რატომ არ არის სამხედრო ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების გარანტი საქართველოსთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.2k
VIEWS

2022 წლის 21 მარტს, პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეს” დროს, წამყვანმებმა მერაბ მეტრეველმა და ლაშა ტუღუშმა და გადაცემის სტუმრებმა დავით უსუფაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამხედრო ნეიტრალიტეტის თემაზე ისაუბრეს. მერაბ მეტრეველის მტკიცებით, მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გაანალიზება, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საქართველოსათვის ევრო-ატლანიტიკური კურსის შენარჩუნებამ, ვინაიდან უკრაინის შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, რომ ნეიტრალიტეტზე უარის თქმას რუსეთმა შესაძლოა სამხედრო აგრესიით უპასუხოს. 

მერაბ მეტრეველი, წამყვანი: “აქ საუბარა ისეთ მოდელზე, რომელიც აქვს მოლდოვას, როდესაც კონსტიტუციაში შენ წერ, რომ არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ იქნები… ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, დაიწყება აპოკალიფსი და დაგვიპყრობს რუსეთი… რუსეთი უკრაინას რას ეუბნებოდა? იმას კი არ ეუბნებოდა, რომ ნეიტრალიტეტს თუ გამოაცხადებ, ყირიმს დაგიბრუნებ ან დონბასს დაგიბრუნებო… თუ გინდა, რომ კიევი არ დაგიბომბო და კიევი არ ავიღოვო, მაშინ ჩაწერე კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტიო. არაო, უთხრა უკრაინამ და ბომბავს კიევს.”

საგულისხმოა, რომ რიგი კრემლისტური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პირები და პარტიები, ასევე საზოგადოებირივი ორგანიზაციები წლებია ცდილობენ სამხედრო ნეიტრალიტეტის თემის პოლიტიკური დღის წესრიგში შეტანას იმ მტკიცებებზე აპელირებით, რომ ე.წ. “უბლოკო სტატუსის” მოპოვება ერთადერთი გზაა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთის მიერ პოტენციური სამხედრო ინტერვენციის თავიდან ასაცილებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამის საილუსტრაციოდ ხშირად გამოიყენება მოლდოვისა და შვეიცარიის მაგალითებიც.

რეალურად, სამხედრო ნეიტალიტეტი ან ე.წ. “უბლოკო სტატუსი” ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ უზრუნველოფს და არც რუსული საფრთხისაგან იცავს საქართველოს, რაც შემდეგი არგუმენტებით დასტურდება:

1. მუდმივი ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად, 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მაინც მოახდინა

ე.წ. “უბლოკო სტატუსი” ვერ გამორიცხავს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას. მაგალთისთვის, 1918 წლის 26 მაისს მიღებული “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის” მე-3 მუხლით, საქართველომ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი გამოაცხადა. აქვე, 1920 წელს საქართველოს რესპუბლიიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულებით, რუსეთმა საქარველოს დამოუკიდებლობა დე იურედ სცნო და მისი ტერიტორიული პრეტენზიები იმ პირპობით აღიარა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ჯარებს არ განალაგებდა. თუმცა, ამ ყველაფერს 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციაში ხელი არ შეუშლია. 

2. ნეიტრალიტეტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხის მოგვარებას

მნიშვნელვანია, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარებს და მათთან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის,  ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. მოცემული ხელშეკრულებები „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას” გულისხმობს. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის საკითხი პრიორიტეტული და ეს საკითხი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში და რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაშიც გვხვდება.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა: 56. სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები: ბ) აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან – თანამშრომლობა  ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იხ. მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული ინფოგრაფიკა

3. მოლდოვას მიერ “ნეიტრალიტეტის” კონსტიტუციაში ჩაწერას ღირებული შედეგი არ მოუტანია

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები ხშირად “იშველიებენ” მოლდოვის მაგალითს იმის საილუსტრაციოდ, რომ “უბლოკო სტატუსის” მეშვეობით ქვეყანამ რუსული ინტერვენციის თავიდან აცილება შეძლო. 

რეალურად, მოლდოვამ 1994 წლის კონსტიტუციის მე-11 მუხლით მუდმივი ნეიტალიტეტი ნამდვილად გამოაცხადა, თუმცა ამ პრაქტიკას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით დადებითი გავლენა არ ჰქონია. დნესტრისპირეთის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებლად რჩება, ხოლო მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული ჯარები დღემდეა განთავსებული.

4. ნეიტრალური სტატუსის მინიჭება საერთაშორისო შეთანხნმების შედეგად ხდება, ხოლო საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან.

მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ხაზგასმა, რომ კონკრეტული ქვეყნის სურვილი შეიძინოს ნეიტრალური სტატუსი საკმარისი წინაპირობა არაა, ვინაიდან ამისთვის საერთაშორისო შეთანხმებაა საჭირო. მაგალითისათვის, ავსტრიამ მუდმივი ნეიტრალიტეტი 1955 წლის 15 მაისს „ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულებით” მიიღო. რომლის თანახმადაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი და ავსტრიის მთავრობა ქვეყნის დეოკუპაციასა და მისი შემდგომი ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ შეთანხმდა. ხოლო შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსი 1815 წლის ვენის კონგრესზე ავსტრიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, პრუსიის, რუსეთის, ესპანეთის და შვედეთის შეთანხმების შედეგად მიიღო.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს შემთხვევაში, ნეიტრალიტეტის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან. კერძოდ, 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის V კონვენციის – „ნეიტრალური ძალებისა და პერსონების უფლებები და მოვალეობები სახმელეთო ომის დროს” პირველი პრინციპის თანახმად, ნეიტრალური ძალების ტერიტორია არის დაურღვეველი, შესაბამისად, ქვეყანას, რომელიც კონფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფება, არ აქვს უფლება მოითხოვოს “უბლოკო სტატუსი.” 

მეტი ინფორმაციისთვის სამხედრო ნეიტრალიტეტისა და მასთან დაკავშრებული საფრთხეების შესახებ, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist