბა პროფილით რამდენიმე პოლიტიკური და პრორუსული შინაარსის ჯგუფში გააზიარა, მათ შორის: Грузины в России 🇬🇪🇷🇺, “მოქალაქე” “ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze,” “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ჯგუფი,” “ლევან ვასაძე – ერთობა, რაობა, იმედი (მხარდამჭერთა ჯგუფი), “გახარია საქართველოსთვის 25” და  ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები).

Info Analytical-ის მეირ უკრაინასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციეები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist