რას ასახავს ვიდეომანიპულაცია, რომელსაც ჩინეთში ბავშვების ორგანოებით ვაჭრობას მიაწერენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

299
VIEWS

21 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა ჯორდანო ბრუნო 20-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის კადრებშიც ჯერ ჩანს, თუ როგორ ურტყამენ ორ მამაკაცს, შემდეგ კი ყინულებიან კონტეინერში ბავშვის ცხედარია ნაჩვენები. პოსტის ავტორი წერს, რომ ჩინეთის “ერთი ბავშვის პოლიტიკამ” ბავშვების ორგანოებით ვაჭრობას ხელი შეუწყო.

ამ ვიდეოს  წუთ-ნახევრიან ვერსიას რუსულენოვანი ფეისბუქ-გვერდები (1, 2) და პროფილები (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12)  2019 წლის ოქტომბერში აქტიურად ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ ჩინეთში ადამიანთა ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც 300 ბავშვი მათი ორგანოების გაყიდვის მიზნით გაყინეს.

გავრცელებული ვიდეოკოლაჟი სხვადასხვა დროს გადაღებული ორი ვიდეოსგან შედგება და მათგან ბავშვების ორგანოებით ვაჭრობას არცერთი არ უკავშირდება. ვიდეოში ყინულებიან ყუთში ნაჩვენები მცირეწლოვანი ბიჭის გარდაცვალების მიზეზი მდინარეში დახრჩობა გახდა, ხოლო ორ მამაკაცთან ფიზიკურად გასწორება მათ მიერ ხანდაზმულების მოტყუების მცდელობას უკავშირდება. გარდა ამისა, ოფიციალურ წყაროებსა და მედიაში ჩინეთში ორგანოებით ვაჭრობის მიზნით 300 ბავშვის მოტაცებაზე ინფორმაცია არ იძებნება.

გავრცელებულ ვიდეოში სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გადაღებული ორი ვიდეოა გაერთიანებული და არცერთ მათგანს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან კავშირი არ აქვს. ეს გარემოება ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ჩაცმულობაზე დაკვირვებითაც მარტივი მისახვედრია: პირველ ვიდეოში, რომელშიც ორ მამაკაცს ურტყამენ, ყველას სქელი ტანსაცმელს ატარებს, მეორე ვიდეოში კი ქალებსა და ბავშვს მოკლემკლავიანი საზაფხულო ტანსაცმელი აცვიათ და ერთ-ერთ ქალს მზისგან დასაცავად ქოლგაც უჭირავს.

ვიდეო N1 – მამაკაცები ბავშვების ორგანოებით მოვაჭრეები არ არიან

ვიდეოკოლაჟში ორ მამაკაცთან ფიზიკურად გასწორების კადრები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართული და ხალხმა მათ სწორედ ამიტომ სცემა. რეალურად, მათთან ფიზიკურად გასწორება ბავშვების ორგანოებით ვაჭრობას არ უკავშირდება. ვიდეო ღია წყაროებზე დაყრდნობით თურქულენოვანმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა dogrula.org-მა გადაამოწმა, მათ სტატიაში აღნიშნულია, რომ მამაკაცები თაღლითობაში იყვნენ შემჩნეული, ისინი მოხუცების მოტყუებას და მათთვის გაურკვეველი მედიკამენტების მიყიდვას ცდილობდნენ, რის გამოც მათ ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სინანის ოლქის პოლიციამ ისინი 7 დღით დააკავა.

ვიდეო N2 – მცირეწლოვანი ბიჭი მდინარეში დაიხრჩო

ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან კავშირი არც მეორე ვიდეოს აქვს, რომელშიც ჩანს, რომ გარდაცვლილი პატარა ბიჭი ყინულებიან კონტეინერში წევს. რეალურად, მცირეწლოვანი ბიჭი დასასვენებლად ჰუნანის პროვინციაში, ნათესავებთან გაგზავნეს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და ის მდინარეში დაიხრჩო. მომხდარის შესახებ 2017 წლის 14 ივლისს ჩინურმა გამოცემა Guancha-მ ჩინეთის ქალაქ იიანგის პოლიციის განცხადება გამოაქვეყნა, მასში ნათქვამია, რომ ზაფხულის მაღალი სიცხის გამო ოჯახმა ბავშვის სხეული ყინულის კუბებიან ყუთში მოათავსა და მშობლიურ ქალაქში გადაასვენა.

ადამიანის გაყინული გვამი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის ვარგისი არ არის

ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული პროცესია, ამ დროს დონორის გარდაცვალების შემდგომ გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა აუცილებელია. გარდა ამისა, ორგანოები გადანერგვისთვის დროის ძალიან მოკლე პერიოდშია ვარგისი. ექიმები გადანერგვისთვის განკუთვნილ ორგანოს 39 ფარენჰეიტის ტემპერატურაზე მაცივარში ინახავენ და მათ მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ, რათა ორგანო მისი საჭიროების მქონე პაციენტს გადაუნერგონ, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ყინულებიან ყუთში ბავშვების გაყინვა, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები და მათი ორგანოების გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist