რას ასახავს ვიდეო, რომელსაც ანტივაქსერულ პროტესტს მიაწერენ ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

24
VIEWS

18 ივლისს ერთი და იგივე ვიდეო გამოაქვეყნეს ფეისბუქ მომხმარებლებმა ინანამ და ლაშა ვერულაშვილმა. ვიდეოში ჩანს, როგორ ხვდებიან პოლიციელები ქუჩაში მომავალ დემონსტრანტებს და მხარდაჭერის ნიშნად თავიანთ ჩაფხუტებს მიწაზე აწყობენ. პირველი მათგანი ამტკიცებს, რომ ვიდეო საფრანგეთში 14 ივლისს მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო გამოსვლებს ასახავს, ხოლო ლაშა ვერულაშვილის თქმით, აღნიშნული კადრები გერმანიაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო გამოსვლებისას პოლიციის მიერ დემონსტრანტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას გვიჩვენებს.

;

აღნიშნული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო გასულ წელს ექიმებისა და მედდების საპროტესტო გამოსვლისას არის გადაღებული, სადაც ისინი არა სავალდებულო ვაქცინაციას, არამედ საავადმყოფოების მცირე დაფინანსებას და დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ, შესაბამისად, პოლიციელებმა სოლიდარობა არა ანტივაქსერულ პროტესტს, არამედ ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მედდებსა და ექიმებს გამოუცხადეს.

ინანასა და ლაშა ვერულაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო პირველად პარიზული გამოცემის L’obs (Le Nouvel Observateur) იუთუბ არხზე 2020 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, კადრები 2020 წლის 16 ივნისს პარიზში გამართული საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს, როცა მობილიზებული პოლიციელების ნაწილმა მარშით მომავალი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ჩაფხუტები მიწაზე დააწყვეს, ხოლო პროტესტის მონაწილეებმა საპასუხოდ პოლიციას ტაში დაუკრეს.

;
2020 წლის 16 ივნისს პარიზის “საჯარო საავადმყოფოს” ექიმებისა და მედდების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის ფონზე სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული ანაზღაურების და სამუშაო პორობების უზრუნველყოფას ითხოვდნენ. მსგავსი მოთხოვნებით ექიმები და მედდები საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის მაისიდან გამოდიოდნენ.

საპროტესტო გამოსვლები სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ 

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 17 ივლისს ათასობით ადამიანმა მართლაც გააპროტესტა. მასშტაბური გამოსვლები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით 12 ივლისიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს მოჰყვა, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციას და ყველა პირის მიერ რიგ საჯარო სივრცეეებში შესასვლელად ვაქცინის ორი დოზის მიღების დამადასტურებელი მოწმობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ითვალისწინებს.

ამჟამად, საფრანგეთში კორონავირუსის 5,86 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 111 000 ადამიანს აჭარბებს. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ქვეყნის მოსახლეობის 40% აიცრა. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება და შემოდგომაზე კორონავირუსის დელტა შტამით გამოწვეულ ე.წ. “მეოთხე ტალღას” ელიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist