25 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა, მაია თვალთვაძემ გაეროს მომავლის სამიტის რეკომენდაციების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, სამიტის რეკომენდაციები შემდეგია: მსოფლიო მთავრობის შექმნა, ქვეყნებისათვის საკუთარი რესურსების გამოყენების უფლების ჩამორთმევა, ასევე დედამიწისა და მისი გარსის ერთი მმართველი ორგანოს მიერ განკარგვა. ანგარიში პოსტს ურთავს ფოტოს, რომელზეც რუსული წარწერა: ,,მიზნები მდგრადი განვითარების სფეროში” და გაეროს ლოგოა დატანილი.
გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და მიუხედავად იმისა, რომ მომავლის სამიტი გლობალურ მმართველობას მართლაც ეხება, ის პოსტში მოყვანილ რეკომენდაციებს ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის ჩამორთმევაზე და გლობალური მთავრობის მიერ დედამიწის რესურსების განკარგვაზე არ მოიაზრებს. ,,მომავლის პაქტში” გლობალური მმართველობის მიზნად დემოკრატიული საკითხების მოგვარება და გლობალური ინსტიტუტებისადმი ნდობის გაძლიერებაა დასახელებული.
გაეროს მომავლის სამიტი, წევრი სახელმწიფოების შეთანხმებით, 22-23 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნული სამიტი მსოფლიო ლიდერებს გააერთიანებს, რათა უკეთესი აწმყოსა და დაცული მომავლის შესახებ კონსენსუსს მიაღწიონ. სამიტის ჩატარების საფუძველი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, მოხსენება ,,საერთო დღის წესრიგი” გახდა. მოხსენება ორგანიზაციის მომავალსა და ახალ მიმართულებებს შეეხება. წევრი სახელმწიფოები სამიტზე ,,მომავლის პაქტზე” უნდა შეთანხმდნენ. სამიტი წელს პირველად ტარდება.
გაეროსს სამიტისთვის რეკომენდაციები წარდგენილი არ აქვს, თუმცა შეთანხმებული არიან შვიდი საკითხის განხილვაზე. ეს საკითხებია: გლობალური ეკონომიკა და ფინანსური არქიტექტურა, ადამიანის უფლებები და ჩართულობა, მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური ციფრული შეთანხმება, გარემოს ეფექტური მართვა, მშვიდობა და უსაფრთხოება, გაერო და გლობალური მმართველობის ინოვაცია. ასევე, ანგარიშში გუტიერეშმა ,,საერთო დღის წესრიგისათვის” 12 ვალდებულება და მის შესახებ წინადადებები წარადგინა. პუნქტი, რომელიც გარემოს დაცვას გულისხმობს, არ უზღუდავს ქვეყანას სუვერენიტეტს და არ გულისხმობს გარკვეული რესურსების გლობალური მთავრობის მიერ განკარგავს. პუნქტი ,,დავიცვათ ჩვენი პლანეტა” გულისხმობს: ლიდერების შეხვედრის წინადადებას, გამონაბოლქვის კონტროლსა და ნახშიროჟანგის კონტროლს, კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ჯანსაღი გარემოს უფლებას, განვითარებადი ქვეყნების მხარდამჭერ პაკეტს, ადაპტაციისა და მდგრადობის ზრდას და ა.შ.
-
რას გულისხმობს მომავლის პაქტი?
სამიტზე წევრ სახელმწიფოები ,,მომავლის პაქტზე” უნდა შეთანხმდნენ. პირველადი ტექსტის ბოლო ვერსია 17 ივლისს გამოქვეყნდა. ის ხუთი ძირითადი საკითხისა და 58 პუნქტისაგან შედგება. ერთ-ერთი საკითხი გლობალური მმართველობის ტრანსფორმირებას შეეხება. წინარე ტექსტის მიხედვით, გლობალური მართვის სისტემის ტრანსფორმირება გაერო-ს მრავალმხრივი სისტემის (Multilateral System) უკიდურესმა დაძაბულობამ გამოიწვია. შესაბამისად, სახელმწიფოთა კოორდინირებული მოქმედების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის ურყევი ვალდებულების შესრულების გარეშე, გლობალური გამოწვევები საფრთეს შეუქმნის კაცობრიობას. ამავე ტექსტის მიხედვით, გაერო გლობალურ მმართველობად ქვეყნებს შორის კოორდინაციას მოზრებს, ასევე აღნიშნულია, რომ გლობალური გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა ქვეყანა თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს. გაეროს-ს გლობალური მმართველობის ტრანსფორმაცია დემოკრატიის საკითხების უზრუნველყოფას ემსახურება. წინარე ტექსტის მიხედვით, მან უნდა აღადგინოს გლობალური ინსტიტუტების მიმართ ნდობა, ასევე ერთგულების კიდევ ერთხელ დამტკიცება გაეროს-ს მრავალმხრივი სისტემის, საერთაშორისო თანამშრომლობის, თანასწორობის, სოლიდარობისა და უნივერსალურობის პრინციპის მიმართ. გლობალური მართვის ფუნქციებში ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის შეზღუდვა და გარკვეული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, დედამიწისა და მისი შრეების, განკარგვა არ შედის.
პოსტს დართული ფოტო გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის ილუსტრაციაა. გეგმის მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, სუფთა წყლისა და ენერგიის უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები, ინდუსტრიული და ინსფასტრუქტურული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.
გაეროსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ისინი ძირითადად, გაერო-ს ანგარიშებსა და რეკომენდაციებს შეეხებოდა. მსგავსი ცნობები ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
- დეზიფორმაცია, თითქოს გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული
- ითხოვს თუ არა გერო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციას?
- გაერო-ს მიერ ბავშვებით ვაჭრობა თუ მშობლების ნებართვით ბავშვების ტრანსპორტირება – რას ასახავს ვიდეო?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.