რატომ არის რეგისტრირებული უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აშშ-ის SEC-ის ბაზაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.6k
VIEWS

1 და 2  ოქტომბერს ქართულმა (1) და რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2, 3,) უკრაინის მინისტრთა კაბინეტის რეგისტრაციის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტებს თანდართული აქვთ ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ  უკრაინის მინისტრთა კაბინეტი კერძო კომპანიების ამერიკულ რეესტრში არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ვაშინგტონის ერთ-ერთი ფირმაა. ასევე ვიდეოში ისმის კითხვა, თუ როგორ შეიძლება,  სახელმწიფო დაწესებულება რეგისტრირებული იყოს ამერიკულ რეესტრში, როგორც კერძო კომპანია.

Screenshot 1 1 რატომ არის რეგისტრირებული უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აშშ-ის SEC-ის ბაზაში?

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ამერიკაში რეგისტრირებული კერძო კომპანიაა, სიმართლეს არ შეესაბამება. SEC-ის ვებ-საიტზე “უკრაინის მინისტრთა კაბინეტის” სახელწოდება იმის გამო ფიგურირებს, რომ უკრაინის ფინანსთა მინისტრი 2009 წელს სააქციო საზოგადოება “ნაფტოგაზის” გარანტორი იყო.

ვიდეოს ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ “უკრაინის მინისტრთა კაბინეტი” კერძო კომპანიაა, რამდენადაც ეს დასახელება U.S. Securities and Exchange Commission-ის ელექტრონულ ბაზაში “კომპანიების” საძიებო ველში გვხვდება და მას კონკრეტული ნომერი (CIK 1472775) აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ www.sec.gov აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC)-ის ვებ-საიტია, რომელიც ელექტრონულ ბაზაში (EDGAR) სხვადასხვა “კომპანიის შესახებ” ჩანაწერებს აგროვებს. თუმცა ინგლისურად სიტყვა „კომპანია“ ნიშნავს არა მხოლოდ კერძო კომპანიას, არამედ ორგანიზაციას, დაწესებულებას და ასოციაციასაც. გამოდის, რომ ეს ბაზა მოიცავს არა მხოლოდ კერძო კომპანიების არამედ ზოგადად იურიდიული პირების  შესახებ არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ რეესტრში არსებული ორგანიზაციები ამერიკული კერძო კომპანიები არიან, რამდენადაც EDGAR მოიცავს ინფორმაციას მილიონობით კომპანიის შესახებ, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გაზრდას ემსახურება.

რა არის აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) და ცენტრალური ინდექსის გასაღები (CIK)?

SEC აშშ-ის მთავრობის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიაა, რომელიც  ფასიანი ქაღალდების ბირჟებს, ფასიანი ქაღალდების ბროკერებს და დილერებს, საინვესტიციო მრჩევლებს და ურთიერთდახმარების ფონდებს ზედამხედველობს, რათა სამართლიან გარიგებებსა და თაღლითობისგან თავის დაცვას შეუწყოს ხელი.

რაც შეეხება, კოდურ ნომერს (CIK), ეს არის ცენტრალური ინდექსის გასაღები, რომელიც შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მიერ ფიზიკურ, იურიდიულ პირს ან უცხოური ქვეყნის მთავრობას ეძლევა. კოდური ნომერი მონაცემების იდენტიფიცირებისთვის რამდენიმე ონლაინ ბაზაში, მათ შორის EDGAR-ში გამოიყენება. როგორც უცხოურ, ისე  ადგილობრივ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ EDGAR-ის საშუალებით სარეგისტრაციო განცხადებები და პერიოდული ანგარიშები ელექტრონულად წარადგინონ.  აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა და ჩამოტვირთვა უფასოდ არის შესაძლებელი.

რა ინფორმაცია გვხვდება SEC-ის ვებ-საიტზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ?

აშშ-ის მთავრობის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის ვებ-საიტზე ფაილების განყოფილებაში სიტყვების “უკრაინის მინისტრთა კაბინეტი” (Cabinet of Ministers of Ukraine) ძიებისას შემდეგი ჩანაწერი გვხვდება:  Cabinet of Ministers of Ukraine (acting on behalf of Ukraine) represented by the Minister of Finance of Ukraine  (უკრაინის მინისტრთა კაბინეტი (მოქმედი უკრაინის სახელით) წარმოდგენილი უკრაინის ფინანსთა მინისტრის სახით.)

Screenshot 2 1 რატომ არის რეგისტრირებული უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აშშ-ის SEC-ის ბაზაში?
ვებ-გვერდზე ფაილების განყოფილებაში მხოლოდ 2009 წლის სექტემბერში ატვირთული ორი დოკუმენტი (ტენდერის შეთავაზებისა და აგენტის დანიშვნის შესახებ) არის ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, შესაძლებელია როგორც ამ დოკუმენტების გახსნა, ასევე ჩამოტვირთვა. 

Screenshot 3 1 რატომ არის რეგისტრირებული უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აშშ-ის SEC-ის ბაზაში?

ატვირთული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი (უკრაინის ფინანსთა მინისტრის სახით) ეროვნული სააქციო საზოგადოების „უკრაინის ნაფტოგაზის“ წარმომადგენელია. თავის მხრივ, “უკრაინის ნაფტოგაზი” რეფინანსირების რისკის შესამცირებლად, მეწილეებს არსებული ობლიგაციების ვადის გახანგრძლივებას სთავაზობდა.

ამ შემთხვევაში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, უფრო ზუსტად კი, უკრაინის ფინანსთა მინისტრი გარანტორის, ეროვნული სააქციო საზოგადოება “უკრაინის ნაფტოგაზი” კი ემიტენტის (პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს) როლში იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ “უკრაინის ნაფტოგაზი” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა და უკრაინის მთავრობას ექვემდებარება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist