რატომ გადადგა ენტონი იდენი და რა თქვა მან რეალურად სტალინზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

771
VIEWS

3 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა TIA.GE News  ჯგუფში “თავისუფლება”  გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ფოტო, რომელსაც სტალინის შესახებ იდენის გამონათქვამი ერთვის. პოსტის მიხედვით, ენტონი იდენმა  სტალინის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკა საინტერესო აღარ არის, ამ სიტყვების თქმის შემდეგ კი გადადგა: “სტალინის სიკვდილით მსოფლიოში დასრულდა ლომების ეპოქა და დაიწყო ვირთხების ეპოქა!… პოლიტიკა საინტერესო აღარ არის. უფრო ზუსტად კი, ის საერთოდ შეჩერდა და ადგილი დაუთმო ბეღლის ვირთხების ურთიერთგარიგებებს!!!”
"
აღნიშნული ციტატა ენტონი იდენს არ ეკუთვნის.  ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოდესმე მსგავსი ან მიახლოებული შინაარსის განცხადება გააკეთა. იდენის გადადგომის რეალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და “სუეცის კრიზისის” დროს მის წარუმატებელ როლს უკავშირდება. 

რატომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს იდენის გადადგომა სტალინის გარდაცვალებას?

ენტონი იდენი ბრიტანელი კონსერვატორი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 38 წლის ასაკში გახდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს კი 1955 წლიდან 1957 წლამდე იკავებდა. იდენის, როგორც გამოცდილი დიპლომატის  მსოფლიო რეპუტაცია 1956 წელს დადგა ჩრდილქვეშ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა “სუეცის კრიზის” დროს ახლო აღმოსავლეთში ანგლო-ფრანგული ინტერვენციის მხარდაჭერაზე უარი თქვა.  სუეცის ოპერაციის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ, 1957 წლის 9 იანვარს იდენმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა.  სტალინი 1953 წელს უკვე გარდაცვლილი იყო, იდენი კი პრემიერ-მინისტრი 1955 წელს გახდა, შესაბამისად, მისი გადადგომა სტალინის გარდაცვალების გამო პოლიტიკისადმი ინტერესის დაკარგვას შეუძლებელია უკავშირდებოდეს. იდენის გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და „სუეცის კრიზისის“ მართვაში პრემიერ-მინისტრის წარუმატებლ როლს უკავშირდება. ისტორიკოსების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ იდენმა “სუეცის კრიზისის” დროს არაერთი შეცდომა დაუშვა, რამაც მის მიმართ ნდომა საკუთარ პარტიაშიც კი შეარყია. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად იდენის ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა. სამედიცინო ბიულეტენში, რომელსაც ხელს 4 ექიმი აწერდა, ნათქვამია:

“პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა შემაშფოთებელია. ჩვენი აზრით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას აღარ მისცემს საშუალებას, რომ ზიდოს ის მძიმე ტვირთი, რომელიც პრემიერ მინისტრის თანამდებობისგან განუყოფელია.”

აღსანიშნავია, რომ იდენი 1957 წლამდეც ავადობდა, მაგალითად,  1953 წლის 12 აპრილს მას ბოსტონში ქოლეცისტექტომია ჩაუტარდა, რასაც შემდეგ პოსტოპერაციული მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა.

რას ფიქრობდა იდენი სტალინზე?

მართალია, იდენი სტალინის გარდაცვალების გამო არ გადამდგარა, თუმცა მას საბჭოთა კავშირის ლიდერის მიმართ სიმპათიები ნამდვილად ჰქონდა. ენტონი იდენი სტალინს პირველად 1935 წელს მოსკოვში შეხვდა. 1941 წლის ივნისში ოპერაცია „ბარბაროსას“ დაწყების შემდეგ, იდენმა მხარი დაუჭირა ჩერჩილის გადაწყვეტილებას, რომ ჰიტლერთან ბრძოლაში საბჭოთა კავშირის მოკავშირეები გამხდარიყვნენ. მოგვიანებით იდენი სტალინის შესახებ წერდა: “ვინც კი მინახავს, მათ შორის სტალინი, ყველაზე ძლიერი მომლაპარაკებელი იყო. მას მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ის არასოდეს ყოფილა აგრესიული და უხეში. მშვიდად, მაგრამ დაჟინებით გადმოსცემდა, თუ რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. სტალინი უდავოდ დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ გამორჩეული.”

მიუხედავად ამისა, პოსტში მოყვანილი ციტატა მას არ ეკუთვნის და იდენის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ ღია წყაროში არ იძებნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist