რას წარმოადგენს დოკუმენტი, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ესპანეთის მთავრობამ მოსახლეობისთვის ქიმიური ნივთიერების შესხურება აღიარა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

107
VIEWS

5 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ ესპანურენოვანი დოკუმენტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ესპანეთმა “მოსახლეობისთვის ქიმიური აეროზოლური შესხურების გამოყენება ოფიციალურად აღიარა”. პოსტის ავტორი ამ ქიმიურ ნივთიერებებს ქემტრეილებსაც უკავშირებს.

მტკიცება, თითქოს ესპანეთის მთავრობამ კოვიდ19-თან ბრძოლის მიზნით მოსახლეობას ქიმიური ნივთიერებები შეასხა, დეზინფორმაციაა. რეალურად ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილება ზედაპირების დეზინფექციას შეეხება და ამისთვის გამოყენებული ნივთიერებები ესპანეთში წლებია ავტორიზებულია, ნივთიერებები ადამიანებისთვის არ შეუსხურებიათ. ამასთან, დეზინფექციის პროცესში თვითმფრინავები ჩართული არ ყოფილა და ამ გზით ე.წ ქემტრეილები არ გაუვრცელებიათ.

პოსტში მოცემული დოკუმენტი რეალურია და ის ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აპრილის დადგენილებაა, თუმცა მასში არც ქემტრეილები და არც ქიმიური ნივთიერების თვითმფრინავებიდან გაფრქვევა ნახსენები არაა.

დოკუმენტში  აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, საზოგადოებრივ სივრცეებში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს, პრიორიტეტულად მიიჩნეოდა ისეთი ადგილები, როგორებიცაა საავადმყოფოები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სატრანსპორტო კვანძები.

დადგენილების მიხედვით, დეზინფექციისთვის ესპანეთის კანონმდებლობით 2010 წელს ავტორიზებული პირველი მთავარი ჯგუფის ბიოციდური ქიმიური ნივთიერებებს გამოიყენებდნენ. ესპანური კანონმდებლობა ბიოციდების პირველი მთავარი ჯგუფის განსაზღვრისას ქიმიკატების ევროპული სააგენტოს (European Chemicals Agency) კლასიფიკაციას ემთხვევა და სწორედ აქ არის მოაზრებული სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც ადამიანებთან და ცხოველებთან პირდაპირი შეხება არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დეზინფექციისთვის გამოყენებული ნივთიერებების სია საჯაროა და პანდემიის პერიოდში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო სიას მუდმივად ანახლებდა. სიაში შეტანილი ნივთიერებები ავტორიზებული და რეგისტრირებულია ესპანეთში გარემოსდაცვითი და ჰიგიენური გამოყენებისთვის, შესაბამისად ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

ესპანეთში გარემოსდაცვითი დანიშნულებით ავტორიზებული ნივთიერებების გამოყენება ზედაპირებისა და ჰაერის დეზინფექციისთვის მისაღებია, ეს ნივთიერებები შეიცავს ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს როგორებიცაა: ეთანოლი, წყალბადის ზეჟანგი, პროპანოლ-1, პროპანოლ-2, რძემჟავა, ძმარმჟავა და ა.შ

როგორც უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake წერს, 2020 წლის 19 აპრილს იმ დროისთვის ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა მიგელ ანხელ ვილაროიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ დადგენილება ესპანეთის შეიარაღებულ ძალებს აძლევს უფლებას, უკვე ავტორიზებული ბიოციდებით, აეროზოლების და არა თვითმფრინავების საშუალებით დეზინფექცია ჩაუტარონ ნივთებს შიდა სივრცეში, რომლებიც შესაძლოა ვირუსს შეიცავდეს.

დეზინფორმაციას, თითქოს ესპანეთის ცას ქიმიკატებით წამლავენ და ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ოთხმა თანამშრომელმა აღიარა, აქამდეც ვრცელდებოდა. სინამდვილეში არც ესპანეთის მთავრობას და არც მეტეოროლოგიურ სააგენტოს ქიმიური ნივთიერებებით ან ქემტრეილებით ჰაერის მოწამვლა არ უღიარებიათ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

ქემტრეილების კონსპირაცია თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებულ კვალს დაავადებების გავრცელებას, ამინდის ხელოვნურად შეცვლასა და ადამიანის გონებაზე კონტროლის დამყარებას უკავშირებს. სინამდვილეში, ეს კვალი არა “ქემტრეილი/ქიმტრეილი”, არამედ “კონტრეილია”, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაშია ხილული და ვირუსებს არ უკავშირდება.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist