რას ედავებიან “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ბილი აილიშს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

103
VIEWS

2021 წლის 2 აგვისტოს ფეისბუკ გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ კომენტარში გვერდი ამტკიცებს, რომ მომღერალი ბილი აილიში ლუციფერის მსახურია, რომელმაც მისი კლიპის მეშვეობით “პანდემიამდე” თვეებით ადრე გაამხილა, თუ როგორ აპირებს ადამიანის გარდაქმნას თავის ხატებად და მსგავსებად”. ვიდეო კლიპში, სახელწოდებით “All the good girls go to hell” (ყველა კარგი გოგო ჯოჯოხეთში ხვდება) ფეისბუკ პოსტის მტკიცებით,  ბილი აილიშს უკეთებენ ვაქცინის რამდენიმე დოზას, რის შედეგადაც შავი ბლანტი სითხე (გრაფენი) მის სხეულში ვრცელდება და ტრანსფორმირდება. დედამიწაზე მომღერლის ჩამოვარდნისას, შავ ბლანტ სითხეში აილიშის დაცემა კი გრაფენის ოქსიდზე მინიშნებაა.  ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ კლიპის ბოლოში ბილი აილიში ჯოჯოხეთში ხვდება, რაც მხეცის ვაქცინის მიმღებთა დანიშნულების ადგილს მიანიშნებს.

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” პოსტი კონსპირაციაა. სინამდვილეში, ბილი აილიშის სიმღერა და კლიპი 2019 წელს გლობალურ დათბობაზე შეიქმნა. ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის არსებობის  შესახებ გავრცელებული ცნობები კი ყალბია, კორონავირუსის არცერთ ავტორიზებულ ვაქცინაში გრაფენის ოქსიდი არ შედის.

ბილი აილიშის კლიპი all the good girls go to hell, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გამოვიდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს ეხება. ამის შესახებ მომღერლის იუთუბ გვერდზე კლიპის აღწერაშიც არის მითითებული.

;

ბილი აილიშმა თავის ფანებს Youtube-ზე შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“ახლა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თხოვს ჩვენს ლიდერებს, რომ ყურადღება გამოიჩინონ. Ჩვენი დედამიწა უპრეცედენტო ტემპით თბება, ყინულის საფარი დნება, ჩვენი ოკეანეები იზრდება, ჩვენი ველური ბუნება იწამლება და ჩვენი ტყეები იწვის. 23 სექტემბერს გაერო ჩაატარებს 2019 წლის კლიმატის სამოქმედო სამიტს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები. დრო გადის. პარასკევს 20 სექტემბერს და პარასკევს 27 სექტემბერს შეგიძლიათ თქვენი ხმა გააგონოთ. გაიტანეთ ის ქუჩაში. #climatestrike.”

რაც შეეხება გრაფენის ოქსიდს, ის არც ბილი აილიშის კლიპში ფიგურირებს და მას არც ვაქცინა შეიცავს. ის ნახშირბადის ატომებით აგებული ორგანზომილებიანი ბრტყელი კრისტალია, ხოლო გრაფენის ოქსიდი გრაფიტის ოქსიდიზაციისაგან მიიღება. ამ დროისათვის მათი წარმოება სატრანსპორტო, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროებით შემოიფარგლება.

ვაქცინების შემადგენლობა ცნობილი და საჯაროდ ხელმისაწვდომია, ისინი საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავენ. გრაფენის ოქსიდზე კონსპირაციული თეორიაც ვრცელდებოდა, რის მიხედვითაც გრაფენს მელანია ტრამპის კაბასთან, მობილურის ოპერაციულ სისტემასთან და სხვა თემებთან აკავშირებდნენ.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.
რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist