რას გულისხმობს სიტყვა ინკლუზიური და რას ითხოვს PHR?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

142
VIEWS

10 ივლისს ბლოგერმა Natia Colussi-მ (ნათია ქოლუსი) გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების სტატიის სქრინშოტი, სადაც აღნიშნულია, რომ PHR სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სასწავლო გეგმაში შეტანას ითხოვს. ნათია ქოლუსი ამასთან დაკავშირებით პოსტში წერს, რომ ამ სწავლების სკოლაში შეტანა მომავალი თაობების განადგურებას ნიშნავს, რადგან, მისი თქმით, ტერმინი “ინკლუზიური” ბავშვებისთვის იმის სწავლებას გულისხმობს, რომ სქესი არ არსებობს.

;

ნათია ქოლუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სასწავლო პროცესში შეტანა მათთვის არაბინარული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და იმის სწავლებას გულისხმობს, თითქოს სქესი არ არსებობს, მცდარია. PHR-ის სარჩელი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციას მიემართება, ხოლო ინკლუზიურობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი განათლების უფლებაზე.

რადიო თავისუფლების სტატიაში, რომლის სქრინშოტიც ნათია ქოლუსიმ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რათა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები შევიდეს. ორგანიზაციის მიხედვით, „საქართველოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე, უსაფრთხოება, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია”.

რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განმარტებით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხო ფეხმძიმობა და მშობიარობა, ოჯახის დაგეგმვა, ცოდნა სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შესახებ, ინფორმაცია კონტრაცეპტივების გამოყენებაზე და სხვა.

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე დეტალურადაა საუბარი სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის პუბლიკაციასა და “ქალთა ფონდი საქართველოში” სახელმძღვანელოში, სადაც კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავებული ტერმინის განმარტებაა მოცემული:

„სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, აქვთ გამრავლების უნარი და თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იყოლიონ თუ არა შვილი, ასევე, რამდენი და როდის. ეს უკანასკნელი პირობა გულისხმობს, რომ თითოეულ ქალს და კაცს აქვს უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია და ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასურველ უსაფრთხო და ეფექტურ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე სერვისებსა და იმ მეთოდებზე, რომლებიც კანონით აკრძალული არ არის; ასევე, ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებზე, რომლებიც ქალებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ გაიარონ ორსულობისა და მშობიარობის პროცესი, ხოლო წყვილებს დაეხმარება ჯანმრთელი შვილის ყოლაში.”

მოზარდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

აღსანიშნავია, რომ PHR-ის სარჩელი ბავშვებს ეხება და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციაზეა მიმართული.  გაეროს მოსახლეობის ფონდის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რათა დაეხმაროს მათ თავი დაიცვან არასასურველი ორსულობისგან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და უშვილობის შემდგომი რისკებისგან.

არაბინარულ იდენტობაზე ხაზგასმა და სწავლება, რომ სქესი არ არსებობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში არ გვხვდება.

რაც შეეხება ტერმინს “ინკლუზიური”, ნათია ქოლუსი მას არასწორად უკავშირებს მხოლოდ ქვიარ ადამიანებს, რადგან ინკლუზიური განათლება გულისხმობს  ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების. PHR მიიჩნევს, რომ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან, სწორედ ამიტომ ითხოვს ორგანიზაცია ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლების დანერგვას სასწავლო პროცესში.

“მითების დეტექტორი” ამ საკითხზე კომენტარისთვის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ბავშვის უფლებათა ადვოკატ თამარ გაბოძეს დაუკავშირდა. მან “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ სექსუალური და რეპროდუქციული განათლება ძირითადად მიემართება ბავშვების სამ უფლებას: 1. ჯანდაცვის უმაღლესი ხარისხით სარგებლობის უფლება, 2. ხარისხიანი განათლების უფლება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. 3. ძალადობისგან დაცვის უფლება.

თამარ გაბოძე საუბრობს გამოწვევებზე, რომლებიც ამ კუთხით საქართველოში არსებობს, მისი თქმით, ბავშვებს არ შეუძლიათ სარისკო ქცევის შეფასება, ხოლო ისინი, ვისაც შეუძლიათ შეფასება, სხვა გამოწვევების წინაშე დგანან, მაგ.: მშობლების მიუღებლობა. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული საკითხი არის ტაბუირებული და მშობლებისთვისაც კი წარმოუდგენელია, რომ შესაძლოა ახლობელი ადამიანი ბავშვზე გარყვნილ ქმედებას ახორციელებდეს.

“ჩვენი სარჩელი ეხება ბავშვის ასაკზე მორგებულ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ და ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ ინკლუზიურ სექსუალურ და რეპროდუქციულ განათლებას. მისი კომპონენტებია: ძალადობისგან დაცვა, სარისკო ქცევა, ბავშვის პირადი სივრცე, ბავშვმა აუცილებად უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს მისი პირადი სივრცის დარღვევის უფლება, შეეხოს მას სხვადასხვა ადგილებში ან მაგალითად ბავშვს აუკრძალოს რამეზე საუბარი უფროსმა ადამიანმა, აიძულოს გარკვეული ქმედების განხორციელება.” – განმარტავს თამარ გაბოძე.

ადვოკატი ასევე შეეხო ტერმინ “ინკლუზიას” და აღნიშნა, რომ ინკლუზია ნიშნავს ისეთი განათლების პროგრამის შექმნას, რა დროსაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ხარისხიანი განათლების უფლებით მიუხედავად მათი განხსვავებულობისა და ეს შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობა, ასაკი, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილება, სხვა სპეც. საჭიროება.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/iXnxckilnvI.jpg?itok=ssNNzsQ0″,”video_url”:”https://youtu.be/iXnxckilnvI”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist