რატომ არ შეამოწმეს ჩინეთიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქე ადგილობრივმა ექიმებმა?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

7j7j
92
VIEWS

რუსეთის მოქალაქე, რომელიც 8 თვე ჩინეთში მუშაობდა, 4 თებერვალს რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფაში დაბრუნდა და ოჯახის წევრის რჩევით ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა გაიგეს, რომ მოქალაქეს კორონავირუსზე სურდა შემოწმება, მისი გასინჯვა არ ისურვეს, ოთახებში შეიკეტნენ და სათადარიგო გასასვლელიდან გასვლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქ უფას ადგილობრივ გამოცემაზე ufa1.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მოქალაქის მამა ყვება, მის შვილს ტესტის ჩაბარება სურდა, იმისათვის, რომ კორონავირუსი გამოერიცხა, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაშინვე გაუჩინარდა, მასთან ახლოს მისვლას მოერიდნენ და მხოლოდ შორიდან უყვიროდნენ, რომ შენობა დაეტოვებინა.

27 წლის ილია, რომელსაც შემოწმებაზე უარი უთხრეს, პეკინიდან ეკატერინბურგში ჩამოფრინდა და შემდეგ უფაში ავტობუსით ჩავიდა. ის კორონავირუსზე არც აეროპორტში შეუმოწმებიათ.

Ufa1.ru-ს რედაქცია ახსნა-განმარტებისთვის ბაშკირეთში ჯანმრთელობის სამინისტროს დაუკავშირდა. გამოცემა წერს, რომ როგორც კი სამინისტროდან პასუხს მიიღებენ, საიტზე განათავსებენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist