რას ასახავს ვიდეო, რომელსაც ბერლინში უკრაინელების ცეკვას მიაწერენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

999
VIEWS

26 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ქაროსა ნი ადამიანთა ცეკვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თან ერთვის რუსულენოვანი წარწერა: “ბერლინში მწოლიარე ცხედრები ადგდნენ. გაუპატიურებული და მოკლული უკრაინელი ქალები ნასვამ მდგომარეობაში”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ  საუბარია ბერლინში მყოფ უკრაინელებზე. დამატებით “ქაროსა ნი” პოსტში აღნიშნავს, რომ პროუკრაინულ აქციაში მონაწილეები ცხედრებს განასახიერებდნენ, შემდეგ კი ცეკვა დაიწყეს.

Screenshot 2 20 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც ბერლინში უკრაინელების ცეკვას მიაწერენ?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციაში მონაწილე უკრაინელები ცხედრებს განასახიერებდნენ, შემდეგ კი ცეკვავდნენ, მცდარია. აღნიშნული აქცია-პერფორმანსი ვილნიუსში ლიეტუველი არტისტების ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა.

აქცია-პერფორმანსი, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ 22 აპრილს ვილნიუსში, ე.წ “ფრანგულ პარკში” გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის ლიეტუველი მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაფები და სტუდენტები იყვნენ. მათი განმარტებით, აქცია 24 აპრილის მოახლოებასთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც ორი მნიშვნელოვანი მოვლენის –  უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი თვის გასვლის და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღია

პერფორმანსს “France in Trance” ეწოდა და იდეის ავტორის, პაულე ბოკულაიტეს განცხადებით, სასმელი, რომელსაც პერფორმანსის მონაწილეები სვამდნენ სისხლს განასახიერებდა, რომელსაც უკრაინა დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად ღვრის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, რომლებიც ამ ღირებულებებს აღიარებენ, უკრანაში მიმდინარე გენოციდის ფონზე მხოლოდ ეკონომიკური პირობების გაუარესება ადარდებთ

Screenshot 3 19 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც ბერლინში უკრაინელების ცეკვას მიაწერენ?
წყარო: jarmo.net

პერფორმანსის კიდევ ერთი მიზანი საფრანგეთის არჩევნებში მარინ ლე პენის შესაძლო გამარჯვების გაპროტესტება იყო, რომელსაც აქციის მონაწილეები “კრემლთან დაკავშირებულ ჰომოფობ პოპულისტს” უწოდებენ.

Screenshot 4 19 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც ბერლინში უკრაინელების ცეკვას მიაწერენ?
წყარო: jarmo.net

ეს ლიეტუველი არტისტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამართული ერთადერთი აქცია არ ყოფილა, აღნიშნული პერფორმანსის შემდეგ ლიეტუველმა ხელოვანებმა უკრაინის მხარდასაჭერად კვირეულიც დაგეგმეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ლიეტუვა, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist