რას ემსახურება იტალიის პრემიერმინისტრის გეგმა – ტოტალურ კონტროლს თუ ეკონომიკურ განვითარებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

26 და 27 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებლების Ti-Nia Dia-სა და ვამეხ ფუსდანი-ს ანგარიშებზე იტალიიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის სიტყვით გამოსვლის ჩანაწერი გამოქვეყნდა. პოსტის ავტორთა მტკიცებით,  2026 წლიდან საყოველთაო  ციფრულიზაცია მოხდება, კოვიდს ამოფარებული ტოტალური კონტროლი დაიწყება და მსოფლიოში თავისუფლება საბოლოოდ გაქრება. ვამეხ ფუსდანის თანახმად, საბჭოთა კავშირი დასავლურ დიქტატურასთან შედარებით სამოთხედ მოგვეჩვენება, რადგან მსოფლიო არასდროს იქნება ისეთი თავისუფალი, როგორიც ადრე იყო.
"
მარიო დრაგის ეკონომიკის აღდგენის გეგმის საყოველთაო კონტროლის დამყარებასა და თავისუფლების გაქრობასთან დაკავშირება შეთქმულების თეორიაა. რეალურად, დრაგის გეგმა ციფრული ტექნოლოგიის განვითარებას და საჯარო სექტორში ფართოდ დანერგვას გულისხმობს და გარდა ამისა კლიმატის და გარემოსდაცვითი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის სფეროების,  გენდერული ინკლუზიურობისა და სოციალური ინკლუზიის გაძლიერებაზე არის ორიენტირებული.

20 ოქტომბერს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ პარლამენტში ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რომელშიც ერთ-ერთი ადგილი გაციფრულების საკითხსაც დაეთმო. მარიო დრაგი 221 მილიარდი ევროს ღირებულების აღდგენის პაკეტით იტალიის ეკონომიკის რადიკალურ რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიისგან თავის დაღწევას ცდილობს.

დრაგის გეგმა იტალიის ელექტროენერგიის ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე,  წყალბადის ენერგეტიკის პროექტებსა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე არის ფოკუსირებული.  აღდგენის გეგმა ასევე მოიცავს  მსხვილ ინვესტიციებს ჩქაროსნულ რკინიგზაში, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის სრულ გაციფრულებას. დრაგი სტრუქტურული რეფორმების გატარებას  ქვეყნის სამართლებრივ სისტემასა და ადგილობრივ ადმინისტრაციაშიც გეგმავს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

დრაგი ეკონომიკის აღორძინების რეალურ დაბრკოლებად ნახევარგამტარების ბაზარს მიიჩნევს და ევროპას სთხოვს,  ნახევარგამტარებსა და კვანტური ტექნოლოგიების წარმოებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად ჩართოს. 1990 წელს ევროპა გლობალური ნახევარგამტარული წარმოების 44%-ს ფლობდა, დღეს ეს წილი მხოლოდ 9%-ს შეადგენს, რის გამოც ევროპა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული აზიიდან, კერძოდ ტაივანიდან და სამხრეთ კორეიდან ნახევარგამტარების იმპორტზე. ამ ეტაპზე ტაივანი ნახევარგამტარების წარმოებასა და აწყობაში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო 2021 წელს მსოფლიოში ნახევარგამტარების დეფიციტი შეიქმნა.

რისთვის არის საჭირო ნახევარგამტარები?

ნახევარგამტარები იგივე ჩიპებია, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობის: ავტომობილების,  კომპიუტერების, სმარტფონებისა და ტელევიზორების  ტექნოლოგიურად ამუშავებას უზრუნველყოფენ. უფრო მეტიც, თითქმის შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში ისეთი ტექნიკის პოვნა, რომელიც ამ კომპონენტის გარეშე სრულყოფილად შეძლებს ფუნქციონირებას.  ბოლო თვეებში ტაივანში ანომალიური გვალვის გამო, რასაც Covid-19-ით გამოწვეული წარმოების შეფერხებაც დაემატა, მსოფლიო ბაზარზე ნახევარგამტარების დეფიციტი შეიქმნა. 2021 წლის აგვისტოში ნახევარგამტარების დეფიციტის გამო “ტოიოტამ” ორი კვირით თურქეთში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნახევარგამტარები, შეგვიძლია გავიხსენოთ 2020 წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „ჰუავეისთვის“ ჩიპების მომარაგებაზე საექსპორტო კონტროლის გამკაცრება. ნახევარგამტარების დეფიციტით საავტომობილო ინდუსტრია და  ელექტრონკის წარმოებაც ზარალდება, რომლებიც რომელიც ჩიპებს ინტენსიურად მოიხმარენ. სწორედ ამიტომ მარიო დრაგი მიიჩნევს, რომ “ევროპული მიკროჩიპების ეკოსისტემის” შექმნა და ინვესტივიების ჩადება ციფრულ ტექნოლოგიებში ეკონომიკის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საჯარო სექტორების და სერვისების გაციფრულებას, ეს ტერმინი  ცვლილებების დიდი ჯაჭვს მოიცავს, რომელმაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სხვადასხვა სერვისის გაციფრულება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა მომსახურების მიღებას მოკლე დროში ალტერნატიული გზებით უზრუნველყოფს.

ვინ არის მარიო დრაგი?
მარიო დრაგი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომისტია, რომელიც 2021 წლის თებერვალში იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა.

მარიო დრაგი 2005 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი 2019 წლამდე  ევროპის ცენტრალური ბანკს ხელმძღვანელობდა. 1984 წლიდან 1990 წლამდე იგი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორიც იყო.
2018 წელს ამერიკულმა “ფორბსმა” მარიო დრაგი  მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მე-18 ადგილზე დაასახელა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist