რატომ გაიკეთა ტეხასელმა ექთანმა ვაქცინა მეორედ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

48
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ზიარდება “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” წარმომადგენლის ლადო სადღობელაშვილის 2020 წლის 18 დეკემბრისპოსტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო საჯარო ვაქცინაციას შეეხება. სადღობელაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ელპასოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ექთნის ვაქცინაციას ასახავს. კადრში ჩანს როგორ უკეთებენ ექთანს ნემსს, თუმცა ვიდეოს ფრაგმენტი ცარიელ ნემსს ასახავს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ექთანს რეალურად ინექცის არ უკეთებენ. სადღობელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს 5900 გაზიარება აქვს.

 

;

ლადო სადღობელაშვილი პოსტი მანიპულაციურია. ელპასოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეჭვების გასაქარწყლებლად, იმუნიზაციის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვიდეოში ნაჩვენები ექთანი ცენტრში კიდევ ერთხელ აცრეს. 

ლადო სადღობელაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო 2020 წლის 15 დეკემბერს ტეხასში, ელპასოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულ ერთ-ერთ პირველ ვაქცინაციას ასახავს. ვაქცინაცია ადგილობრივმა მედიამ KTSM 9 News-მა პირდაპირ ეთერში გააშუქა, თუმცა ერთ-ერთი ექთნის ვაქცინაციას სოციალურ ქსელებში სპეკულაციები და ეჭვები მოჰყვა, რის შემდეგაც მედია ინფორმაციის დასაზუსტებლად სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა. როგორც სამედიცინო ცენტრმა განაცხადა, 2020 წლის 15 დეკემბერს ვაქცინირებულმა ხუთივე მედიკოსმა ვაქცინის სრული დოზა მიიღო, თუმცა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ჭორების გასაფანტად ცენტრმა გადაწყვიტა 16 დეკემბერს აღნიშნული ექთნისთვის ვაქცინაცია თავიდან ჩაეტარებინა.

ელპასოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი: “ექთანი დღეს თავიდან აიცრა. უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი იმუნიზაციის საკითხებში აშშ-ს მრჩეველთა კომიტეტთან ერთად ადასტურებს, რომ ხელახალი ვაქცინაცია არ გამოიწვევს გვერდით მოვლენებს. ექთანი სამი კვირის შემდეგ ვაქცინის მეორე დოზასაც მიიღებს.”

16 დეკემბერს სამედიცინო ცენტრმა ექთნის ხელახალი ვაქცინაციის ამსახველი ფოტოც გაავრცელა.

;

საჯაროდ ჩატარებულ ვაქცინაციებთან დაკავშირებით გავრცელებული ვიზუალური მანიპულაციები და დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist