რას გვეუბნება გეოლოკაცია სააკაშვილის ვიდეოებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

15
VIEWS

2021 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდა და გამოაქვეყნა ორი ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნას უარყოფენხელისუფლებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება.

სოციალურ ქსელში სააკაშვილის ვიდეოებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილს ვიდეოები ყალბად მიაჩნია ან თვლის, რომ ფონად გამოსახული ქალაქი ბათუმი არ არის, ნაწილმა კი ვიდეოში ბათუმის ცალკეული შენობები და ლანდშაფტი ამოიცნო.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოებში წვიმიანი ამინდი ჩანს, ხოლო სააკაშვილი ჩამოწეული პირბადით მოძრაობს და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ვიდეო, სავარაუდოდ, ერთი მოწყობილობით მეორის ეკრანის გადაღების შედეგად არის ჩაწერილი, ვინაიდან ჩანს თეთრი კანტი.

"
ზუსტად როდის არის გადაღებული ვიდეო, ამის დადგენა რთულია, თუმცა “მითების დეტექტორმა” გეოლოკაციის ინსტრუმენტით, კონკრეტულად კი Google Maps-ის დახმარებით ვიდეოს გადაღების ადგილების განსაზღვრა სცადა. 

  • ვიდეო N1

ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იმყოფება იმ ადგილზე, სადაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, ის გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას. სააკაშვილის ფონზე ვიდეოში ჩანს რამდენიმე ობიექტი. (canadianpharmacy365.net)

"

ეს ობიექტები ჰგავს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საბაგიროს შენობას და ამავე ქუჩაზე მდებარე რესტორან “სანაპიროს”, ხოლო დისტანციაზე მოჩანს შენობა, რომელიც სასტუმრო “ველმონდს” ჰგავს.

"
"
""

  • ვიდეო N2

მეორე ვიდეოში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმყოფება. მის უკან რამდენიმე შენობა ჩანს, რომლებიც ჰგავს შერიფ ხიმშიაშვილის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებზე მდებარე შენობებს, “მეტროსითი” ბათუმს და სასტუმრო “ეიფორიას”.

"
კადრი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოდან
"
სასტუმრო “ეიფორია”

"
მეტროსითი, სასტუმრო “ეიფორია”

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ერთ-ერთ კადრში შენობაზე მწვანე წარწერაც ჩანს, რომელიც სავარაუდოდ, სასტუმრო “Legend Business Hotel” არის.
"
კადრი ვიდეოდან
"
სასტუმრო Legend Business Hotel.

Legend Business Hotel-ის მარცხნივ მდებარე შენობა სასტუმრო “ქართულია”.

"
მარცხნიდან: სასტუმრო “ქართული”, “Legend Business Hotel”, Metrocity

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ლოკაციის დადგენა გამოცემა “ბათუმელებმაც” სცადა. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ლოკაციებიდან გადაღებული ის კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist