რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე – რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

912
VIEWS

27 აპრილს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმა (1, 2 ) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც პოლონეთის პოლიციის მანქანაზე „Z” სიმბოლოა გამოსახული. პოსტის ავტორები წერენ, რომ უკრაინელებმა პოლონელები იმდენად გააღიზიანეს, საპასუხოდ პოლიციის მანქანებზე „Z” სიმბოლო გამოჩნდა. მანამ, სანამ პოლონეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ალაგებს, პოლონეთის პოლიცია უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას მხარს უჭერს.

Screenshot 15 16 რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე - რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?

მტკიცება, თითქოს Z სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანებზე რუსეთის მხარდაჭერას გამოხატავს, დეზინფორმაციაა. რეალურად, ვიდეოში პოლონეთის პოლიციის მანქანაზე გამოსახულ Z სიმბოლო კონკრეტული რეგიონის დანაყოფს აღნიშნავს. ამ შემთხვევაში კი Z უშუალოდ ვარშავის პოლიციის შტაბის ნიშანია და მათ ყველა მანქანაზეა გამოსახული.

ვარშავის პოლიციის შტაბის ფეისბუკ-გვერდზე ბევრი ფოტოა, რომელშიც მანქანაზე Z სიმბოლოა გამოსახული

politsia რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე - რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?
წყარო: Komenda Stołeczna Policji

ვარშავის პოლიციის შტაბი – პოლიციის ორგანიზაციული ერთეულია, რომელიც ვარშავასა და მის ირგვლივ მდებარე ცხრა რაიონს მოიცავს. ესენია: გროჯისკი, ლეგიონოვსკი, მინსკი, ნოვოდვორსკი, ოტვოცკი, პიასეჩინსკი, პრუშკოვსკი, ვარშავსკი ზახოდნი და ვოლომინსკი. ვარშავის პოლიციის შტაბის სხვა დანაყოფებისგან განმასხვავებელი ნიშანი სწორედ Z სიმბოლოა, სხვა რეგიონები კი სხვა სიმბოლოთი აღინიშნება. 

მაგალითად, ქვემო სილესიის სავოევოდოს პოლიციის განმასხვავებელი სიმბოლოა B,BB, ვიელკოპოლსკის სავოევოდოსი კი U,UU. შესაბამისად, პოლონეთში პოლიციის მანქანების გარჩევა ამ სიმბოლოებითაც არის შესაძლებელი. 

Screenshot 17 13 რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე - რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?
პოლონეთის პოლიციის დანაყოფების აღმნიშვნელი სიმბოლოები რეგიონების მიხედვით ; წყარო: wyborkierowcow.pl 

ჯგუფებში გამოქვეყნებული ვიდეო TikTok-ის ანგარიშიდან არის აღებული. ვიდეოს ავტორს აღწერაში უწერია, რომ ეს ხუმრობაა.

Screenshot 18 11 რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე - რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist